მომსახურება

შიდა აუდიტის მომსახურება

შიდა აუდიტი არის ობიექტური შეფასება და საკონსულტაციო საქმიანობა, რომელიც მიმართულია ორგანიზაციის ღირებულების გაზრდასა და მისი საოპერაციო საქმიანობის მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე. შიდა აუდიტი ეხმარება ორგანიზაციას სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში რისკების მართვის, კონტროლისა და კორპორატიული მმართველობის პროცესების ეფექტურობის შეფასებასა და გაუმჯობესებაზე სისტემატური, თანმიმდევრული მიდგომის საშუალებით. დელოიტის გამოცდილება რისკების მართვისა და საოპერაციო საქმიანობის გაუმჯობესების სფეროებში - განსაკუთრებით კი, სპეციფიკური ინდუსტრიული სექტორებისა და ბაზრების ნიუანსების ცოდნა - ეხმარება შიდა აუდიტის ფუნქციებს გააუმჯობესონ საქმიანობის შედეგების ეფექტურობა და მოუტანონ მეტი სარგებელი ორგანიზაციას.

დელოიტის წევრი ფირმების აუთსორსინგის პროექტები განმეორებადი ხასიათისაა და მოიცავს შიდა აუდიტის ყველა აქტივობის შესრულებას, მათ შორის: წლიური დაგეგმვა, წლიური გეგმის განხორციელება და ანგარიშგება ხელმძღვანელობისა და აუდიტის კომიტეტის წინაშე. აუთსორსინგის ფარგლებში კლიენტს შეიძლება ჰყავდეს ან არ ჰყავდეს აუდიტის დირექტორი ორგანიზაციაში.  

შიდა აუდიტის აუთსორსინგი

დელოიტის სპეციალისტების ნაწილობრივი ჩართულობით განხორციელებული მომსახურების პროექტები განმეორებადი ხასიათისაა და მოიცავს ორგანიზაციისთვის შიდა აუდიტის ფუნქციის ცალკეული სამუშაოების შესრულებას წლის განმავლობაში. 

შიდა აუდიტის თანადაქირავება

საგნობრივი შემოწმების განხორციელების მიზნით დელოიტის ექსპერტების მოწვევა წარმოადგენს პროექტებს, როდესაც კლიენტს ესაჭიროება სპეციალისტი სპეციფიკური გამოცდილებითა და ცოდნით შიდა აუდიტის ცალკეული პროცედურების განხორციელების მიზნით. როგორც წესი, დელოიტის სპეციალისტები სრულად მართავენ პროექტს და ახორციელებნ მას კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე, შესაძლებელია დელოიტის ექსპერტის ჩართვა კლიენტის სამუშაო გუნდში შიდა აუდიტის აუცილებელი პროცედურების განხორციელებისთვის. 

ექსპერტების მოწვევა

შიდა აუდიტორების ინსტიტუტის საერთაშორისო სტანდარტები მოითხოვს კომპანიებისგან მათი შიდა აუდიტის განყოფილების ხარისხის კონტროლის განხორციელებას დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ სულ მცირე ხუთ წელიწადში ერთხელ. 

შიდა აუდიტის ეფექტურობის ანალიზი

პერსონალის უზრუნველყოფის პროექტები ითვალისწინებს დელოიტის სპეციალისტების მუშაობას კლიენტის ხელმძღვანელობის ქვეშ დელოიტის წარმომადგენლების მხრიდან კლიენტის სამუშაო დოკუმენტებისა და სამუშაო შედეგების შემოწმებისა და კონტროლის გარეშე. 

შიდა აუდიტის პერსონალის უზრუნველყოფა

შიდა აუდიტის ფუნქციის ტრანსფორმაციის პროექტები მიმართულია შიდა აუდიტის ფუნქციების გაუმჯობესებაზე კომპანიის ეფექტურობისა და სარგებლის გაზრდის მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მეთოდოლოგიას, ჯგუფურ მუშაობას, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას და ანგარიშგების მომზადებას შიდა აუდიტის პროცედურების გატარების კუთხით. აღნიშნული მომსახურებები შესაძლოა მოთხოვნილი იქნას შიდა აუდიტის დირექტორების, ხელმძღვანელობის ან დირექტორთა საბჭოს აუდიტორული კომიტეტის მიერ.  

შიდა აუდიტის ფუნქციის ტრანსფორმაცია

შიდა აუდიტის დარგში საკონსულტაციო მომსახურების პროექტები ეხმარება ორგანიზაციებს შიდა აუდიტის შემოწმებების ჩატარებაში იმ სფეროებში, რომლებსაც არ მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურებები. ამ სფეროს მომსახურებები შეიძლება მოიცავდეს, მაგალითად, ზოგად კონსულტაციასა და თანამშრომლების მომზადებას.

კონსულტაცია შიდა აუდიტის დარგში

დაბრუნება - რისკები