Service Operations Offerings

გადაწყვეტილება

მომსახურების სფერო

საწარმოო ჯანდაცვის სისტემის გადაწყვეტილებები

საწარმოს ჯანმრთელობის სისტემა  (EHS) ინტენსიურად მუშაობს ამდინისტრატორებთან, ექიმებთან და ოპერაციულ ლიდერებთან, რადგან ისინი  ინტეგრირებული კლინიკური და პაციენტების ფინანსური ინფორმაციის სისტემებს იყენებენ, რომლებიც კომპეტენტურად ხელს უწყობს პაციენტის მკურნალობის მაღალ ხარისხს, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას, და HER - ის მნიშვნელოვან მანდატებთან შესაბამისობას.

კლინიკური და საოპერაციო ეფექტურობა

ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების მიმწოდებლების მთავარ გამოწვევას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, პაციენტების მოთხოვნების დაკმაყოფილება წარმოადგენს. ამავდროულად, ამ ორგანიზაციებმა უნდა შეინარჩუნონ ეფექტურობა ბიზნესის მართვის კუთხით. 

დელოიტის ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესების პრაქტიკა თანამშრომლობს პროვაიდერებთან, რათა გააუმჯობესოს მათი მომგებიანობა, პროდუქტიულობა, ბიზნეს შესაძლებლობები და ფუნქციონირება. ჩვენ ფოკუსირებული ვართ ბიზნეს-მოდელის კონფიგურაციაზე, პროცესის სტრუქტურირებაზე და ორგანიზაციულ დიზაინზე, რაც დაგეხმარებათ თქვენი საინვესტიციო შედეგების გაუმჯობესებაში. 

სამუშაოს შესრულების გაუმჯობესება:

• გამტარუნარიანობა და პროდუქტიულობის ოპტიმიზაცია: პროცესების, სამუშაოს მსვლელობისა და პოლიტიკის გარდაქმნა რესურსების გამოყენების ოპტიმიზაციის მიზნით;

• შესაძლებლობების დაგეგმვა და განაწილება: შესაძლებლობების სათანადო შეთავსება მოთხოვნებთან ხარჯების შემცირებისა და დიდი მოცულობის მქონე სფეროების ზრდის ხელშეწყობის მიზნით;

• კოლექტიური მომსახურება და აუთსორსინგი: მომსახურების მასშტაბის გაზრდა, ეფექტურობისა და თანმიმდევრულობის გაუმჯობესება ადმინისტრაციული და მხარდაჭერის მომსახურების სფეროებში;

• ადამიანური რესურსების მართვა: პროცესის ცვლილებების შეთანხმება ბუნებრივ ციკლთან, ფინანსური ზრდის უზრუნველყოფის მიზნით ადამიანური რესურსების შემცირების გარეშე.

შემოსავლების ციკლი:

• ტრანსფორმაცია: პროცესების გარდაქმნა, ტექნოლოგიების გაძლიერება, ორგანიზაციისა და შესრულებული სამუშაოს მართვის მიდგომების შემუშავება; 

• შემოსავლების ციკლის ინსტრუმენტები: სამუშაო პროცესების ავტომატიზაცია და ანგარიშგების გაძლიერება;

• შემოსავლების ციკლის სისტემების განხორციელება: ძირითადი სისტემების დანერგვა და ოპტიმიზაცია: Siemens, Epic, Eclipsys და GE / IDX;

• ხარჯების მთლიანობა / ანაზღაურება: შემოსავლების ციკლის მეთოდოლოგიების და პროცესების გაძლიერება წმინდა შემოსავლის გასაუმჯობესებლად;

• პაციენტის გამოცდილება: პაციენტზე ორიენტირებული სტრატეგიული ხედვის შემუშავება ფუნქციათაშორისი მიდგომით;

• პაციენტის გამტარუნარიანობა: შესაძლებლობებისა და გამტარუნარიანობის გაზრდა ინტეგრირებული მიდგომის გზით, შემოსავლების ციკლისა და კლინიკის ეფექტურობის გაუმჯობესების გამოყენებით;  

• მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის რისკი: ძირითადი სისტემებისა და პროცესების ნორმებთან შესაბამისობის რისკების შეფასება და მონიტორინგი.

