Global Defense Outlook 2014

პერსპექტივები

მსოფლიო თავდაცვის პერსპექტივები - 2014

ადაპტირება, თანამშრომლობა და ინვესტირება

არასტაბილურობა უკრაინაში, იაპონიის ძალისხმევა გააუმჯობესოს თავდაცვა, ჩინეთის სამხედრო მილიტარიზაცია და აშშ-ს დებატები ომის შემდგომი თავდაცვის ხარჯებისა და პოზიციის ირგვლივ - ეს მოვლენები განაპირობებენ ძირეულ ცვლილებებს გრძელვადიან მსოფლიო თავდაცვის პოლიტიკაში. რა ამოძრავებს ამ ცვლილებებს და როგორ პასუხობენ მას ერები? განვითარებადი მსოფლიო ეკონომიკა და უსაფრთხოების საშიშროებები განაპირობებს თავდაცვის სექტორის დაგეგმვისა და ხარჯების გადახედვას.

ანგარიში „მსოფლიო თავდაცვის სექტორის პერსპექტივები - 2014“ წარმოგვიდგენს თავდაცვის დარგში დელოიტის გლობალური ქსელის მიერ მომზადებულ საჯარო ინფორმაციისა და მთავრობისა და ინდუსტრიის ოფიციალურ პირებთან ინტერვიუების  ანალიზის შედეგებს. ანგარიში იკვლევს 50 ქვეყნის თავდაცვის სამინისტროების ამჟამინდელ პოლიტიკას, პრაქტიკასა და ტენდენციებს, რომელთა საერთო საჯაროდ აღიარებული ხარჯები ეროვნულ თავდაცვაზე შეადგენს მსოფლიო თავდაცვის ხარჯების 92%-ს. შედეგებმა აჩვენა, რომ ადაპტირება, თანამშრომლობა და ინვესტირება თავდაცვის მართვის სტრატეგიების ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს.    

ადაპტირება: ეკონომიკა და მზარდი საშიშროება ზრდის თავდაცვის ხარჯებს

შემდგომი ათწლეულის სამხედრო სტრატეგიებისა და ინვესტირების ხასიათს ცვალებადი ეკონომიკური გარემო და უსაფრთხოების ახალი საფუძვლები განაპირობებს და უპირატესობა მიენიჭება იმ თავდაცვის სისტემას, რომელთანაც უფრო მარტივი იქნება ადაპტირება.

თანამშრომლობა: უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების მიზნით ხდება ახალი თანამშრომლობის დამყარება

საერთო სარგებლის მიღების შესაძლებლობების გაცნობიერება და ამ შესაძლებლობების საქმიან ურთიერთობად გარდაქმნა თავდაცვის სამინისტროების კონკურენტული უპირატესობაა.

ინვესტირება: სამინისტროები მხარს უჭერენ შესყიდვების ბიუჯეტს შესაძლებლობების შენარჩუნების მიზნით

თავდაცვის ბიუჯეტი ზეწოლის ქვეშაა და თავდაცვის სამინისტროები არ იშურებენ ძალისხმევას, რათა შეინარჩუნონ საჭირო ინვესტიციები.

ჩამოტვირთეთ სრული ანგარიში და გაიგეთ თუ როგორ საჭიროებს ტერორიზმისა და კიბერ საშიშროების ახალი გარემო – ადაპტირებას, თანამშრომლობასა და ინვესტირებას.

იხილეთ დელოიტის გლობალური პერსპექტივების ბლოგი, რათა გაიგოთ მეტი თავდაცვის ხარჯების ტენდენციების შესახებ. 

მსოფლიო თავდაცვის სექტორის პერსპექტივები 2014 წლისთვის
იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?