Deloitte ranked #1 by Gartner in Security Consulting Services

პრესს რელიზი

დელოიტი დასახელდა ლიდერად უსაფრთხოების დარგში საკონსულტაციო მომსახურების სფეროში ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში გარტნერის მიერ

ნიუ იორკი, 2016 წლის 7 ივლისი - დელოიტი მოხარულია განაცხადოს, რომ გარტნერმა - მსოფლიოს წამყვანმა კომპანიამ ინფორმაციული ტექნოლოგიების კვლევისა და კონსულტაციის დარგში - დაასახელა დელოიტი ლიდერად შემოსავლებით უსაფრთხოების დარგში მათ ანგარიშში სახელწოდებით: ბაზრის წილი: უსაფრთხოების სფეროში საკონსულტაციო მომსახურებები მსოფლიო მასშტაბით, 2015 წ.

 „ჩვენი აზრით გარტნერის ანგარიშში ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში ნომერ პირველად აღიარება ჩვენი შესაძლებლობების გამოცდაა“ დასძინა დელოიტის გლობალური კიბერ რისკების მართვის მომსახურების ხელმძღვანელმა ტედ დეზაბალამ. „სტრატეგიები, რომლებსაც ჩვენი კლიენტები მიმართავენ ინოვაციისა და განვითარებისათვის, აძლიერებენ კიბერ რისკებს სხვადასხვა ბიზნეს სფეროებსა და ტექნოლოგიებში. დელოიტს შეუძლია დაეხმაროს კომპანიებს ამ გამოწვევების დაძლევაში. ანალიტიკოსები სწორად აღიარებენ და აფასებენ ჩვენს ძალას და შესაძლებლობებს ამ სფეროში.“

გარტნერის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „უსაფრთხოების სფეროში საკონსულტაციიო მომსახურების ბაზარი გაფართოვდა 15,3 მილიარდი დოლარიდან 2014 წელს 16,5 მილიარდ დოლარამდე 2015 წელს, 7,6 პროცენტიანი ზრდის მაჩვენებლით, ვალუტის 16,6 პროცენტიანი სტაბილური ზრდის პირობებში.“

გარტნერი უსაფრთხოების სფეროში საკონსულტაციო მომსახურებებს განსაზღვრავს, როგორც „უსაფრთხოებაზე მორგებულ საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც ეხმარება კომპანიებს შეაფასონ, ანალიზი გაუკეთონ და გააუმჯობესონ თავიანთი ბიზნეს ოპერაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების ოპერაციებისა და ტექნოლოგიური სტრატეგიების ეფექტურობა  უსაფრთხოებისა და რისკების მართვის მიმართულებით. უსაფრთხოების სფეროში საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს ბიზნეს და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ასევე უსაფრთხოების დარგში მარწმუნებელ მომსახურებას, თუმცა გამორიცხავს აუდიტს უსაფრთხოების კუთხით, რასაც შედეგად მოსდევს აუდიტის მიზნებისთვის გამოყენებული უსაფრთხოების კონტროლის საშუალებების ატესტაცია.“*

*წყარო: გარტნერის ბაზრის ანალიზი: უსაფრთხოების დარგში საკონსულტაციო მომსახურება, განახლება 2.0, ჟაკლინ ჰენგი, 04 მარტი 2016

სტივენ სოილენდი
გლობალური კომუნიკაციები
დელოიტ ტუშ ტომაცუ ლიმიტედი
ტელ: +1 212 492 4503
მობ: +1 917 558 3444
ssoyland@deloitte.com

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?