Transfer Pricing

მომსახურება

საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციები

ბიზნეს მოდელის ოპტიმიზაცია

საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციები

 

მსოფლიოში, საგადასახადო ორგანოები უფრო და უფრო მეტად ახდენენ ფოკუსირებას იმ კომპანიებს შორის განხორციელებულ ტრანზაქციებზე, რომლებიც  ერთი და იმავე იურიდიულ პირში არიან მოქცეული, სხვადასხვა იურისდიქციების კანონმდებლობისა და რეგულაციების სირთულე საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებს აქცევს გლობალური ბიზნესებისთვის წამყვან პრობლემად რისკის მენეჯმენტის კუთხით.

დელოიტ საქართველოს საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების გუნდი არის ერთერთი საუკეთესოთა შორის ამ რეგიონში და მდებარეობს იდეალურ ადგილას, რათა დაგეხმაროთ თქვენი საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების სტრატეგიისა და დოკუმენტაციის დაგეგმვაში, დახმარება გაგიწიოთ საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებულ წინასწარი შეთანხმების დადებაში და დაგეხმაროთ ნებისმიერ დავაში, რომელმაც შეიძლება ადგილი იქონიოს.

ჩვენ ვმუშაობთ დელოიტის სპეციალისტებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით და შეგვიძლია დავხვეწოთ თქვენი ბიზნეს მოდელი იმგვარად, რომ ერთმანეთთან დავაბალანსოთ თქვენი ოპერაციების მოთხოვნები და საერთაშორისო საგადასახადო კანონმდებლობა და ამის შემდგომ ინტეგრაცია მოვახდინოთ თქვენს ბიზნეს მოდელში. 

საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების დაგეგმვა და დოკუმენტაცია

 

ჩვენს ექსპერტებს გააჩნიათ საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული ადგილობრივი კანონმდებლობის ძირფესვიანი ცოდნა, რათა უზრუნველყოფილ იქნას თქვენთვის საუკეთესო რჩევისა თუ დახმარების გაწევა. ჩვენი კორპორაციული პროგრამა გამორიცხავს მექანიკურ შეცდომებს და იძლევა უფრო სწრაფ შედეგებს, რაც ნიშნავს იმას რომ ჩვენ ძალგვიძს დავაკმაყოფილოთ დახმარების გადაუდებელი მოთხოვნები.

ასე რომ, თუ თქვენ გჭირდებათ რჩევა დოკუმენტაციასა ან სრულად დაგეგმილ საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებით დოკუმენტების  სრული პაკეტით, ჩვენი სპეციალისტები მზად არიან დასახმარებლად.

დავის თავიდან აცილება: საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების წინასწარი შეთანხმება

 

საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების სასამართლო სამართალწარმოება ძვირადღირებულია, მოითხოვს მენეჯერების დროს და საკმაოდ დიდი რისკის მატარებელია. ბიზნესებმა, რომლებსაც აქვთ დიდი რაოდენობის საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციები ან შეზღუდული რაოდენობის, მაგრამ დიდი მოცულობის საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციები, უნდა განიხილონ მათ ხელთ არსებული გზა - საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების წინასწარი შეთანმება საგადასახადო ორგანოებთან.  

ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ რომ განავითაროთ ფასწარმოქმნის მეთოდოლოგია, აწარმოოთ მოლაპარაკებები და მიაღწიოთ შეთანხმებას საგადასახადო ორგანოებთან წინასწარ, რაც მიანიჭებს თქვენს ბიზნესს მნიშვნელოვან უსაფრთხოებას. 

დავის გადაწყვეტა

 

საგადასახადო ორგანოებთან დავისას თქვენ გესაჭიროებათ საუკეთესო რჩევა და დახმარება. ჩვენი მიზანია ყოველთვის მივიდეთ შეთანხმებამდე და თავიდან ავიცილოთ სასამართლო სამართალწარმოება, მაგრამ თუ დავა მივა სასამართლომდე, სასიამოვნოა ვიცოდეთ, რომ ჩვენს დავის გადმწყვეტ გუნდს აქვს წარმატებების მაღალი მაჩვენებლები.

