Cyber Vigilance

მომსახურება

საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების შეფასება და გაუმჯობესება

ჩვენ სპეციალიზირებული ვართ საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების პრაქტიკულ შეფასებაში, რომელიც მოიცავს: რისკების ანალიზს, ხარვეზების აღმოჩენას და რეკომენდაციებს ყველა გამოვლენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

ჩვენ ვიყენებთ მოწინავე ტექნოლოგიებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას ჩვენს მუშაობაში, რაც საშუალებას გვაძლევს ეფექტურად მოვემზადოთ კიბერ უსაფრთხოების ინციდენტებისთვის და მნიშვნელოვნად შევამციროთ თავდასხმის საფრთხე და ფინანსური ზარალი.

მომსახურებები:

  • საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების შეფასება

კიბერ თავდასხმების სისტემატურად მზარდი რისკი მოითხოვს სპეციფიკურ და პროფესიონალურ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს თავდაცვითი და შეტევითი უსაფრთხოების პრინციპებს. ორგანიზაციების უმეტესობას არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავდამსხმელის მოქმედებების სიმულაცია. უსაფრთხოების შეფასების ჩვენი მიდგომა ეფუძნება საუკეთესო პრაქტიკას და ზოგადად მიღებული უსაფრთხოების ტესტირების მეთოდოლოგიებს.

დელოიტი გთავაზობთ საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების შეფასების მომსახურებას, რაც საგრძნობლად შეამცირებს თავდასხმების რისკსა და მათ შედეგებს.

  • ვებ აპლიკაციების უსაფრთხოების შეფასება

ვებ ტექნოლოგიების მუდმივი ცვლილება განპირობებულია საერთო პროგრესით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს. კორპორატიულ ვებ რესურსებზე თავდასხამ შესაძლოა გამოიწვიოს კომპანიის სისტემის სრული გათიშვა და ამ ვებ-რესურსების გავლით მესამე მხარეზე თავდასხმა, რაც მნიშვნელოვან დანაკარგებთან არის დაკავშირებული.

ამ საფრთხეების თავიდან აცილება შესაძლებელია მხოლოდ ვებ აპლიკაციების უსაფრთხოების სრულყოფილი  შეფასებით გზით The Open Web Application Security Project მეთოდოლოგიით, რაშიც ჩვენ უდიდეს გამოცდილებას ვფლობთ.  

  • პერსონალის ინფორმირებულობის შეფასება საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხებში

სტატისტიკის თანახმად, ფინანსური ზარალის მქონე კიბერ შეტევების მთავარ სამიზნეს თავდამსხმელისთვის ადამიანები წარმოადგენენ. ადამიანური ფაქტორი ირიბად, თუმცა დიდ როლს ასრულებს ინფორმაციული უსაფრთხოების ხარისხზე.   

მუდმივი თავდასხმები ძირითადად მიზნად ისახავს ფულის და
კონფიდენციალური მონაცემების მოპარვას, რასაც გამოუსწორებელი ფინანსური ზარალის მოტანა შეუძლია. ასეთი მიზანმიმართული შეტევების რიცხვის ზრდის ძირითადი მიზეზი ადამიანის უყურადღებობა, დაუფიქრებლობა და უცოდინრობაა.

ჩვენ გთავაზობთ მომსახურებებს ასეთი თავდასხმების რისკის აღმოსაფხვრელად, რაც მოიცავს: თანამშრომლების შესახებ
ინფორმაციის მოძიებას ღია წყაროებში, სოციალური შეტევის ეფექტური სცენარის შემუშავება და განხორციელება, სპამ-ფილტრების გავლის შესაძლებლობების ტესტირება და საგანმანათლებლო ღონისძიებები და ინტერაქტიული ტრენინგები.   

  • კიბერ რისკების შეფასება ღია წყაროებში ხელმისაწვდომი ინფორმაციის ანალიზის გზით

ყველა კომპანია ამუშავებს სხვადასხვა ტიპის სენსიტიურ და
კონფიდენციალურ ინფორმაციას. კლიენტები, პარტნიორები, მარეგულირებელი ორგანოები, მეწილეები თუ დირექტორთა საბჭო ეყრდნობა ორგანიზაციის უნარს ეფექტურად და სწორად
დაიცვას მის ხელთ არსებული ინფორმაცია.

ჩვენ გთავაზობთ რისკების შეფასების მომსახურებას ღია წყაროებში არსებული მონაცემების ანალიზის გზით. ჩვენი მიდგომა გამოიყენებს ძიების, შეგროვებისა და დამუშავების მოწინავე ტექნოლოგიებს ინფორმაციის გაჟონვის და
უსაფრთხოების რისკების აღმოჩენის მიზნით.  

  • შეღწევადობის ტესტირება

ჩვენ გთავაზობთ შესაძლო შეღწევის ტესტირების მომსახურებებს. ჩვენს სპეციალისტებს გააჩნიათ ტესტირების განხორციელების დიდი გამოცდილება.

ჩვენი მიდგომის მთავარი მიზანია შეღწევის შესაძლო ვექტორების განსაზღვრა და მათ მიღმა არსებული საშიშროების გადამოწმება.

  • Red teaming

ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზრდა და უსაფრთხოების ეფექტური და სრულყოფილი სისტემის ფორმირება მნიშვნელოვნად ამცირებს თავდასხმების
ინციდენტების რიცხვს ფინანსურ დანაკარგებს.  

ამასთან, ნამდვილად ეფექტური ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ ამ სისტემის ელემენტების სისტემატური, დამოუკიდებელი
შეფასების განხორციელებით.  

ჩვენი მომსახურებები მოიცავს შეღწევის აღმოჩენის და მათთან
გამკლავების შესაძლებლობების შეფასებას, და ასევე, ინციდენტებზე რეაგირების სისწრაფის შეფასებას მაქსიმალურად რეალისტური შეტევების სიმულაციის ორგანიზების გზით.