Supply Chain Offerings

გადაწყვეტილება

მომარაგების უწყვეტობა

მომარაგების უწყვეტობის სტრატეგია

როგორც თავსატეხის ასაწყობებში, სწორი ნაწილების ერთად მოქცევა მსოფლიო დონის მიწოდების ჯაჭვის შესაქმნელად, რომელიც ორგანიზაციის საერთო ბიზნეს სტრატეგიის მიღწევას უზრუნველყოფს, ძალიან რთული შესაქმნელია. აღსანიშნავია, რომ როდესაც სწორად არის ყველაფერი გაკეთებული, კარგად ფუნქციონირებადი მიწოდების ჯაჭვი და სტრატეგიულად განსაზღვრული საოპერაციო მოდელი, კრიტიკულ როლს თამაშობს საოპერაციო ხარჯების შემცირების, აქტივების გამოყენების ოპტიმიზაციის, საუკეთესო სერვისის მიწოდების და კონკურენტული უპირატესობის მიღწევის თვალსაზრისით.

დელოიტის მიწოდების ჯაჭვის სტრატეგიული პრაქტიკა ეხმარება ორგანიზაციებს შექმნას, დახვეწოს და დანერგოს მიწოდების ჯაჭვის სტრატეგიები, რომლებიც ხელს უწყობს ძირითად ბიზნეს სტრატეგიის მიღწევას. 

ჩვენ ვთანამშრომლობთ თქვენთან რომ გავიგოთ თქვენი მიწოდების ჯაჭვის ფუნქციონირება და შესაძლებლობები, თქვენი მომავალი მოთხოვნები, რათა განვავითაროთ მიწოდების ჯაჭვის სტრატეგია და ტრანსფორმაციის რუკა, რომელიც იქნება მიმართული მომავალი საოპერაციო მოდელისკენ (მომხმარებლის, პროცესის და ტექნლოლოგიის), ისევე როგორც ქსელის დიზაინის და სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობების, მიწოდების ჯაჭვის რისკ-მენეჯმენტისა და შერწყმა-შთანთქმის შესაძლებლობებისკენ.

მომარაგების უწყვეტობის დაგეგმვა

ორგანიზაციის ფინანსურ გეგმასთან ეფექტურად ინტეგრირებულ მიწოდების ჯაჭვს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების და საბაზრო კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით.

დელოიტის მიწოდების ჯაჭვის პრაქტიკა დაგეხმარებათ ეფექტურად მართოთ და მოახდინოთ მომხმარებლის მოთხოვნის, მიწოდების ჯაჭვის აქტივების და საბრუნავი კაპიტალის სინქრონიზირება, რათა გააუმჯობესოთ მომხმარებლის მომსახურების დონე, მიწოდების ჯაჭვის ხარჯები და საბრუნავი კაპიტალი. ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს მთლიანი მიწოდების ჯაჭვის დაგეგმვის ხედვის განსაზღვრაში, პროცესის განვითარების, მიწოდების ჯაჭვის მოქნილობის, სერვისის/ შეკეთების დაგეგმვის, სისტემების დანერგვის, შესრულების მატრიცების, ანალიტიკის, ორგანიზაციული დიზაინის და ცვლილების მართვის კუთხით. 

საწარმოო სტრატეგია და ოპერაციები

დელოიტის წარმოების სტრატეგიული და ოპერაციული პრაქტიკა უზრუნველყოფს გაუმჯობესებას ძირითად ოპერაციულ მიმართულებებში კლიენტისთვის ღირებულების შესაქმნელად. ჩვენ ვეხმარებით ჩვენ კლიენტებს განსაზღვრონ საწარმოო სტრატეგია და მიუსადაგონ პროდუქციის სისტემებს და მომწოდებლებთან ურთიერთობას ახალი მეთოდების, ანალიტიკის და საწარმოო დიზაინის გამოყენებით, ოპერაციული შესაძლებლობის ტრასფორმირებისთვის. დანახარჯის შემცირებით, მაღალი ეფექტიანობით და აქტივებზე ამონაგების გაზრდით, დელოიტი ამზადებს კლიენტებს სწრაფად ცვალებადი და კომპლექსურ გლობალურ საბაზრო არენაზე კონკურენტუნარიანი ოპერირებისთვის.

