Business Model Transformation Offerings

გადაწყვეტილება

ბიზნეს მოდელის ტრანსფორმაციის მომსახურებები 

საწარმოო მოდელის დიზაინი

თქვენი სტრატეგია შეიძლება იყოს  მხოლოდ იმდენად ეფექტური რამდენადაც ორგანიზაციას შესწევს მისი აღსრულების უნარი. ეს ნიშნავს, რომ თქვენი საოპერაციო მოდელის დიზაინი უნდა იყოს ისე მოწყობილი, რომ გასაქანი მისცეს თქვენს სტრატეგიას და კომპანიის ბიზნეს-მოდელი რეალობად აქციოს.

დელოიტის საწარმოს მოდელის დიზაინი (EMD) თანამშრომლობს ორგანიზაციებთან, რათა მათი ტრანსფორმაციის ამბიციებს  ვალიდურობა შესძინოს, მოთხოვნილი უნარების პრიორიტიზირება მოახდინოს და შექმნას ოპერაციული მოდელის დიზაინი, რომელიც ხელს შეუწყობს სტრატეგიის ეფექტურ განხორციელებას.

ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს მოახდინონ ცვლილების ნავიგაცია და დაჩქარება იმ არეებზე პრიორიტიზირებით, რომლებიც კომპანიაში მნიშვნელოვან ღირებულებას ქმნიან.  ეს ხშირად გულისხმობს ორ ძირითად აქტივობას: ახალი ხედვის კომუნიკაციას, რომელიც სტრატეგიას ქმედებებში გარდაქმნის, და მიზანმიმართული დისკუსიების ხელშეწყობას დეტალური პროცესის, ორგანიზაციული და ტექნოლოგიური დიზაინის სახელძღვანელოდ.


 

გარდაქმნის პროგრამის ინტეგრაცია

თქვენი ორგანიზაციის ტრანსფორმაცია მისთვის სასურველი ბიზნეს და საოპერაციო მოდელის მისაღწევად რთული, კომპლექსური პროცესია, რომელიც გულისხმობს პოზიტიური ცვლილებების მაქსიმიზაციას და ნეგატიური შეფერხებების მინიმიზაციას.

დელოიტის ტრანსფორმაციული პროგრამის ინტეგრირებული პრაქტიკა ხელს უწყობს ორგანიზაციებს მართოს მსხვილი, მრავალმხრივი ტრანსფორმაციული პროგრამის სხვადასხვა ელემენტები. პროგრამა შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა პროექტებს, როგორებიცაა: ოპერაციული მოდელის დიზაინი, საერთო სერვისების დანერგვა, ახალი წყაროების გამოყენება, საწარმოს რესურსების დაგეგმვის, ტალანტის შემუშავების პროგრამები, ან  ნებისმიერი სხვა კომპონენტი ამ პროგრამისა. ჩვენ გვაქვს  სპეციალური რესურსები დელოიტის ფარგლებში, როგორებიცაა: საგადასახადო, ფინანსური საკონსულტაციო და საწარმოს რისკებთან დაკავშირებული სერვისები, რომელთა დახმარებითაც ვახდენთ კოორდინირებული, ყოვლისმომცვლელი მიდგომების დანერგვას.

ჩვენ გთავაზობთ ფართო, ზოგადი სურათის პერსპექტივას თქვენი აღმასრულებლებისთვის, კრიტიკული გადაწყვეტილებების მიღების სისტემას, რისკების მართვას და სპეციფიურ ინდუსტრიისთვის დამახასიათებელ რესურსებს (ცოდნას), რათა დაგეხმაროთ თქვენი მოღვაწეობის ორიენტირებაში, და ასევე, გთავაზობთ რიგ სხვადასხვა კურსებს ყველაზე მცირე შეფერხებებით, ხარჯითა და ვადაგადაცილებით თქვენი მიზნების მისაღწევად.

სტრატეგიული ხარჯების გარდაქმნა

ბიზნესის მოდელის ტრანსფორმაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცავს ხარჯების მართვას მომგებიანი ზრდის მისაღწევად. 

