მომსახურება

აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება

დელოიტი კარგად ერკვევა უძრავი ქონების ბაზრის სპეციფიკაში. სწორედ ამიტომ ჩვენ ვართ საუკეთესო პარტნიორები სამშენებლო და უძრავი ქონების დარგში მომუშავე კომპანიებისთვის.

  • ჩვენ კარგად გვესმის აღნიშნული დარგის უნიკალური ხასიათი და ვახდენთ ჩვენი მომსახურებების ადაპტირებას დარგის სპეციფიკისა და პრობლემების შესაბამისად
  • ჩვენ გვესმის, რომ უძრავი ქონების სფეროში მომუშავე კომპანიებს ხშირად აქვთ რთული იურიდიული სტრუქტურა, მნიშვნელოვანი აქტივები, გამოიყენება ვალების დაფინანსება და მრავალრიცხოვანი ერთჯერადი ოპერაციები და არასტანდარტული სახელშეკრულებო შეთანხმებები, რაც შესაძლოა მოითხოვდეს სუბიექტური დასკვნების გამოტანას ანგარიშგების განხორციელებისას
  • ჩვენი აუდიტი მიზნად ისახავს ფოკუსირებას აღნიშნული სფეროს უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დროულად მივიღოთ რისკების თქვენეული შეფასება. ჩვენ ბიზნესს განვიხილავთ ისევე, როგორც თქვენ, რაც საშუალებას გვაძლევს  განვახორციელოთ მომსახურება  მაქსიმალურად ეფექტურად და ნეგატიური შედეგების გარეშე
  • დამატებითი სარგებლის მოტანა ჩვენს მიერ განხორციელებული აუდიტის მნიშვნელოვანი ნაწილია. აუდიტი საშუალებას გვაძლევს უკეთ გავიცნოთ თქვენი ბიზნესი, რისკები და კონტროლის პროცედურები (კორპორატიული მართვა). ჩვენ შეგვიძლია ხელმძღვანელობას წარვუდგინოთ შენიშვნები სამუშაოს ადრეულ ეტაპზე, რაც მეტად მნიშვნელოვანია თქვენი სამშენებლო თუ დეველოპერული ბიზნესის განვითარების ფონზე საქართველოში.

დაბრუნება - უძრავი ქონება