სტატია

დელოიტის სემინარი თემაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის გენერალური რეგულაცია“

29 ოქტომბერს დელოიტის თბილისის ოფისში ჩატარდა სემინარი თემაზე - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის გენერალური რეგულაცია“.

სემინარი გამიზნული იყო შესაბამისობის სპაციალისტების, იურისტების, კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტების, კომპანიის მენეჯერებისა და სხვა თანამშრომლებისთვის, რომელთაც პერსონალურ მონაცემებთან უწევთ მუშაობა.

სემინარის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია თუ როგორ შეუწყონ ხელი და განახორციელონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის გენერალური რეგულაციის ახალი მოთხოვნები მათ ორგანიზაციაში. განხილულ თემებს შორის აღსანიშნავია:

  • რა ცვლილებებს მოიცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის გენერალური რეგულაცია;
  • კიბერ უსაფრთხოება პერსონალურ მონაცემთა დაცვის გენერალური რეგულაციის ფარგლებში;
  • რა ქმედებები უნდა განვახორციელოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის გენერალური რეგულაციისთვის მოსამზადებლად;
  • დელოიტის მომსახურებები კონფიდენციალურობის კუთხით.

სემინარს ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?