სტატია

ბიზნეს ტენდენციები - 2014

რა ხდება მსოფლიო ეკონომიკაში

დღესდღეობით კომპანიების ხელმძღვანელები საჭიროებენ მკაფიო და მიზანმიმართულ რეკომენდაციებს ბიზნეს გარემოს განვითარების ძირითად ტენდენციებთან დაკავშირებით. დელოიტის 2014 წლის ბიზნეს ტენდენციების ანგარიშში წარმოდგენილია 9 ძირითადი ტენდენცია, რომლებიც დაკავშირებულია მრავალი ორგანიზაციისთვის უმნიშვნელოვანეს კითხვასთან: რა ხდება მსოფლიო ეკონომიკაში? აღნიშნული ტენდენციები, რომლებიც ეფუძნება გრძელვადიან და შეუქცევად ცვლილებებს, სულ უფრო მეტ ზეგავლენას იქონიებს სტრატეგიულ პრიორიტეტებზე სამი განსხვავებული მიმართულებით: ახალი მომხმარებლები, ახალი კონტაქტები და ახალი ხელმძღვანელობა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მომავლის წინასწარმეტყველება, ჩვენ ვფლობთ გარკვეულ უპირატესობებს: ჩვენ ვემსახურებით კლიენტებს, რომლებიც ქმნიან ამ მომავალს და ასევე, ჩვენ გვყავს 200 000 ნიჭიერი თანამშრომელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის გამოჩენილი ინტელექტუალური ლიდერები, რომლებიც გვეხმარებიან ამ საქმეში. ამასთანავე, გვაქვს წვდომა საუკეთესო ექსპერტებთან, გულწრფელად დაინტერესებული ვართ შედეგებით და ვიცავთ ობიექტურობისა და სიზუსტის პრინციპებს. სწორედ ამ პრინციპებით ვხელმძღვანელობდით 2014 წლის ბიზნეს ტენდენციების ანგარიშის მომზადებისას და გამოკითხვის წარმოებისას, რომელიც ჩატარდა მსოფლიოს 400-ზე მეტ მაღალი რანგის ხელმძღვანელს შორის.

აღნიშნული ტენდენციების ბევრი ასპექტი ახალი არ არის, თუმცა ცვლილებები, რომლებიც მათ საფუძვლად დაედო, იმდენად მნიშვნელოვანი და უჩვეულოა, რომ დღევანდელ დღემდე მათი გაკონტროლება, გაგება და გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა.  აღნიშნული ტენდენციები შეიძლება პირობითად დაიყოს 3 ძირითად კატეგორიად, რომელთაგან თითოეული განიცდის მნიშვნელოვან ცვლილებებს გლობალიზაციის ახალ ტალღასთან ერთად. ეს კატეგორიებია - ახალი მომხმარებლები, ახალი კონტაქტები და ახალი ხელმძღვანელობა.

ბიზნეს ტენდენციები - 2014

ახალი მომხმარებლები. ახალი კონტაქტები. ახალი ხელმძღვანელობა. როგორ აისახება გლობალიზაციის ახალი ტალღა თქვენს ორგანიზაციაზე?

ახალი საქმიანი კონტაქტები: ორგანიზაციებს და საზოგადოებრივ მოძრაობებს საშუალება ექნებათ იმუშაონ უჩვეულო ფორმატში, თუმცა მეტ ყურადღებას დაუთმობენ ცოდნისა და თანამშრომლობის მეთოდების ინტეგრაციის ახალ და უფრო ეფექტურ საშუალებებს.

ახალი ხელმძღვანელობა: გლობალიზაციის ახალ ტალღასთან ერთად ბიზნესის ახალი მოთამაშეები შეასრულებენ მთავარ როლს მიმდინარე სიტუაციის მართვასა და ახალი ბიზნეს პრაქტიკის ფორმირების საკითხში.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ტენდენციები სულ უფრო მეტ გავლენას იქონიებს სტრატეგიულ პრიორიტეტებზე და გულახდილად იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი სტრატეგიული ხედვა შეავსებს გლობალიზაციის ახალი ტალღის მართვის თქვენეულ მიდგომას. 

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?