დაქირავება და შესყიდვები

შესყიდვების სისტემა 2020 წელს იქნება სრულიად სხვანაირი ვიდრე დღესა არის. ეს რადიკალური და სწრაფი ცვლილებები იმ პროცესში, თუ როგორ იძენენ კომპანიები სხვადასხვა საქონელსა და სერვისებს, სრულიად ცვლის შესყიდვების სისტემას. შედეგად, ახალი სტრატეგიები, უნარჩვევები, ცოდნა და მეთოდები ვითარდება დღევანდელი და მომავალი ამომავალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების საპასუხოდ.

დელოიტის სორსინგისა და შესყიდვების პრაქტიკას აქვს ამ გამოწვევებთან გამკლავების გამოცდილება, აძლევდა რა კლიენტებს საშუალებას შეენარჩუნებინათ დადებითი გავლენის მქონე შედეგები. ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს წყაროების მოძიებაში მათზე მორგებული სტრატეგიის შექმნითა და დანერგვით, რომელიც ითვალისწინებს მოკლე და გრძელვადიანი ღირებულებების შედარებას, ცოდნის გაზიარებას, კულტურულ ცვლილებებს და შესაძლებლობების შენებას. 

ჩვენს კლიენტებთან ერთად ჩვენ ვღებულობთ სწრაფ და მნიშვნელოვან შედეგებს, რომ ოპტიმიზაცია გაუკეთონ პირდაპირ და არაპირდაპირ დანახარჯებს ხარჯების დიაგნოსტიკის მეშვეობით, შესაძლებლობების შეფასების, სტრატეგიული წყაროების მოზიდვის, ოპერაციული მოდელის და ორგანიზაციული დიზაინის, ტექნოლოგიური შესაძლებლობების, შესრულების მართვისა და M&A-ს საშუალებებით.

ლოჯისტიკა და განაწილება

როგორც ობობის ქსელი, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის ქსელები არის ძალიან კომპლექსური და ჩახლართული, რაც განაპირობებს იმას, რომ  პროდუქტისა და მასალების დინება ერთი წერტილიდან მეორე წერტილში გლობალური მასშტაბით, ბევრი კომპანიისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. 

დელოიტის ლოჯისტიკის და დისტრიბუციის პრაქტიკა თანამშრომლობს ორგანიზაციებთან რომ განსაზღვროს ყველაზე ეფექტური სტრატეგია და პრაქტიკები სასურველი პროდუქტის ერთი ადგილიდან მეორეში გადასატანად უმოკლეს დროში. ჩვენ დაგეხმარებით ისეთ საკითხებში როგორიცა არის: სადისტრიბუციო ქსელის სტრატეგია, ლოჯისტიკის აუთსორსინგის სტრატეგია, მესამე მხარის ლოჯისტიკის სერვისის მომწოდებლების წყაროების პოვნა, ლოჯისტიკის საოპერაციო მოდელი, ტრანსპორტის ოპტიმიზაცია, დისტრიბუციის ოპერაციები და ობიექტების დიზაინი, ნაღდ ფულზე შეკვეთის ოპტიმიზაცია და ტრასპორტირების მართვის სისტემები.

პროდუქტის განვითარება

ეფექტური პროდუქტის განვითარება და საინჟინრო პროცესი მოითხოვს როგორც სტრატეგიულ, ისე საოპერაციო ხედვას. თუმცა, ორივეს მიღწევა დღესდღეისობით გასაოცრად რთულია. პროდუქციის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციები მუდმივი წნეხის ქვეშ არიან, რომ განავითარონ უფრო ფართო იდეები, შემდეგი მსხვილი ბაზრის მოთამაშეების ადგილის დასაკავებლად და ამისათვის საჭიროა ბაზარზე გასასვლელი პერიოდის დაჩქარება, გაზრდილი მომგებიანობა, ხარჯების შემცირება და მუდმივად ცვალებად ნორმატიულ გარემოსთან შესაბამისობა.

დელოიტის პროდუქტის განვითარების პრაქტიკა თანამშრომლობს ორგანიზაციებთან პროდუქტის განვითარებასთან დაკავშირებული შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, რაც გულისხმობს პროდუქტის უკეთეს ხარისხს, ბაზარზე გასვლის პერიოდის შემცირებას და გაზრდილ ამონაგებს კვლევა-განვითარების ინვესტიციაზე. ჩვენ დაგეხმარებით თქვენი პროდუქციის და პროექტის პორტფელის მენეჯმენტში, ახალი პროდუქტის განვითარებასა და ცვლილების მართვის პროცესში, ჯვარედინი ფუნქციების განვითარებაში, ორგანიზაციული ეფექტიანობის ამაღლებაში, პროდუქტის იფნორმაციის მართვასა და ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებაში.