supply chain

მომსახურება

მიწოდების ჯაჭვი და ქსელური ოპერაციები

დელოიტს შეუძლია დაგეხმაროთ თქვენი მიწოდების ქსელების ამუშავებაში ხვალინდელი გამოწვევებისა და შესაძლებლობების საპასუხოდ - კრიტიკული ხედვის, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისა და მომარაგების ჯაჭვის საქმიანობების ავტომატიზაციის გზით.

ტრადიციულად ხაზოვანი მომარაგების ჯაჭვები გადაიქცევა დინამიურ, ციფრული მომარაგების ქსელებად (DSNs). მრავალწლიანი ზეწოლა პროდუქტიულობის გაზრდის, ინოვაციების მხარდაჭერის და უფრო სწრაფი მოქმედების კუთხით კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან აღმოცენდება ახალი ბიზნეს მოდელები, ბაზრები და კონკურენტები. ციფრული ეკონომიკის პირობებში ციფრული მიწოდების ქსელები უცილებელი ხდება. 

დელოიტის მომარაგების ჯაჭვისა და ქსელური ოპერაციების პრაქტიკა დაგეხმარებათ  თქვენი მიწოდების ქსელების ამუშავებაში ხვალინდელი გამოწვევებისა და შესაძლებლობების საპასუხოდ - კრიტიკული ხედვის, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისა და მომარაგების ჯაჭვის საქმიანობების ავტომატიზაციის გზით. 

ჩვენ ვმართავთ ორგანიზაციების ყველაზე რთულ საკითხებს გლობალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს ბიზნეს სტრატეგიისა და ოპერაციების ყველა სფეროს: სამომხმარებლო და ინდუსტრიული პროდუქტები, რესურსები, ფინანსური მომსახურებები, ტელეკომუნიკაციები და ჯანდაცვა. 

ჩვენი მსოფლიო დონის მომარაგების ქსელის პრაქტიკა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფისა და ციფრული საწარმოო ტრანფორმაციის შესაძლებლობები დაგეხმარებათ უპასუხოთ მომარაგების ქსელის შეფერხებებს თავდაჯერუბულობით და სწრაფად. სისწრაფით. ჩვენი DSN სტრატეგიის, ხედვისა და მოწინავე გადაწყვეტილებები პროფესიონალები დაგეხმარებიან შეიმუშაოთ და ამუშაოთ ციფრული მიწოდების ქსელები, მოქნილი მომავლის ეკოსისტემების უზრუნველყოფით, რომელიც აკავშირებს თქვენი მომარაგების ქსელის ელემენტებს პროდუქტის შემუშავებიდან მისი მიწოდებით დამთავრებული, მიწოდების შემდგომი მონიტორინგისა და მომხმარებელთა მხარდაჭერის ჩათვლით.  

ჩვენი სინქრონიზებული დაგეგმარების გუნდი შეიმუშავებს ინტეგრირებულ ბიზნეს სტრატეგიებს და მიწოდების დაგეგმარების გადაწყვეტილებებს, რომლებიც კოორდინირებას უწევს პროდუქტების მოძრაობას და მიწოდებას, სრული ღირებულების მომხმარებელთა მზარდ მოთხოვნებთან ბალანსირებისთვის.s. ჩვენ დაგეხმარებით მიწოდების ქსელის ვიზუალიზაციასა და დაგეგმვაში და გაგიწევთ კონსულტაციას პროცესის დაგეგმვაზე, მიწოდების ჯაჭვის მოქნილობაზე, მომსახურების დაგეგმვაზე, სისტემების განხორციელებაზე, სამუშაო ეფექტურობის მაჩვენებლებზე, ანალიტიკასა და ცვლილებების მართვაზე. 

ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სამართავად, განახორციელეთ ჩვენი მოწინავე სტრატეგიები საუკეთესო პრაქტიკის განსახორცელებლად, სწორი პროდუქტის განთავსების მიზნით სწორ ადგილას და სწორ დროს. ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან თქვენი დისტრიბუციის ქსელის შემუშავებაში, ლოჯისტიკის სტრატეგიის განსაზღვრაში, სატრანსპორტო და სასაწყობე ოპერაციების ოპტიმიზაციასა და ლოჯისტიკის სისტემების განსაზღვრაში.

მიწოდების მართვისა და ციფრული შესყიდვების საჭიროებებისთვის, დელოიტი აერთიანებს ციფრულ ინსტრუმენტებსა და მოწინავე საკონსულტაციო მომსახურებებს, რათა მოახდინოს ხარჯების მართვის გაუმჯობესება და ხარჯების შემცირება უფრო სწრაფი ტემპით. ინვესტიციებიდან შემოსავლის გასაზრდელად გამოიყენეთ დელოიტის გადაწყვეტილებები და მომსახურებები.

გარდა ამისა, ჩვენს გუნდს შეუძლია დაგეხმაროთ წარმოების კონკურენტულ იარაღად გადაქცევაში და თქვენი ორგანიზაციის  მიზნების რეალიზაციაში, საწარმოო სტრატეგიისა და ოპერაციების დახმარებით. დელოიტი ეხმარება კლიენტებს პროდუქტიულობის გაზრდასა და აქტივების ეფექტურობის მიღწევაში ინოვაციური ინდუსტრიული 4.0 გადაწყვეტილებების განხორციელებით.  

ჩევნი შეთავაზებები, რომლებიც ეფუძნება მოწინავე ტექნოლოგიებს, ეყრდნობა საწარმოო სტრატეგიასა და რაციონალიზაციას, აქტივების ეფექტურობას, ხარისხს, გაფართოებულ საწარმოო ურთიერთთანამშრომლობას. ამ გადაწყვეტილებებით ჩვენ ვახორციელებთ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ბიზნეს პროცესების ცვლილებებს, რომლებიც ზემოქმედებენ მდგრად გარდაქმნაზე.

იმისათვის რომ დაიწყოთ პროდუქტის განვითარების შესაძლებლობების ტრანსფორმაცია, თქვენ დაგჭირდებათ პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება და ინვესტიციებიდან შემოსავლის გაზრდა.  ჩვენი პროდუქტების სტრატეგიისა და სასიცოცხლო ციკლის მართვის პროფესიონალები  დაგეხმარებიან პორტფოლიოს მართვის, პროდუქტის განვითარების, ფუნქციათა შორისი თანამშრომლობის, ორგანიზაციული ეფექტურობისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების  ოპტიმიზაციაში პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის  მართვისთვის.

და ბოლოს, დელოიტის მიწოდების ქსელის ტრანსფორმაციის გუნდი დაგეხმარებათ მიწოდების ქსელის და საოპერაციო ურთიერთქმედების პროგრამების განსაზღვრასა და განხორციელებაში, რომელიც მოიცავს მომარაგების ჯაჭვისა და ქსელის ოპერაციების შეთავაზების სრულ პაკეტს.

გაეცანით დამატებით მასალებს