სტატია

დელოიტის საერთაშორისო კვლევა შესყიდვებთან დაკავშირებით - 2013

შესყიდვების მნიშვნელობა როდესაც ეკონომიკა ზრდის მაჩვენებლებს უბრუნდება.

დელოიტის გლობალური შესყიდვების დირექტორების კვლევის ანგარიში წარმოგვიდგენს 2013 წლის კვლევის შედეგებს, რომელიც დაფუძნებულია 180 რესპონდენტის პასუხებზე 18 ქვეყნიდან. მონაწილეებს აქვთ 2.7 ტრილიონი აშშ დოლარის საერთო ბრუნვა ამერიკის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, აზიისა და ავსტრალიის მასშტაბით და მოიცავენ ინდუსტრიული მრეწველობის ყველა მნიშვნელოვან სექტორს.

აღნიშნული კვლევა წარმოადგენს არსებულ სიტუაციას შესყიდვების დარგში და ასახავს შესყიდვების დირექტორების დამოკიდებულებას ისეთი საკვანძო საკითხების მიმართ, როგორიცაა: ხარჯები, მომარაგების ბაზარი და ფასების მერყეობა.

ჩვენს ანგარიშში განიხილება შემდეგი საკითხები:

  • ბაზარზე არსებული სიტუაციის მიმოხილვა: როგორ რეაგირებენ შესყიდვების დირექტორები არსებულ ეკონომიკურ სიტუაციაზე და როგორ აისახება ეს ბაზარზე?
  • ბიზნეს პარტნიორობა: რა ზომების მიღებას ელიან შესყიდვების დირექტორებისგან ბიზნესის ეფექტურობის გაზრდის მიზნით და როგორ ამართლებენ ისინი ამ მოლოდინს?
  • რისკები: როგორ უმკლავდებიან შესყიდვების დირექტორები რისკებს შესყიდვების საერთაშორისო ჯაჭვის ფარგლებში?
  • ჩვენი პერსონალი და შესაძლებლობები: ყავთ თუ არა შესყიდვების დირექტორებს სპეციალისტები, რომელთაც შეუძლიათ მიმდინარე ბიზნეს საჭიროებების შესრულება?
  • ციფრული ტექნოლოგიები: რა გზით ახორციელებენ შესყიდვების დირექტორები ინვესტიციებს ტექნოლოგიებში და ანალიტიკაში მათი მომარაგების ჯაჭვის ფუნქციების მხარდასაჭერად?     

ჩამოტვირთეთ ანგარიში

ჩამოტვირთეთ გრაფიკული გამოსახულება

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?