ანალიზი

ქალები დირექტორთა საბჭოს სხდომათა დარბაზში

გლობალური პერსპექტივა

ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა საკანონმდებლო სფეროში და სხვა ინიციატივებმა გაზარდეს ქალთა წარმომადგენლობა დირექტორთა საბჭოში რეკორდული მაჩვენებლებით. მიუხედავად ამისა, დირექტორთა საბჭოს ადგილების დაახლოებით 90%-ს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაინც მამაკაცები იკავებენ. დელოიტის კორპორატიული მართვის საერთაშორისო ცენტრის მესამე გამოცემაში - „ქალები დირექტორთა საბჭოში: გლობალური პერსპექტივა“ - მოცემულია ინიციატივები 25 ქვეყნისა და 6 კონტინენტის მასშტაბით და მიმართულია დირექტორთა საბჭოს შემადგენლობის დივერსიფიკაციაზე.

კომპანიები ალბათ ნახავენ სარგებელს აქციონერების მეტი ჩართულობით დირექტორთა საბჭოს შემადგენლობის გენდერული მრავალფეროვნების საკითხის განხილვაში.

„მისასალმებელია, რომ მრავალფეროვნება, კერძოდ კი გენდერული მრავალფეროვნება, ხშირად განხილვად თემად იქცა საქმიან წრეებში. თუმცა, დირექტორთა საბჭოს შემადგენლობის მრავალფეროვნების უშუალო განხილვებისა და ამ კუთხით აქციონერების მხრიდან კონკრეტული წინადადებების წარმოდგენის რაოდენობა შედარებით მცირეა. ცალსახაა, რომ ეს იწვევს ცალმხრივი განხილვების რაოდენობის ზრდას და  აფიქრებინებს კომპანიებს, რომ მათი მფლობელები არ განიხილავენ გენდერული მრავალფეროვნების საკითხს პრიორიტეტულად. დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში ქალის როლის გაძლიერების საკითხის განხილვა უფრო აქტიური იქნება მასში ყველა მხარის მონაწილეობის შემთხვევაში: ხელმძღვანელობის, დირექტორთა საბჭოების, საქმიანი ასოციაციების, პოლიტიკოსების, მთავრობისა თუ სხვა დაინტერესებული მხარეების“.

 

- დენ კენიგსბურგი, დელოიტის კორპორატიული მართვის დარგში მომსახურების საერთაშორისო ცენტრის მმართველი დირექტორი. 

კვლევაში მოცემულია ინიციატივების ანალიზი, რომელიც მოწოდებულია მსოფლიოს 25 ქვეყნიდან და მიმართულია დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში ქალების რაოდენობის გაზრდაზე. მასში ასევე განხილულია დირექტორთა საბჭოს მრავალფეროვანი შემადგენლობის მხარდამჭერი მიდგომები, მათ შორის შესაბამისი პოლიტიკების შემუშავების, მიზნების დასახვისა და კვოტების განხორციელების პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. დირექტორთა საბჭოში ქალების წარმომადგენლობის გაზრდის ეფექტურ საშუალებებთან მიმართებაში განსხვავებული დამოკიდებულება შეინიშნება სხვადასხვა ქვეყნებში.

კვლევის მონაწილე ქვეყნები

ავსტრია, ბელგია, დანია, საფრანგეთი, ფინეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ჰოლანდია, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ჩინეთი, ჰონკონგი, ინდოეთი, მალაიზია, ახალი ზელანდია, სინგაპური, ბრაზილია, კანადა, აშშ, ისრაელი, სამხრეთ აფრიკა.

ქალები დირექტორთა საბჭოში: გლობალური პერსპექტივა

დაბრუნება - რისკები

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?