დელოიტის სტრატეგიული ხარჯის მინიმიზირების პრაქტიკა ფოკუსირებას ახდენს სტრუქტურულ, ორგანიზაციულ ცვლილებებზე, რომლებიც განაპირობებენ დანახარჯების სტაბილურ დაზოგვას და მარჟის გაუმჯობესებას.

ჩვენს ფართო გამოცდილებაზე დაყრდნობით ხარჯების მინიმიზირების პროგრამების თვალსაზრისით სხვადასხვა ინდუსტრიებში, ჩვენ გთავაზობთ სამ ყველაზე გავრცელებულ ხარჯების შემცირების სტრატეგიას:

1.მოიყვანეთ კომპანია წესრიგში – ფოკუსირება მოახდინეთ დაუყოვნებლივ მოქმედებებზე, რათა შეამციროთ ხარჯები, ხელი შეუწყოთ სტაბილურობას და დანაზოგს ბიზნესის  უკანსვლის თავიდან ასაცილებლად. 

2. შეინარჩუნეთ ბიზნესი – გადადგით ნაბიჯები, რომლებიც გაგიუმჯობესებთ ხარჯებსა და კონკურენტულ პოზიციას, თავიდან აგაცილებთ შემცირებებს, რაც მომავალ ზრდას ხელს უშლის, და დაგიბალანსებთ დანახარჯებს რომ ინვესტირება მოახდინოთ ბიზნესის სტრატეგიის მიღწევისთვის საჭირო მიმართულებით. 

3. დაიწყეთ ზრდის ეტაპი – განავითარეთ სკალარული დანახარჯების პლატფორმა ზრდისთვის და განახორციელეთ ინვესტიცია ზრდის შესაძლებლობებში, რათა მისცეთ ბიზნეს-სტრატეგიას განხორციელების საშუალება იმავდროული ხარჯების სათანადო მართვით. 

აუთსორსინგის საკონსულტაციო მომსახურება

გააუმჯობესებს აუთსორსინგი თქვენს ბიზნესს? დელოიტის აუთსორსინგის საკონსულტაციო პრაქტიკა დაგეხმარებათ ამ გადაწყვეტილების განსაზღვრაში. ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს შეაფასონ აუთსორსინგის ღირებულება და ორიენტირება მოახდინონ აუთსორსინგის სრულ ციკლში ინფორმაციული ტექნოლოგიის, ფინანსების, შესყიდვებისა და სხვა ინდუსტრიული სპეციფიური პროცესების ჩათვლით. ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც აუთსორსინგის სერვისები სტრუქტურიზირებულია ეფექტურად ფუნქციონირებისთვის იმ ფასად, რომელიც ხელსაყრელია როგორც მყიდველისთვის, ასევე მომგებიანია მიმწოდებლისთვის.  

გარემოში იგულისხმება:

• სტრატეგია – თქვენი ორგანიზაციის ხედვის და პრიორიტეტების გარდაქმნა მოქმედ აუთსორსინგის სტრატეგიაში, რომელიც მორგებულია სპეციფიურ აღმასრულებელ ქმედებებზე.

 • მოლაპარაკებები – ინფორმაციის მოთხოვნებისა და შემოთავაზებების შექმნა, მოლაპარაკება და ეფექტური ხელშეკრულებების გაფორმება მესამე მხარე კომპანიებთან, სერვისის ხარისხის, ოპერაციული შედეგების და ფასდადების საკითხების ბალანსით. 

• გარდაქმნა – ცვლილების გეგმის განსაზღვრას, რაც მოიცავს მენეჯმენტს, დაინტერესებულ პირებს, ცვლილებების მართვას და სხვა ფაქტორებს, რომლებიც მონაწილეობს ეფექტურ აუთსორსინგის სისტემაში, რომელიც ინარჩუნებს მდგრადობას დროთა განმავლობაში. 