ექიმის ამბულატორიული მომსახურება:

• საოპერაციო მოდელის გარდაქმნა: საოპერაციო მოდელის შემუშავება ექიმის ჩართულობით, მისთვის გადაწყვეტილების მიღების უფლების მიცემითა და სხვა მასტიმულირებელი სტრუქტურების გამოყენებით;

• საზღვრების გაუმჯობესება: პროდუქტიულობისა და კომპენსაციის მოდელების გადახედვა და სამუშაოს შესრულების გაუმჯობესებისა და შემოსავლების ციკლის მართვა;

• ზრდა და ინოვაცია: ქსელის ოპტიმიზაცია, შერწყმა / შესყიდვის სტრატეგიები, ლოიალურობისა და შენარჩუნების პროგრამები და ჯანდაცვის მოდელის დიზაინი.

 

საბანკო ოპერაციები

ფინანსური კრიზისის დროს, ბანკები და ფასიანი ქაღალდით მოვაჭრე ორგანიზაციები დგებიან მთავარი გამოწვევის წინაშე - შეინარჩუნონ რისკების, ხარჯებისა და ზრდის ბალანსი. 

დელოიტის საბანკო საოპერაციო პრაქტიკა ხელს უწყობს ბანკებისა და ფასიანი ქაღალდების სფეროს ორგანიზაციებს სამუშაო ეფექტურობისა და ბაზარზე პოზიციონირების გაუმჯობესებაში, ისეთი ოპერაციების გაძლიერებისა და გამარტივების გზით, როგორიცაა პროდუქტის წარმოება, ნორმატიული ცვლილებები, საოპერაციო რისკების მართვა და ინფრასტრუქტურის რაციონალიზაცია.  

მომსახურებები:

  • გარიგებების გაუმჯობესება - მომსახურებები ისეთი პროცესების გასაუმჯობესებლად, როგორიცაა: ახალი კლიენტების აყვანა და ადმინისტრაცია. დროისა და ხარჯების შემცირება გარიგებების პროცესში;
  • საოპერაციო ინტეგრაცია - მომსახურება საოპერაციო მოდელის განსხვავებული დეპარტამენტებისა და სფეროების ინტეგრირებისა და გაერთიანების მიზნით;
  • საოპერაციო მოდელის დიზაინი - არსებული საოპერაციო მოდელის ანალიზი და ახალი საოპერაციო მოდელის შემუშავება/განხორციელება ორგანიზაციისთვის;
  • მომხმარებელთა გამოცდილების ეფექტურობის გაუმჯობესება - მომხმარებლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომსახურება, დაწყებული გაყიდვების პროცესიდან მომხმარებლების მომსახურებით დასრულებული;
  • მომსახურების პროცესის ხარისხის მონიტორინგი - ხარისხის უზრუნველყოფისა და პროცესების მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მომსახურებები;
  • ბიზნეს პროცესების დიზაინი, შეთანხმება და ავტომატიზაცია - ბანკების ბიზნეს ფუნქციების ეფექტურობის გაუმჯობესების მომსახურება;
  • ბიზნეს ქეისების განვითარება - კომპანიაში არსებული პოტენციალის გაგების გაუმჯობესების მომსახურება ბიზნეს ქეისების შემუშავების გზით მომსახურების გასაუმჯობესებლად.

