Maintenance process enhancement

გადაწყვეტილება

ტექნიკური უზრუნველყოფის პროცესის გაძლიერება 

ტექნიკური უზრუნველყოფისა და შეკეთების მართვის ეფექტურობა ინდუსტრიული საწარმოების უმრავლესობისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია.

უმრავლეს შემთხვევაში ისტორიულად ჩამოყალიბებული ტექნიკური უზრუნველყოფისა და შეკეთების მართვის სისტემები, რომლის მიზანია წარმოების საჭირო მოცულობის უზრუნველყოფა დანახარჯების გარეშე, გამოუყენებელი გახდა საბაზრო ეკონომიკაში.

საერთაშორისო და რუსული კომპანიებისთვის სამუშაოს შესრულების ოპტიმიზაციის პროექტების განხორციელების დროს, ჩვენმა გუნდმა შეიმუშავა ახალი მეთოდოლოგია ტექნიკური უზრუნველყოფისა და შეკეთების მართვის სისტემების გაუმჯობესების მიზნით, რომელიც 3 ეტაპს მოიცავს: 

  • არსებული პრობლემებისა და სამიზნე ტექნიკური უზრუნველყოფისა და შეკეთების მართვის სისტემებიდან გადახრის ანალიზი 
  • ტექნიკური უზრუნველყოფისა და შეკეთების სამიზნე მოდელის შემუშავება (აღჭურვილობის კატეგორიზაცია, ტექნიკური უზრუნველყოფისა და შეკეთების მართვის სტრატეგიის იდენტიფიკაცია თითოეული კატეგორიისთვის, კომპანიის პროცესებთან, ინსტრუმენტებთან და ორგანიზაციულ სტრუქტურასთან ადაპტაცია)
  • ტექნიკური უზრუნველყოფისა და შეკეთების მართვის სამიზნე მოდელების დანერგვა

3 თანმიმდევრული ეტაპი

ტექნიკური უზრუნველყოფისა და შეკეთების მართვის ასეთი ახალი სისტემა უნდა მოიცავდეს კომპანიის ოპერაციების სხვადასხვა ასპექტებს; მისი შექმნა უნდა ეფუძნებოდეს აღჭურვილობის დიფერენციაციის და შეკეთების მომსახურების ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნის ინოვაციურ მიდგომებს; ამასთან ტექნიკური უზრუნველყოფისა და შეკეთების სისტემის მნიშვნელოვანი საკითხია ასევე ბიუჯეტირება და ახალი პროცესების დაგეგმვა, შეკეთების სამუშაოები, ბიუჯეტის შაბლონური ფორმები და დოკუმენტები დასრულებული სამუშაოს აღწერისთვის, ასევე სათადარიგო ნაწილების მართვის სისტემები და პროცესები და კონტრაქტორებთან ურთიერთობა.  

დაბრუნება - ოპერაციები