სტატია

საგადასახადო და საინვესტიციო საკითხები საქართველოში

საქართველო კავკასიის განვითარებადი ეკონომიკური ცენტრია. ბოლო წლების მანძილზე იგი გამოირჩევა  ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლებით, ლიბერალური საგადასახადო და შრომითი კანონმდებლობით, ხელსაყრელი ბიზნეს გარემოთი, კორუფციის დაბალი მაჩვენებლებით, უსაფრთხოების მაღალი ხარისხითა და უცხოური ინვესტიციებისადმი გახსნილობის მაღალი დონით.

2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. 2017 წლის 2 თებერვალს ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ხმა მისცა საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას შენგენის ზონაში, ხოლო უვიზო რეჟიმი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ძალაში შევიდა 2017 წლის აპრილში.

საქართველოში არსებობენ სახელმწიფო და კერძო საინვესტიციო ფონდები, რომლებიც მიესალმებიან უცხოურ ინვესტიციებს ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელების მიზნით სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და ჰიდრო-ენერგო სექტორში.

საქართველომ მე-7 ადგილი დაიკავა (190 ქვეყნიდან) მსოფლიო ბანკის 2020 წლის ბიზნესის წარმოების რეიტინგში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი გარემოს მქონე ქვეყანამ ბიზნესის საწარმოებლად. საქართველომ დაიკავა 26-ე ადგილი  (180 ქვეყნიდან) ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით The Heritage Foundation-ის რეიტინგში.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ საგადასახადო და საინვესტიციო საკითხების გზამკვლევი.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?