gx-blue-green

მომსახურება

მომხმარებელი და გამოყენებითი დიზაინი

მიუხედავად იმისა თქვენი გუნდი კარგად ერკვევა ციფრულ სამყაროში თუ მხოლოდ ეხლა იწყებს ამ სფეროს გაცნობას, ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან ციფრული მომხმარებლის ბიზნეს მოდელებში გარკვევაში, შეთავაზებების შერჩევაში, რომლებიც თქვენს მომხმარებელს მოხიბლავს, ახალი ციფრული გამოცდილების მიღებასა და გარდაქმნის ციფრული სტრატეგიების შემუშავებაში.

რას ნიშნავს იყო მომხმარებელი? იყო მომხმარებელი ნიშნავს იყო ადამიანი.

ადამიანური გამოცდილების მიდგომა მომხმარებლის გამოცდილებისადმი გარდაქმნის თქვენს ურთიერთობას მომხმარებელთან და პროცესის ზოგად აღქმას. ურთიერთბის თითოეული მომენტი თქვენი გამოცდილებაა - ჩვენ გეხმარებით თქვენი ბრენდის გაძლიერებაში თქვენი გამოცდილების გამდიდრების გზით იმ მომენტებით, რომლებიც ასახულია ახალ და ინოვაციურ მიდგომებში. გააკეთეთ ეს და თქვენ შეძლებთ თქვენი ბიზნესის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფას. 

რადგან ციფრულმა ტექნოლოგიებმა კარი გაუხსნა მომხმარებლებთან დაკავშირებას, როგორც ინდივიდუალებთან, Deloitte Digital-ს შეუძლია დაგეხმაროთ პირადი კავშირების გაზრდაში ადამიანზე ორიენტირებული პროდუქტების, მომსახურებების და გამოცდილების გზით, რომლებიც უზრუნველყოფენ თქვენი მომხმარებლების ჩართულობას და კმაყოფილებას მათთვის სასურველი ნებისმიერი საშუალებით - ეკრანის, ხმის, ვირტულური და პირადი კონტაქტით.  

ჩვენ ვიმუშავებთ თქვენთან ერთად, რომ უკეთესად გამოვიყენოთ მონაცემები, დიზაინი და შემოქმედებითი აქტივები, რომლებიც აერთიანებენ ეთნოგრაფიულ შეხედულებებს მოქნილ მეთოდიკასთან, რათა განვიხილოთ, შევქმნათ, შევამოწმოთ და შევაფასოთ ახალი შეთავაზებები.

თუ თქვენი ბიზნესი ჯერ კიდევ ძიებაშია ციფრულ სამყაროში, ჩვენ გუნდს შეუძლია დაგეხმაროთ მომხმარებელთა შეხედულებების, ახალი ბიზნეს მოდელების, ახალი შეთავაზებების და გარდაქმნის ციფრული სტრატეგიების საკითხებში. 

გაეცანით დამატებით მასალებს

მომხმარებელზე ორიენტირებული ციფრული ტრანსფორმაცია 

მომხმარებელთა წარმატების ახალი ორგანიზაციის შემადგენელ ნაწილად ქცევა