სტატია

სატრანსფერო ფასწარმოქმნის სემინარი

23 იანვარს დელოიტის თბილისის ოფისში გაიმართა სემინარი სატრანსფერო ფასწარმოქმნის თემაზე ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის.

თანამედროვე გლობალიზებულ ეკონომიკაში და საგადასახადო ორგანოების მხრიდან გაძლიერებული ყურადღების პირობებში, აუცილებელია, რომ კომპანიებმა გამოიყენონ საბაზრო ფასების მიდგომა კონტროლირებულ ოპერაციებში. საგადასახადო ორგანოების მხრიდან უფრო და უფრო მეტი ყურადღება ეთმობა კომპანიების სატრანსფერო ფასწარმოქმნის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხებს.

დელოიტის საქართველოს ოფისის სატრანსფერო ფასწარმოქმნის სპეციალისტებმა ქეთევან კუხიანიძემ და მიხეილ ჩაფურიშვილმა სემინარზე განიხილეს საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების პრობლემატური საკითხები და ადგილობრივი პრაქტიკა.

ღონისძიებამ ძალზედ საინტერესოდ და პროდუქტიულად ჩაიარა, რასაც ადასტურებდა სემინარის მონაწილეთა აქტიური ჩართულობა საკითხების განხილვის პროცესში, დასმული შეკითხვების სირთულე და მონაწილეებისგან მიღებული დადებითი გამოხმაურება სემინარზე.

 

 

 

 

 


 

 

 

 

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?