სტატია

"გონიერი საზღვრები"

უსაფრთხოების გაზრდა მობილობისთვის ზიანის მიყენების გარეშე

2015 წელს მსოფლიო ვაჭრობის სექტორის ღირებულება 300 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.  პროცესების გლობალური და ურთიერთდაკავშირებული ხასიათი ეკონომიკაში საჩვენებელ ზრდას საკმაოდ მომგებიანს ხდის, თუმცა ასეთი ეკონომიკა მომატებული რისკის ქვეშაა ორგანიზებული დანაშაულებრივი ტერორისტული დაჯგუფებების მხრიდან, რომელთა საქმიანობა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებასთანაა დაკავშირებული. მაგ. 3D-ბეჭდვის ტექნოლოგია, რომელიც უკვე რამდენიმე ათასწლეულია რაც არსებობს და ახლა, როდესაც მისი გამოყენება კომერციულად მიზანმიმართული და ხელმისაწვდომია, სერიოზული საშიშროების მატარებელია. ახლა, როდესაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი ფიზიკური ობიექტის დაბეჭდვა 3D-პრინტერის საშუალებით, ამ ტექნოლოგიას შეუძლია წარმოების მასშტაბის ზრდით განსაზღვრული ეკონომიის ცნების შეცვლა მცირე ინოვაციური საწარმოებისთვის და ინდუსტრიული მრეწველობის სექტორის სრულად გარდაქმნა. ასეთი მოვლენები აიძულებენ სახელმწიფო სექტორს და აღნიშნული სექტორის ორგანიზაციებს გადახედონ პოლიტიკასა და მიდგომებს, რაც დაკავშირებულია პროდუქციის დაწინაურებისა და თანამშრომლების გადაადგილების საქმიანობასთან მსოფლიო ეკონომიკის ახალ გარემოში კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების მიზნით. სახელმწიფო ორგანოებს მიეცემათ შესაძლებლობა განსაზღვრონ და გამოიყენონ „გონიერი საზღვრები“ - საზღვრების უსაფრთხოებისა და მართვის კონცეფცია, რომელსაც შეუძლია უსაფრთხო, სტანდარტული და ეფექტური საზღვრების დადგენა დანახარჯების თვალსაზრისით.

აღნიშნული ანგარიში აღწერს, თუ როგორ შეუძლიათ სახელმწიფო ორგანოებს შემდეგი პრინციპების გამოყენება საკუთარი საზღვრების დაცვისა და მართვის გზების გარდაქმნის მიზნით:

  • საზღვრების დაცვა გადაწყვეტილებების მიღების პრინციპის გამოყენებით, რომელიც ითვალისწინებს რისკებს;
  • სტანდარტიზაციის გაუმჯობესება მონაცემთა მოთხოვნების ნორმალიზებისა და საზღვრებს მიღმა თანამშრომლობის დამყარების გზით;
  • ხარჯების ეკონომიის გაზრდა, რაც გაამყარებს სახელმწიფო ფუნქციებს საზღვარზე;
  • ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავება, რომელიც ეკოსისტემას საშულებას აძლევს გამოიმუშავოს კომერციული და რეგიონალური გადაწყვეტილებები.
უსაფრთხოების გაზრდა მობილობისთვის ზიანის მიყენების გარეშე
იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?