მრეწველობის ქვე-დარგები:

  • საცალო საბანკო მომსახურებები: საბანკო სფეროს კომპანიები, რომლებიც მომსახურებას აწვდიან ინდივიდუალურ მომხმარებლებს. ძირითადი სფეროებია: კლიენტის მომსახურება, გადასახადები / გარიგებები და სესხები;
  • საბითუმო საბანკო მომსახურებები: საბანკო სფეროს კომპანიები, რომლებიც მომსახურებას უწევენ კომპანიებსა და ინსტიტუტებს;
  • ფასიანი ქაღალდები და კაპიტალის ბაზრები: მოიცავს ბანკების სავაჭრო საქმიანობებს, რომლებიც გამოიყენებენ ან ვაჭრობენ სავაჭრო ფინანსური აქტივებით. მაგალითად: წარმოებულები, ობლიგაციების ბაზრები და საქონელი.
  • აქტივების მართვა: აქტივების მართვის კომპანიები უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე ბანკები. ასეთად შეიძლება განვიხილოთ ნებისმიერი კომპანია, რომელიც მართავს აქტივებს სხვისი სახელით, მაგალითად: დიდი საინვესტიციო ფონდები, როგორიცაა საპენსიო ფონდები.

სამთავრობო ოპერაციები

კერძო სექტორის ბიზნესების მსგავსად, მთავრობების მიმართაც ჩნდება ხშირად მოლოდინი განახორციელონ ოპერაციები და მიაწოდონ მომსახურებები.

დელოიტის სამთავრობო ოპერაციების პრაქტიკა ეხმარება სამთავრობო ორგანიზაციებს გააუმჯობესონ მომგებიანობა, პროდუქტიულობა, ბიზნესის შესაძლებლობები და მომხმარებელზე ორიენტირებული და ადმინისტრაციულ მოვალეობებთან დაკავშირებული ოპერაციები.

მომსახურებები:

  • ბიზნეს ქეისის განვითარება - თვისობრივი და ხარისხობრივი ანალიზის განვითარების მომსახურებები, კლიენტების დახმარების მიზნით შეიმუშაონ საჭირო ქეისი მომსახურების გარდაქმნისთვის;
  • ბიზნეს მოთხოვნების განსაზღვრა - ბიზნეს მოთხოვნების, როგორც ფართომასშტაბიანი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროექტის ნაწილის განსაზღვრა;
  • საოპერაციო მოდელის დიზაინი - მოდერნიზებული და/ან ციფრული სამთავრობო მომსახურებებისთვის ახალი საოპერაციო მოდელების შექმნის მომსახურება;
  • პროცესის გარდაქმნა - მოქალაქეთა და სამთავრობო პროცესების გაუმჯობესების მომსახურებები;
  • პროგრამის მენეჯმენტი - ფართომასშტაბიანი სამთავრობო ტრანსფორმაციის პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
  • პროგრამის მიმოხილვა / შეფასება - სამთავრობო პროგრამების ეფექტურობისა და ეფექტიანობის და მათი საერთო მანდატთან შესაბამისობის შეფასების მომსახურება;
  • ნაყოფიერების გაუმჯობესება / ხარჯების შემცირება - სამთავრობო ოპერაციებისა და მომსახურებების პროდუქტიულობის გაუმჯობესების მომსახურება და ხარჯების შემცირება.

მრეწველობის ქვე-დარგები:

  • განათლება: საშუალო განათლება, უმაღლესი განათლება, ზრდასრულთა განათლება;
  • ადამიანური რესურსების სფეროს მომსახურებები: ბავშვთა, ახალგაზრდული, ზრდასრულთა, როგორიცაა კეთილდღეობის, დასაქმების სფეროს ტრენინგები;
  • ტრანსპორტირება: ფედერალური, სახელმწიფო / პროვინციული და ადგილობრივი მთავრობა, სატრანსპორტო სააგენტოები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პროვაიდერები;
  • ბუნებრივი რესურსები: ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვა;
  • იუსტიცია / აღსრულება / თავდაცვა: პოლიცია, სისხლის სამართალი, სასჯელაღსრულება, თავდაცვა, ეროვნული უშიშროება, სასაზღვრო მომსახურებები.

სადაზღვევო ოპერაციები

სადაზღვევო სექტორი დგას გამოწვევის წინაშე, იფუნქციონიროს მუდმივად ცვალებად გარემოში, რომელიც ხასიათდება მომხმარებლის მოთხოვნების ზრდით, ეკონომიკური და ნორმატიული გაურკვევლობითა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებით.