• კონტრაქტორების მენეჯმენტი – ახალი კონტრაქტორების მართვის სისტემის დანერგვა ან ძველის ახლით შეცვლა იმისათვის, რომ შენარჩუნებული იყოს მდგრადი და ეფექტიანი სერვისის ხარისხი. 

კოლექტიური მომსახურება

ხშირად, კოლექტიური მომსახურების მიერ შექმნილ ოპერაციულ მოდელებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ბიზნესს ხარჯების ეფექტური მართვით და შექმნან პლატფორმა მომავალი ზრდისთვის.

დელოიტის კოლექტიური მომსახურების გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს აღმასრულებლებთან, რათა გაითვალისწინონ თუ კოლექტიური მომსახურების ოპერაციული მოდელი როგორ ეწყობა ორგანიზაციის ბიზნეს სტრატეგიას სასურველი შედეგების სტრატეგიულად საუკეთესო დონეების მისაღწევად.

ჩვენ დაგეხმარებით კოლექტიური მომსახურების მთელი ციკლის განმავლობაში შემდეგი საკითხებით:

• კოლექტიური მომსახურების ღირებულების განსაზღვრა თქვენი ბიზნესისათვის

• კოლექტიური მომსახურებ სტრატეგიის განვითარება (ან არსებულის განახლება), რომელიც იქნება ინტეგრირებული უფრო ფართო სერვისის მიწოდების მოდელთან, რაც შეიძლება მოიცავდეს ოფშორულ ან აუთსორსინგის სერვისს

• კოლექტიური მომსახურების ცენტრის გახსნა, განთავსება და დანერგვა ლოკალურად და გლობალურად

• კოლექტიური მომსახურების ორგანიზაციის განახლება შემდგომი საფეხურების მისაღწევად

უძრავი ქონების გარდაქმნა

ააშენოთ თუ იყიდოთ, შეიძინოთ თუ იქირაოთ - გადაწყვეტილებები იმ ობიექტებთან დაკავშირებით, სადაც თქვენი ბიზნესი და თანამშრომლები ოპერირებენ არის კრიტიკული ნაწილი ბიზნეს მოდელის ფორმირებისას. დელოიტის უძრავი ქონების ტრანსფორმაციის პრაქტიკა ეხმარება კომპანიებს უძრავი ქონების სტრატეგიის დასახვასა და განხორციელებაში, რათა შეიქმნას დამატებითი ღირებულება, გაუმჯობესდეს სერვისის მიწოდება და დაიფაროს რისკები შემდგომი გზებით: 

• ოპერაციების გაუმჯობესება უძრავი ქონებისა და ობიექტების მენეჯმენტის სერვისის მიწოდების გასამარტივებლად, ხარჯების შესამცირებლად და კომპანიის საქმიანობის გასაუმჯობესებლად  ოპერაციული მოდელების, ორგანიზაციის სტრუქტურების და ბიზნეს პროცესების რესტრუქტურიზაციით.

• აუთსორსინგის კონსულტაცია, რათა დაგეხმაროთ განსაზღვროთ დამატებითი გზები სერვისის მიწოდების გასამარტივებლად და ეფექტური შიდა რესურსებისა და აუთსორსინგის განაწილებით ხარჯების შესამცირებლად. 

• პორტფელის ოპტიმიზაცია სტრუქტურული, სტრატეგიული და ჰოლისტიკური მიდგომებით უძრავი ქონების განთავსების მაქსიმალურად ოპტიმალური განსაზღვრით.

•  სამუშაო სივრცის და მობილობის სტრატეგია ორიენტირებული იმაზე, თუ როგორ და სად მუშაობს თქვენი ორგანიზაცია 

• IT სტრატეგია, დიზაინი და განთავსება, ახლანდელი პოზიციიდან სასურველ მომავალ პოზიციამდე  ეფექტიანი მიგრაციის ჩათვლით.

ადგილმდებარეობის სტრატეგია

სად არის თქვენი ობიექტები და სად მუშაობენ თქვენი თანამშრომლები შეიძლება ისეთივე მნიშვნელოვანი იყოს, როგორც თვითონ საქმე, რომელსაც ისინი აკეთებენ. 

