Cyber crisis management

პერსპექტივები

კიბერ კრიზისის მართვა

მზადყოფნა, რეაგირება და აღდგენა

კიბერ კრიზისის თავიდან აცილება შესაძლებელია კიბერ ინციდენტის სათანადო მართვის გზით მის აღმოცენებამდე, პროცესში და შემდეგ. კრიზისული შემთხვევების მართვისთვის აუცილებელია მრავალი ფუნქციისა და კომპეტენციების კოორდინირებული მოქმედება.

მხოლოდ რეაგირება კიბერ ინციდენტზე არ არის საკმარისი

კრიზისისათვის ეფექტური მომზადება სცილდება კიბერ ინციდენტზე რეაგირების ფარგლებს და მოიცავს კრიზისების მართვის სრულ ციკლს (მზადყოფნა, რეაგირება და აღდგენა). მზადყოფნა მოიცავს არამარტო ყოველდღიურ 24 საათიან მონიტორინგს, არამედ გუნდის წევრების მომზადებას ინციდენტთან ან კრიზისთან გასამკლავებლად. ინციდენტებზე მძლავრი, კოორდინირებული რეაგირება ამცირებს ზიანსა და ზარალს. ინციდენტის შემდგომი აღდგენა ფოკუსირებულია ნორმალური ფუნქციონირების აღდგენაზე, მიზეზების შეფასებასა და მიღებული გამოცდილების გაზიარებაზე.

მთლიანობაში, კიბერუსაფრთხოების, როგორც კიბერ ინციდენტების მთავარი შემაფერხებელი ფუნქციის, მიზანია უსაფრთხო, აქტიური და სტაბილური ორგანიზაციის ჩამოყალიბება.

მზად ხართ?

ორგანიზაციების უმრავლესობას არ გააჩნია ყველა ინციდენტსა და კრიზისზე რეაგირების შიდა რესურსი. კრიზისის მართვისთვის საჭირო გამოცდილება, რისკებისა და კიბერდამნაშავეთა მზარდი რაოდენობა მრავალი ორგანიზაციისთვის შეუძლებელს ხდის კრიზისთან დამოუკიდებლად გამკლავებას. ამ შემთხევაში საუკეთესო არჩევანია გარე რესურსების მოზიდვა ან კიბერუსაფრთხოებისა და რეაგირების დარგში მოქმედ პროვაიდერთან თანამშრომლობა.

ჩამოტვირთეთ და გაიგეთ მეტი
იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?