Strategy Services Deloitte CIS

გადაწყვეტილება

სტრატეგიის მომსახურებები

კორპორატიული და ბიზნეს განყოფილების სტრატეგია

დელოიტის კორპორატიული და ბიზნეს ერთეულის სტრატეგიის კონსულტანტები ეხმარებიან უმსხვილეს და ყველაზე ინოვაციურ კომპანიებს განსაზღვრონ თავიანთი სტრატეგიული მიმართულება და მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები როგორც მთლიანი ორგანიზაციის, ისე სპეციფიური გეოგრაფიული ბიზნეს ერთეულების დონეზე. ეს მოიცავს სტრატეგიულ დაგეგმვას, ზრდის იდენტიფიცირებას (ორგანული და არაორგანული), პორტფელის ოპტიმიზაციას, გაურკვეველ ვითარებაში სცენარების დაგეგმვას, ახალ საბაზრო სტრატეგიებს და კონკურენტულ სტრატეგიას.

ჩვენ, აგრეთვე, სტრატეგიის განსაზღვრის გარდა, ვეხმარებით კომპანიებს მიიღონ შემდგომი ნაბიჯები ამ სტრატეგიის ეფექტურად განსახორციელებლად. ეს გულისხმობს ხარჯების შემცირების პროგრამებს,  M&A სტრატეგიას, სტრატეგიულ სისტემებსა და შესაძლებლობების დიზაინს. სტრატეგიიდან დანერგვამდე, ჩვენ ვთავაზობთ მორგებულ სერვისებს და სიღმისეულ ინდუსტრიულ ხედვას იმისათვის, რომ გაუმკლავდეთ ყველაზე კომპლექსურ გამოწვევებს ბიზნესში.

ციფრული სტრატეგია

დელოიტის ციფრული სტრატეგიის მომსახურება უზრუნველყოფს კომპანიებს შესაძლებლობით უპასუხონ ახალ იმპერატივებს, რომლებიც ციფრული რღვევით წარმოიქმნება, გადაწყვეტილებათა ინტეგრირებული სპექტრის საშუალებით, რაც ქმნის ფასობრივ უპირატესობას და უმაღლესი ხარისხის დიფერენციაციას. 

ციფრული სტრატეგიის საფუძველს წარმოადგენს იმის გაცნობიერება, თუ როგორ ცვლის ციფრული ტრანსფორმაცია კონკურენტული უპირატესობის პირველად  მამოძრავებლებს - მომხმარებელი, პლატფორმა და მონაცემები. მომხმარებლის მოპოვება ცენტრალურ ნაწილად რჩება, თუმცა სადაც ერთ დროს კრიტიკული იყო მაკონტროლებელი აქტივები, დღეს წარმატება ეყრდნობა პლატფორმის ფლობასა და მონაცემების გააქტიურებას.

ფასწარმოქმნის სტრატეგია

ფასის და მოგების ეფექტური ბალანსი ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამოწვევაა. დელოიტის ფასდადებისა და მომგებიანობის მართვის პროფესიონალები ეხმარებიან ორგანიზაციებს გააერთიანონ კომერციული ფასდადების სტრატეგიების, პროცესებისა და შესაძლებლობების სპექტრი ბიზნესის, მარკეტინგის, მომხმარებლის სეგმენტაციასა და შესაბამის სტრატეგიებთან.

მომხმარებლისთვის ღირებულების განმსაზღვრელი ფაქტორებითა და ტრანზაქციების ანალიზით დაწყებული, ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს გაშალონ თავისი ბიზნეს საქმიანობები იმ სახით, რომ დაინახონ ბიზნესის სხვადასხვა ნაწილი, განსაზღვრონ თითოეული პროდუქტის ეკონომიკური ღირებულება მომხმარებლისათვის და შეიმუშაონ გზები ამ ღირებულების მოხმარებლამდე გადასაცემად იმ ფასებში, რომელიც ესადაგება როგორც მომხმარებლის მოლოდინებს, ასევე ოპტიმალურია მომგებიანობის თვალსაზრისით.

 

სამომხმარებლო და მარკეტინგული სტრატეგია

დელოიტის სამომხმარებლო და მარკეტინგული სტრატეგიის გუნდი ეხმარება ორგანიზაციებს შექმნან განხორციელებადი სტრატეგიები ზრდისა და ღირებულების შექმნის, პორტფოლიოს ოპტიმიზაციის, დიფერენციაციის და დესტრუქციის მიზნით. ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს მიაღწიონ ორგანულ, კლიენტებზე ორიენტირებულ ზრდას. ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ მარკეტინგის, ბრენდის და სტრატეგიის აღმასრულებლებთან, რომლებსაც აქვთ გრძელვადიანი ინიციატივების განხორციელების ვალდებულება შედეგების ახლო ვადებში მიღების პირობებში. ჩვენ ვეხმარებით მათ განახორციელონ მომხმარებლებზე ორიენტირებული ცვლილებები და ზრდა ორგანიზაციებში. 

ჩვენი სერვისი ემსახურება სამი ტიპის მომხმარებელს და მარკეტინგულ ტრანსფორმაციას: 1) ზრდა და მარკეტინგი 2) მარკეტინგული ანალიზი და ოპერაციები 3) მომხმარებლის გამოცდილება და სერვისი. სტრატეგიიდან ტრანსფორმაციამდე, ჩვენ ვასრულებთ არქიტექტორების ფუნქციას, რათა  აღმოვაჩინოთ და წვდომა გვქონდეს შესაძლებლობებზე და მოვახდინოთ რელევანტური სტრატეგიებისა და რუკების დიზაინი ამ შესაძლებლობების გამოყენებისათვის. ეს გულისხმობს მარკეტინგული სისტემების დანერგვას, რაც  ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებასა და თავდაჯერებული წინსვლის საშუალებას იძლება.

ინოვაცია

ბიზნესი ვითარდება და წინ მიიწევს ინოვაციების დამსახურებით. დუბლინი არის დელოიტის ინოვაციური გამოცდილების ცენტრი, რომელიც აერთიანებს ფართო არჩევანს, შესაძლებლობებს და ხალხს, რათა დაეხმარონ ორგანიზაციებს ზრდის და კეთილდღეობის ახალი წყაროს შექმნაში. 

 

ჩვენი გლობალური გამოცდილების ცენტრის თანამშრომლები აერთიანებენ სტრატეგიას და ოპერაციების შესაძლებლობებს, დახვეწილ ინოვაციებსა და დიზაინის მეთოდებს, რომლებიც ორიენტირებულია თქვენს დასახმარებლად: 

1. დასახოთ და დანერგოთ ინოვაციური სტრატეგია

2. გაიაზროთ, განავითაროთ და დაიწყოთ ინოვაციური პროცესები, და 

3. შექმნათ საკუთარი ინოვაციებისა და კომპეტენციების პოტენციალი, მათ შორის, ორგანიზაციის კულტურის შეცვლა და განვითარება.