supply chain

მომსახურება

ტექნოლოგიური სტრატეგია და ტრანსფორმაცია

დელოიტის სპეციალისტები ეხმარებიან ორგანიზაციებს გადახედონ თავის IT სტრატეგიას და განახორციელონ სისტემები და გადაწყვეტილებები, მათი საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით.

დღესდღეობით IT და ტექნოლოგიური ლიდერები არიან მრავალფუნქციური ჯადოქრები, რომლებიც საწარმოს წარმატებას განაპირობებენ. მათგან მოითხოვება არა მხოლოდ ორგანიზაციის ძირითადი ტექნოლოგიური ოპერაციების შენარჩუნება და მათზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა, არამედ ინოვაციური პროდუქტების განვითარება და ადამიანურ რესურსების მოტივაცია.

დელოიტის სტრატეგიისა და ტრანსფორმაციის სპეციალისტები დაგეხმარებიან სტრატეგიის შემუშავებასა და სისტემების განხორციელებაში ბიზნეს ღირებულებისა და სამუშაო ეფექტურობის უზრუნველსაყოფად. სისტემების განახლებით დაწყებული და IT ტრანსფორმაციით დამთავრებული, ჩვენი პროფესიონალები დაგეხმარებიან ყველაზე უფრო რთულ გამოწვევებთან გამკლავებაში.

დელოიტის ტექნოლოგიური სტრატეგიის, ხედვისა და არქიტექტურის მომსახურებები გეხმარებიან თქვენი IT ინფრასტრუქტურისა და ოპერაციების ფართო-მასშტაბიანი ტრანსფორმაციის  განხორციელებაში, ტექნოლოგიური ცვლილებების ბიზნეს მიზნებთან შეთანხმებით. ჩვენ ვმუშაობთ ხელმძღვანელობასთან, განვსაზღვრავთ ორგანიზაციის მიზნებს და ვამზადებთ გეგმას ტრასფორმაციისთვის. 

ჩვენ დაგეხმარებით ტექნოლოგიური ვენდორების შერჩევაში და მოგაწვდით მოგაწვდით რჩევებს ისეთ კომპლექსურ საკითხებზე, როგორიცაა: სტრატეგიის კომპონენტებს შორის ურთიერთქმედება წარმატებული შედეგების და საქმიანობის ეფექტურობის მისაღწევად.  

დელოიტის ტექნოლოგიური გარდაქმნის მიდგომა დაეხმარება თქვენს ორგანიზაციას ყოველდღიური ტექნოლოგიური ოპერაციებიდან უფრო მეტი სარგებლის მიღებაში.

IT და ტექნოლგიური ლიდერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა ბიზნესის სისწრაფე. ჩვენი საწარმოო ტექნოლოგიების სპეციალისტები დაგეხმარებიან სიეტემების უფრო სწრაფ და ეფექტურ განხორციელებაში. ისინი გაგიძღვებიან ცვლილებების მართვის პროცესში და გაზრდიან თქვენს შესაძლებლობებს განახორციელოთ საპილოტე პროექტები ეფექტურად. 

დელოიტის ServiceNow შეთავაზებები არის მოწინავე თანამედროვე ინსტრუმენტი ბიზნესების დასახმარებლად მოახდინონ მათი ფუნქციების ოპტიმიზაცია IT მომსახურების მართვაში და IT ბიზნესის მართვაში, HR მომსახურებებსა და მართვაში. 

აგრეთვე ბიზნესის ტრანსფორმაციაში დასახმარებლად, Internet of Things (IoT)  გარდაქმნის  ინდუსტრიებს და ზრდის პროდუქტიულობას. მაგრამ მისი ტექნოლოგიური სირთულე დეტალების ღრმა ცოდნას და ყურადღებას მოითხოვს. დელოიტი კლიენტებს სთავაზობს სტრატეგიას, ხედვას და სამოქმედო გეგმას  IoT ტექნოლოგიების დანერგვისთვის მათ ოპერაციებში. 

გაეცანით დამატებით მასალებს

2020 წლის ტექნოლოგიური ტენდენციები

დიახ, გაურკვევლობა დამაბნეველია. მაგრამ დღეს არსებული ტექნოლოგიური შემაფერხებლები ძირითადად ცნობილია.