მომსახურება

Deloitte + SAP

როგორ შეგიძლიათ განვითარდეთ მუდმივად ცვალებად გარემოში და მუდმივად ცვალებად შესაძლებობებში? დროა შეცვალოთ გაცილებით მეტი, ვიდრე ბიზნეს პროცესი - ურთიერთობები, მონაცემები, ბაზრები, სამუშაო ძალა და სხვა. SAP გადაწყვეტილებები დაგეხმარებათ შედეგების და მეტი სარგებლის მიღებაში.

მუდმივი შემაფერხებელი ფაქტორები ორგანიზაციებისგან მოითხოვს, განახორციელონ უფრო მეტი ცვლილებები. უწყვეტი დაბრკოლებები  ორგანიზაციის ლიდერებისგან მოითხოვს, განაახლონ ყველა სფერო, რომელიც მოიცავს სრულყოფილ  ტრანსფორმაციას ბიზნეს პროცესებისა და ტექნოლოგიების ჩათვლით.

როგორია ჩვენი ხედვა?  თანამედროვე საწარმოს შექმნა ფართო მასშტაბიანი გადაწყვეტილებების შექმნის გზით, რომელიც აერთიანებს ყველა ძირითად ინგრედიენტს: მონაცემებს, სამუშაო ძალას, მოწინავე ტექნოლოგიებს და ოპერაციებს.

როდესაც შემხვედრი დაბრკოლებები გაიძულებთ მწვავე კითხვების დასმას თქვენი ბიზნესისთვის,  SAP გადაწყვეტილებები თქვენთვის დაგეხმარებათ პასუხების მოძიებაში, დელოიტი კი დაგეხმარებათ ამაში. SAP გადაწყვეტილებების განხორციელების ათწლოვანი გამოცდილებით, დელოიტს შეუძლია დაგეხმაროთ SAP ტექნოლოგიების განხოციელების სრული ეტაპის განმავლობაში.

მომავალი თაობის SAP S/4HANA ბიზნეს გადაწყვეტილებებით, ჩვენ საწარმოო ტრანსფორმაციის სპეციალისტები დაგეხმარებიან საოპერაციო საქმიანობის გარდაქმნაში ფინანსების, მოწოდების ქსელის, მომხმარებლებთან ურთიერთობის და სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციების გათვალისწინებით.

ჩვენ გეხმარებით არსებული სისტემების SAP სისტემებში გადაყვანაში, რომელიც აუმჯობესებს მონაცემების შეგროვებას და ანალიზს, დინამიურ რეალურ ანგარიშგებას და ეფექტურ გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. 

დელოიტის Cloud ტრანსფორმაციის სპეციალისტების დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ SAP გადაწყვეტილებების შესაძლებლობები ჰიბრიდული ეკოსისტემის უზრუნველსაყოფად ორგანიზაციაში, არსებული ძირითადი სისტემების გამარტივებითა და ოპტიმიზაციით.  

დელოიტი ასევე დაგეხმარებათ  SAP საწარმოო მართვის მომსახურებების დაგეგმვასა და დანერგვაში ტექნოლოგიური აპლიკაციების ეფექტურობის გაზრდის მიზნით. ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან გადაწყვეტილებების განხორციელებაში, როგორიცაა: ციფრული, ERP, ინფორმაციის მართვა და სისტემების ინტეგრაცია. პროცესის განმავლობაში ჩვენი მომსახურების წყალობით თქვენ შეძლებთ სწორი გადაწყვეტილების არჩევას და სასურველი მიზნების და შედეგის მიღწევას.   

ციფრული ტრანსფორმაციის მომსახურებები დაკავშირებულია SAP Leonardo პლატფორმასთან - ეს არის მოწინავე ტექნოლოგიების ინტეგრირებული პლატფორმა, რომელიც მოიცავს ავტომატიზირებულ სწავლებას, Internet of Things, ინტელექტუალურ ავტომატიზაციასა და ბლოკჩეინს. 

გამოსცადეთ შემეცნებითი და რობოტიკის პროცესის ავტომატიზაციის გადაწყვეტილებების ცვალებადი შესაძლებლობები ფინანსური პროცესების გამარტივებისთვის, მათ შორის ისეთი ფუნქციების, როგორიცაა: შემოსავლის აღიარება და იჯარის აღრიცხვის სტანდარტები; დანერგეთ პროგნოზირებადი ანალიტიკა ხელმძღვანელობის დასახმარებლად შეაფასონ და ეფექტურად მართონ გამოწვევები ორგანიზაციასა და ინდუსტრიულ ბაზარზე. და გამოიყენეთ ავტომატიზირებული სწავლების უპირატესობები, ძირითადი ფუნქციების ავტომატიზაციისთვის, როგორიცაა შესაბამისობა და კონტროლი.

დელოიტი ეხმარება ფინანსურ დირექტორებს და სხვა ფინანსურ ხელმძღვანელებს გარდაქმნან ოპერაციები მათ ბიზნესის ეფექტურობის გაზრდის მიზნით ფინანსური ტრანსფორმაციის გადაწყვეტილებების გზით - SAP S/4HANA, ERP და SAP Central Finance.

ჩვენს გთავაზობთ მოწინავე მოწოდების ქსელის ტრანსფორმაციის შეთავაზებებს SAP გადაწყვეტილებების სრული პაკეტის განსახორციელებლად, მათ შორის: SAP ინტეგრირებული ბიზნეს დაგეგმარება, SAP Leonardo, და SAP Ariba.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ SAP გადაწყვეტილებებს , რომლებიც იყენებენ პროგნოზირებადი ანალიტიკის, ავტომატიზირებული სწავლების და მონაცემების შესაძლებლობებს ინტელექტუალური საწარმოო ოპერაციების, რეალური დროის ინფორმაციისა და  ზოგადი საოპერაციო ეფექტურობის გაუმჯობესებისთვის. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ თქვენი მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციაში და  შესაძლებლობების შემუშავებაში შესყიდვების, ლოჯისტიკის, პროდუქტის ციკლის მართვის, საწარმოო აქტივების მართვისა და ბაზარზე გასვლის შემდგომი საქმიანობების გასაუმჯობესებლად.

გაეცანით დამატებით მასალებს

SAP პროცესის კონტროლი

მენეჯმენტის მთავარი გამოწვევა მდგომარეობს ბიზნეს პროცესების კონტროლის განხორციელებისა და მონიტორინგის ხარჯების შემცირებაში ეფექტურობის გაზრდის პარალელურად.

მენეჯმენტმა ეფექტურად უნდა განახორციელოს თავისი ბიზნეს გეგმები და მიზნები კონტროლის სისტემით როსკების ეფექტური მართვის გზით.

SAP GRC Process Control