დელოიტის ლოკაციის სტრატეგია დაგეხმარებათ გადაჭრათ კომპლექსური ლოკაციის საკითხები, იმ გზებით, რომლებიც ფარავს რისკებსა და ქმნის დამატებით ღირებულებას. როგორც ობიექტური ლოკაციის კონსულტანტები და არა როგორც ბროკერები, ჩვენ მტკიცედ ვრჩებით თქვენს პრიორიტეტებზე ფოკუსირებულები, თუ როგორ განვათავსოთ თქვენი ბიზნესი ისე, რომ ხელს უწყობდეს თქვენი სტრატეგიების ეფექტურ განხორციელებას. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ შემდეგში:

• კომპანიის აქტივების ოპტიმიზაცია – თქვენი გადაწყვეტილების მიღების უნარების და რესურსების განმტკიცება ისე, რომ აქტივების განთავსების გადაწყვეტილებები ითვალისწინებდეს ორგანიზაციის ხედვას, იმუშავდებდეს მოკლევადიან სარგებელს და აფუძნებდეს გრძელვადიანი სტრატეგიული პრიორიტეტების მიღწევისთვის საფუძვლიან ბაზას. 

• ადგილის შერჩევა – ლოკაციების შერჩევა, რომლებიც ახალ ბაზრებთან წვდომის საშუალებას იძლევა, საოპერაციო ხარჯების მიზნებს ითვალისწინებს, სამუშაო ტალანტთან წვდომის გაუმჯობესება და ქვეყნის ანალიზიდან დაწყებული დეტალური სამუშაო ბაზრით და ადგილის წინასაინვესტიციო შეფასებით დამთავრებული საკითხებში დახმარება.  

• წახალისების მოლაპარაკებები – ხელსაყრელი წახალისების შედეგები თითოეული სამუშაო ერთეულისთვის და საინვესტიციო პროექტისთვის შედეგებზე ორიენტირებული დისკრეციული და ნორმატიული წახალისების პროცესების გამოყენება.

სამომხმარებლო ოპერაციები

რა გამოცდილება რჩებათ მომხმარებლებს როდესაც თქვენს ბიზნესთან ურთიერთქმედებენ? 

დელოიტის მომხმარებლებთან ურთიერთობის ოპერაციული პრაქტიკა ეხმარება ორგანიზაციებს დანერგონ, განავითარონ და განახორციელონ მრავალარხიანი მომხმარებელთან ურთიერთობის შესაძლებლობები როგორც გარე ისე შიდა მომხმარებლებთან დაკავშირებულ ოპერაციებთან.

ჩვენ დაგეხმარებით შემდეგში:

• ოპერაციული შეფასება – პირველი ნაბიჯის გადადგმა იმის იდენტიფიცირებაში, თუ რა შეიძლება გაკეთდეს მომხმარებელთან ურთიერთქმედების ეფექტურობისა და ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად

•ოპერაციული მოდელის დიზაინი – ახალი ან გაუმჯობესებული ორგანიზაციული, შესაძლებლობების და ბიზნეს მოდელების დიზაინი და დანერგვა მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად და ხარჯის შესამცირებლად. 

• მრავალარხიანი ეფექტურობა – თანმიმდევრულობის, ინტეგრაციის გაუმჯობესება და მომხმარებლების ურთიერთქმედების არხების ეფექტურობა, დამატებითი არხების შესაძლებლობების განთავსებით.   

• ტექნოლოგიური შესაძლებლობები – საკონტაქტო ცენტრის ტექნოლოგიური სტრატეგიის, შერჩევის, დიზაინის და დანერგვის ხელმძღვანელობა და მონიტორინგი. 

• აღმასრულებელი სისტემის და სახელძღვანელო რუკის ტრანსფორმაცია - პრაგმატული, შესრულებადი გზების გაკვალვა მომხმარებელთან ურთიერთობის დადებითი ეფექტის მისაღებად.