ჩვენ გუნდს შეუძლია დახმარება გაგიწიოთ საგადასახადო დავების გადაჭრაში საქმის სასამართლოში მიტანამდე, საგადასახადო აუდიტებისას იურიდიულ მხარდაჭერაში, საგადასახადო აუდიტის წინააღმდეგ პროტესტის მომზადებაში და წარმომადგენლობაში საგადასახადო აუდიტის მასალების საგადასახადო ორგანოებში  განხილვისას. ჩვენ შეგვიძლია თქვენი ინტერესები წარმოვადგინოთ ყველა ტიპის პროცესში, დაგეხმაროთ ჩამოაყალიბოთ თავდაცვის სტრატეგია, დაგეხმაროთ მიიღოთ ზომები, რათა შეიკრიბოს საჭირო თანხები, სასამართლო დოკუმენტების მომზადებაში და სასამართო მოსმენისას მონაწილეობაში. 

ბიზნეს მოდელის ოპტიმიზაცია

 

მულტინაციონალური კომპანიისთვის გლობალური ბიზნეს მოდელის განსაზღვრა აღარ წარმოადგენს არჩევნის საკითხს. მუდმივად არის საჭიროება უზრუნველყოფილ იქნას ტექნოლოგიური წინსვლების ათვისება, საუკეთესო პრაქტიკისა და პროცესების დანერგვა და საკანონმდებლო გარემოს ცვლილებებთან ადაპტირება. ბიზნეს მოდელის ოპტიმიზაცია (ბმო) ერთმანეთთან აბალანსებს ოპერაციების მოთხოვნებსა და საგადასახადო კანონმდებლობას და მათ ინტეგრირებას ახდენს ბიზნეს მოდელში. ეს უზრუნველყოფს, რომ საგადასახადო დაგეგმვამ უარყოფოთი ზეგავლენა არ მოახდინოს კომპანიის მოგება-ზარალზე და რომ ბიზნეს მოდელმა არ დათმოს ნაწილი ანდა მთლიანი ღირებულება რომელსაც ის ქმნის.

ჩვენ მოგაწვდით მაღალი ხარისხის, თქვენს მოთხოვნებზე მორგებულ საგადასახადო და ბმო მომსახურეობებს, რომლებიც ფოკუსირებას ახდენენ მულტინაციონალური კომპანიებისთვის დახმარების გაწევაზე ოპერაციული და საგადასახადო დაგეგმვის ინტეგრირებაში მზრდადი და მდგრადი გზით, რათა შესაძლებლობა მოგცეთ მიიღოთ უფრო ეფექტური გადაწყვეტილებები.

ოპერაციული საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციები

 

მოგების გადასახადის დეპარტამენტები ხშირად აწყდებიან მათი ბიზნესის ერთეულების მხრიდან  ერთმანეთთან შეუსატყვის საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების მონაცემებს და ამან შესაძლოა მკვეთრად გაზარდოს ბიზნესის კომპლექსური ბუნება და თქვენი გუნდის სამუშაო დატვირთვა და შესაძლოა გამოიწვიოს პრობლემები კვარტლისა თუ წლის დასასრულს.

თუ თქვენს ბიზნესს აქვს მნიშვნელოვანი შიდა ტრანზაქციები, შეუსატყვისი ან გაუთვალისწინებელი სარეთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შედეგები, რომლებიც დამამძიმებელს ხდიან მონაცემთა მოპოვებას ან ართულებენ ეფექტური საგადასახდო განაკვეთის პროგნოზირებას, ჩვენს სპეციალისტებს შეუძლიათ იმუშაონ თქვენს არსებულ საწარმოო რესურსების დაგეგმვის სისტემასთან (ERP System), ახალი იარაღებისა და პროცესების შემოთავაზებით, რათა დავეხმაროთ თქვენს საგადასახადო განყოფილებას გადალახონ მონაცემებსა და პროცესებთან დაკავშირებული პრობლემები. 

ჩვენი მიდგომა სტრუქტურირებულია, არ არის დამოკიდებული პლატფორმაზე და მოგცემთ ძალას ეფექტურად მართოთ თქვენი საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების სისტემა, რაც მოუტანს თქვენს ბიზნესს მაქსიმუმ სარგებელს და მინიმუმდე დაიყვანს რისკებს.

თქვენი ოპერაციული საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების სისტემის დალაგება მოგცემთ საშუალებას აკონტროლოთ თქვენი საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების მდგომარეობა და აღმოაჩინოთ მარტივი მოგებები, შესაძლებლობები, ანომალიები და ტენდენციები, როგორც თქვენს ინდივიდუალურ ტრანზაქციებში, ასევე თქვენს ფართო საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებში.