გადაწყვეტილება

ძირითადი ბიზნეს ოპერაციები

ტექნოლოგიები ერთ ადგილზე არ დგას. არსებული ტექნოლოგიური პლატფორმების გარდაქმნა, მოდერნიზაცია და წარმართვა ინოვაციურ მიდგომებს საჭიროებს. მთავარია იცოდე როდის უნდა გამოიყენო ახალი ტექნოლოგიების უპირატესობები პროდუქტისა და მომსახურების და ფინანსური შედეგების გაუმჯობესებისთვის.

ბიზნეს ოპერაციების სისტემები ორგანიზაციის მთავარი კომპონენტია. მათ მინიმუმ უნდა შეეძლოთ ადამიანების საქმიანობის გაუმჯობესება და სამუშაო ეფექტურობის გაზრდა, საუკეთესო შემთხვევაში კი მათ შეუძლიათ გარდაქმნან ბიზნეს შესაძლებლობები.

IT და ოპერაციული ლიდერების მთავარი გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ ტექნოლოგიები არასდროს არ დგას ერთ ადგილზე: ის რაც თანამედროვე და მოწინავე იყო 5 წლის წინ ახლა შესაძლოა სრულიად არაადეკვატური იყოს. დელოიტის პროფესიონალებს შეუძლიათ დაგეხმარონ მუდმივად მოწინავე ადგილზე იყოთ და ფლობდეთ სიახლეებს.

გამოიყენეთ ჩვენი ფუნქციონალურიდა ტექნიკური შესაძლებლობები თქვენი არსებული ტექნოლოგიების პლატფორმების გარდაქმნის, მოდერნიზაციისა და მართვისთვის; ან შეიმუშავეთ და განახორციელეთ თქვენს სექტორზე მორგებული ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები. და ნება მოგვეცით გაგიძღვეთ სტრატეგიული წინსვლის გზით პროდუქციის ინოვაციის, ბიზნეს ეფექტურობის და ფინანსური შედეგების გაუმჯობესებამდე.
მაშინ, როდესაც საჭიროა თქვენი ბიზნესის გარდაქმნა, ნება მიეცით ჩვენს საოპერაციო ტრანსფორმაციის პროფესიონალებს თავისი დარგობრივი ცოდნითა და ოპერაციული და ტექნიკური გამოცდილებით, რეალურად აქციონ თქვენი სტრატეგია. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ უფრო მცირე ღირებულების, უფრო ეფექტური და მომავალზე მორგებული ოპერაციების განხორციელებაში, რაც ხელს უწყობს მომგებიან ზრდას. ჩვენ ასევე შეგვიძლია დაგეხმაროთ შემეცნებითი და ციფრული ტექნოლოგიების დაგეგმვასა და დანერგვაში ხარჯების შემცირების, ეფექტურობის გაზრდის, გადასახადების გადახდისა და შემოსავლების პროცესების გარდაქმნისა და ინოვაციური და განვითარებადი ბიზნეს მოდელებიდან სარგებლის მიღების მიზნით.

ჩვენი წამყვანი სისტემების ინჟინერიის სპეციალისტები უხელმძღვანელებენ თქვენს ორგანიზაციას თქვენი პლატფორმების გარდაქმნისა და მოდერნიზაციის გზით, ახალი შესაძლებლობების შექმნისა და ბიზნესის განვითარების მიზნით. მომსახურება მოიცავს პროგრამების მოდერნიზაციას, მომსახურების მიწოდების, სისტემების დიზაინსა და ინჟინერიას და ინტეგრაციის სერვისებს.
ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, რომელსაც სურს მოწინავე რიგებში დგომა, ციფრული ინოვაციები უპირობოდ აუცილებელია. ჩვენი პროფესიონალები გაგიძღვებიან თავდაპირველი სტრატეგიის შემუშავების, დაგეგმვისა და შერჩევის და შემდგომი განხორციელების პროცესებში და შემოგთავაზებენ მომსახურებების სრულ კომპლექტს, რათა უზრუნველყოთ თქვენი ბიზნესის გადასვლა ახალ, მაღალი სამუშაო ეფექტურობის დინამიურ სამყაროში.

და ბოლოს, დელოიტი გთავაზობთ მომსახურებების ფართო სპექტრს სამუშაო ეფექტურობის გაზრდის, ბიზნეს სტრატეგიის გაძლიერების, ბაზრის გამოწვევების გამკლავების და მომხმარებლებთან ურთიერთობის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით. ჩვენი პროფესიონალები დაგეხმარებიან გარდაქმნის გადაწყვეტილებების შემუშავებასა და დანერგვაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, ბიოლოგიური მეცნიერებები, საბანკო და სადაზღვევო და განვითარებადი სექტორები.

გაეცანით დამატებით მასალებს

2019 წლის მსოფლიო საყოველთაო სერვისების კვლევის ანგარიში

მე -11 ორწლიანი გლობალური საყოველთაო სერვისების კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საყოველთაო სერვისცენტრები (SSC), ფაქტობრივად, გადადიან ”რაზეც მოთხოვნაა” მიდგომიდან ხელშესახებ  ბიზნეს ღირებულების გენერატორად - განსაკუთრებით იმით, რომ ბოლო დროს აღინიშნება ზრდადი კვეთა ისეთ ფუნქციებთან როგორიცაა:  მომხმარებელი, გაყიდვები და მარკეტინგული მხარდაჭერა და შესყიდვები.