სტატია

ინოვაციების ათი სახეობა

როგორ მოვახდინოთ გარღვევა?

მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ინოვაციების დანერგვის ორგანიზებული და თანმიმდევრული მეთოდი არ არსებობს, მცდარია.

აღნიშნულ პუბლიკაციაში Deloitte Consulting LLP-ის Doblin-ის ინოვაციების ჯგუფის ცნობილი სპეციალისტები მოგითხრობენ თქვენ და თქვენს თანამშრომლებს თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც ფსონები საკმაოდ მაღალია, ვადები მცირე, ხოლო ინოვაციების დანერგვის საჭიროება კი სულ უფრო იზრდება.

ინოვაციებთან დაკავშირებული სხვა პუბლიკაციებისგან განსხვავებით, აღნიშნული სახელმძღვანელო გაძლევთ ფიქრისა და  გააზრების საშუალებას და ამავდროულად, გამოირჩევა პრაქტიკულობით. ჩვენ წარმოგიდგენთ აღნიშნული პუბლიკაციის ანალიტიკური გამოყენების დეტალურ სახელმძღვანელოს არსებული ხარვეზების გამოვლენის მიზნით, რომელთა საშუალებით ხელმძღვანელები შესძლებენ ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირებას ინოვაციების დანერგვის მიზნით და რაც უფრო მნიშვნელოვანია, არსებული პროექტების განვითარებისა და ხელშეწყობისათვის.  

პრაქტიკული სავარჯიშოებისა და ტიპიური მაგალითების წყალობით, აღნიშნული სახელმძღვანელო იდეალურია მათთვის, ვინც ინოვაციების დანერგვის საიმედო გზას ირჩევს.  

იხილეთ სრულად 

ინოვაციების ათი სახეობა

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?