დელოიტის სადაზღვევო ოპერაციების პრაქტიკა თანამშრომლობს სადაზღვევო სფეროს ხელმძღვანელებთან, რათა მოახდინოს დანაწევრებული ოპერაციების ინტეგრირება, გაყიდვებისა და სერვისის მიწოდების სისტემური გარდაქმნა, რაც მზღვეველს დაეხმარება მომგებიან მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების იდენტიფიცირებაში, შექმნასა და შენარჩუნებაში.

მომსახურებები:

• პროგრამის ხელმძღვანელობა - პროგრამებისა და პროექტების პორტფოლიოს მართვის მომსახურებები სტრატეგიის მატერიალურ ღირებულებად გარდაქმნის მიზნით სადაზღვევო ორგანიზაციისთვის;

• საოპერაციო მოდელის გარდაქმნა - ახალი ადმინისტრაციული და ბექ ოფისების ან საწარმოო საოპერაციო მოდელების შემუშავებისა და განხორციელების მომსახურება სადაზღვევო ორგანიზაციებისთვის, რაც მოიცავს ხარჯების შემცირების, მაღალი დონის სამუშაო პროცესისა და საწარმოო ეფექტურობის მართვას;

• ციფრული და მოწინავე ანალიტიკა - კლიენტების დახმარება მათი კორპორატიული და მომხმარებლების მონაცემების სრული პოტენციალის გამოყენების მიმართულებით მოწინავე ანალიტიკური ტექნიკის გამოყენების გზით;

• მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობა - სადაზღვევო სექტორის რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მომსახურებები;

• სადაზღვევო ტექნოლოგიები - სტრატეგიული სადაზღვევო ტექნოლოგიების ყველა ასპექტის მხარდაჭერის მომსახურებები, ძირითადი სადაზღვევო სისტემის შეფასებიდან დაწყებული მონაცემთა ცენტრის კონსოლიდაციითა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დიზაინით დამთავრებული;

• გლობალური ფინანსური ტრანსფორმაცია - ფინანსური ორგანიზაციის ეფექტურობის გაძლიერების საკონსულტაციო მომსახურებები; 

• შერწყმისა და შესყიდვის მომსახურება - მთლიანი ფინანსური საკონსულტაციო პროცესის მხარდაჭერა, შერწყმისა და შესყიდვის საკონსულტაციო მომსახურებიდან დაწყებული, შერწყმის შემდგომი ინტეგრაციის მომსახურებით დამთავრებული.

მრეწველობის ქვე-დარგები:

• ზოგადი დაზღვევა: მოიცავს ყველა სახის დაზღვევას სიცოცხლის დაზღვევის გარდა. მაგ.: ქონების, საზღვაო, ავტომობილის და ა.შ.;

• გადაზღვევა: სადაზღვევო კომპანიები გადასცემენ მათი რისკის პორტფოლიოს სრულად ან ნაწილობრივ სხვა პირს. გადაზღვევის სახეობებია: ფაკულტატიური, სახელშეკრულებო;

• სიცოცხლის დაზღვევა: წინასწარ შეთანხმებული თანხის გადახდა წინასწარ მითითებული პირისთვის სადაზღვევო პაკეტის მფლობელის გარდაცვალების შემთხვევაში. სადაზღვევო პოლიტიკა შეიძლება იყოს პერსონალური ან კორპორაციული და შეიძლება ასევე მოიცავდეს მძიმე ავადმყოფობის დაფარვას;

• ჯანმრთელობის დაზღვევა: პირადი / კორპორატიული სქემები, რომელიც ფარავს დაზღვევის მფლობელის სამედიცინო ხარჯებს სრულად ან მის ნაწილს, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.  

 

საცალო გაყიდვების სფეროს ოპერაციები

რადგან მომხმარებლებს მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ ყველა მიმართულებით - საცალო ვაჭრობა, პროდუქტები, გავრცელებისა დ აგანხორციელების გზები, ფასები - მიმწოდებლები მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან იმისათვის, რომ მოიპოვონ მომხმარებელთა ლოიალურობა და დადებითი ფინანსური შედეგები თავიანთი პროდუქციის ასორტიმენტზე. 

