მომსახურება
ციფრული მომხმარებელი
გამოიყენეთ გამჭრიახი სტრატეგიები და მოწინავე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები გაყიდვებისა და მომსახურებების გაუმჯობესებისთვის და მომხმარებლებთან ურთიერთობის გაძლიერებისთვის. მომხმარებლებთან ურთიერთბის ოთხმოცი პროცენტი, რომელიც ქმნის თქვენს ბრენდს მოდის გაყიდვებიდან და მომსახურებიდან. ჩვენ არა მხოლოდ გეხმარებით ეს გამოცდილება გავხადოთ დაუვიწყარი თქვენი კლიენტებისთვის, არამედ ვაერთიანებთ თქვენს ბიზნესს ამ მომენტების გარშემო - არის ეს მოწოდების ქსელი, ლოჯისტიკა თუ თქვენი თანამშრომლების და პარტნიორების სამომხმარებლო აზროვნების განვითარება. ჩვენ აღმოვაჩენთ ღირებულებას თქვენი ბიზნესის ერთიანობაში, რათა თქვენს მომხმარებლებს მუდმივად ქონდეთ თქვენთან მომართვის სურვილი.
ეს არის ციფრული სამყარო და თქვენ აქ იპოვით თქვენს მომხმარებლებს. ეს არის თავშეყრის ადგილი, სადაც ბიზნესები ეცილებიან ერთმანეთს 24 საათის განმავლობაში, ყოველდღე, მომხმარებელთა ყურადღების მიპყრობისთვის. დელოიტი დაგეხმარებათ აქციოთ თქვენი გაყიდვები და მომსახურებები ზრდის ციფრულ ძრავად.
ჩვენ ვიყენებთ დელოიტის Salesforce გადაწყვეტილებებს თითოეული პროექტის უნიკალური მეთოდით სამართავად.
ჩვენი გუნდი მუშაობს თქვენთან, რათა განახორციელოთ მოწინავე, ციფრულად უზრუნველყოფილი გაყიდვების სისტემები. ჩვენ დაგეხმარებით ჩამოაყალიბოთ ბაზარზე გასვლის სტრატეგია გაყიდვების ეფექტურობისა და მომხმარებლის სრული შესწავლის გათვალისწინებით. ჩვენ ასევე გამოვიყენებთ ტექნოლოგიების შესაძლებლობებს, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტი და კოგნიტური გამოთვლა.
იმის გათვალისწინებით, რომ მომხმარებლები სულ უფრო ხშირად ასახელებენ მომსახურებას ბრენდისადმი ლოიალურობის მამოძრავებელ ძალად, თქვენ ბიზნესს უწევს მუდმივი ზრუნვა გამორჩეული მომსახურების შეთავაზებაზე. დელოიტი დაგეხმარებათ მუდამ მოწინავე პოზიციაზე იდგეთ და შესთავაზოთ მომხმარებლებს მომავალი თაობის, ციფრულად უზრუნველყოფილი მომსახურებები. ჩვენ ვმუშაობთ თქვენთან, რათა უზრუნველვყოთ მოწინავე ციფრული ტექნოლოგიების, სტრატეგიებისა და გამოცდილების გაერთიანება მომხმარებლებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.
ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებით უზრუნველყოფილი ციფრული გამოცდილება მომხმარებელთან ურთერთობის მომავალია.