დელოიტის საცალო ვაჭრობის ოპერაციების პრაქტიკა თანამშრომლობს საცალო ვაჭრობის სფეროს ხელმძღვანელებთან იმისათვის, რომ:

• შეაფასონ და გააძლიერონ ვაჭრობისა და დაგეგმვის პროცესები მომხმარებლების, პროცესებისა და ტექნოლოგიების მასშტაბით, ოპტიმიზირებული ასორტიმენტისა და ინვენტარის უზრუნველყოფის მიზნით; 

•  საუკეთესო ოპერაციული სტრატეგიების განვითარება და დანერგვა, რაც ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს განსაზღვრონ მომხმარებლის ქცევა საწყისი კავშირიდან ყიდვის შემდგომი მომსახურების ჩათვლით.

მომსახურებები: 

• მაღაზიების და სამომხმარებლო გამოცდილების ოპტიმიზაცია -მაღაზიის მომგებიანობის გაუმჯობესების მომსახურებები სივრცის, ადამიანური რესურსების, პროცესებისა და სისტემების ოპტიმიზაციის გზით;

• პროდუქტების მოძრაობისა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია - მომარაგების ჯაჭვის უწყვეტობის სტრატეგიებისა და გადაწყვეტილებების განვითარების, დახვეწისა და განხორციელების მომსახურებები ბიზნეს ამოცანების მხარდაჭერისა და სასურველი სამომხმარებლო გამოცდილების მიღების მიზნით;

• ფინანსური ტრანსფორმაცია - ფინანსური ორგანიზაციის ეფექტურობის გაზრდის მომსახურებები;

• საწარმოო ხარჯების მართვა - ხარჯების სტრუქტურის გაუმჯობესების და საოპერაციო სირთულის შემცირების მომსახურებები მოგების გაუმჯობესების და რესურსების გამოთავისუფლების მიზნით ახალ ციფრულ შესაძლებლობებში ინვესტირებისათვის;

• პროდუქტის განვითარება, ადამიანური რესურსების დაქირავებისა და მიწოდების მართვა - საქონლის თვითღირებულების შემცირების, ბაზარზე გატანის დაჩქარების და ხარისხის გაუმჯობესების მომსახურებები, მათ შორის: ოპერაციული მოდელის ტრანსფორმაცია, პროდუქტის განვითარება, ადამიანური რესურსების დაქირავების ოპტიმიზაცია;

• საქონლის, ასორტიმენტისა და ინვენტარის ოპტიმიზაცია - მომხმარებელთა არჩევანის საზღვრების გაუმჯობესება და ინვენტარის პოზიციების შესაბამისობა გაყიდვებთან;

• ფასწარმოქმნა და მომგებიანობის მართვა - კომერციული ფასწარმოქმნის სტრატეგიების, პროცესებისა და შესაძლებლობების მართვის და მათი ორგანიზაციის ბიზნეს, მარკეტინგის და მომხმარებელთა სეგმენტაციის სტრატეგიებთან შესაბამისობაში მოყვანის მომსახურებები.

მრეწველობის ქვე-დარგები:

მომხმარებლები, არხები და ბაზრები:

• ზრდის სტრატეგიები

• გლობალური საცალო ვაჭრობის გაფართოება

• შერწყმა და შესყიდვა

• სამომხმარებლო / ელექტრონული ვაჭრობა

• მაღაზიების ოპერაციები

• მარკეტინგული ოპერაციები

• მობილური კომერცია

საქონელი, დაგეგმვა და მომარაგების ჯაჭვის უწყვეტობა:

• საქონლის, ასორტიმენტისა და ინვენტარის ოპტიმიზაცია

• სასიცოცხლო ციკლის ფასწარმოქმნის ოპტიმიზაცია

• მომარაგების ჯაჭვის უწყვეტობა და პროდუქციის მოძრაობა

• კერძო ეტიკეტი და პროდუქციის პირდაპირი დაფინანსება

• კომერციული დაგეგმვის სისტემები