Business Process Solutions

გადაწყვეტილება

ბიზნეს პროცესების გადაწყვეტილებები

ყველა ზომის კომპანიამ გაათვითცნობიერა ის უპირატესობები, რაც მოაქვს დამხმარე ხასიათის მქონე ფუნქციების აუთსორსინგს. რადგან სპეციალისტი თავის თავზე იღებს თქვენი საგადასახადო დაკლარაციების წარდგენას, ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას, სახელფასო, ადამიანური რესურსების ან საერთაშორისო რეპორტინგს, თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ კონცენტრირება მოახდინოთ იმაზე, რასაც ნამდვილად აქვს მნიშვნელობა: თქვენი აქციონერებისა თუ მეწილეებისთვის ბიზნესის ღირებულების გაზრდაზე.

მკვიდრდება თუ არა თქვენი ბიზნესი ადგილობრივ ბაზარზე, ან არის თუ არა ის მულტინაციონალური კორპორაცია და სადაც არ უნდა იყოს თქვენი ოპერაციები დსთ-ს მასშტაბით, ჩვენი გუნდი ფლობს იმ გადაწყვეტილებებს რომლებსაც ეძებთ. ჩვენს გუნდს აქვს წვდომა დელოიტის პროფესიონალებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა უზრუნველყოფილ იქნას თქვენთვის მაღალი ხარისხის კონსულტაციის გაწევა, რომელიც თქვენ გესაჭიროებათ რომელ ბიზნეს სექტორშიც არ უნდა მოღვაწეობდეთ.

 

ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ საქართველოს საგადასახადო თუ ბუღალტრული კანონმდებლობისა თუ რეგულაციების მომავალი ცვლილებების განხილვაში სამთავრობო და სახელმწიფო ორგანოებთან  და ვიცით ახალი რეგულაციური მოთხოვნები და ბიზნესზე მათი გავლენა. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ გადაწყვეტილებები იმ დროისთვის, როცა ახალი რეგულაციები შევა ძალაში.

ბევრი კომპანია გვენდობა, რათა მთლიანად ავიღოთ ჩვენს თავზე მათი საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის პროცესები. ჩვენი დახვეწილი საგადასახადო კანონმდებლობის პროცესები და საკუთარი ტექნოლოგიების გამოყენება შეიძლება იყოს ის გადაწყვეტილება რომელსაც ეძებთ. ჩვენი საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისად დეკლარირების მომსახურება მოიცავს:

  • ოპტიმალური მიდგომის ჩამოყალიბება საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის პროცესებისადმი, რომელიც ფოკუსირდება თქვენი ინდუსტრიის სპეციფიკასა და რეგიონალურ საგადასახადო შეღავათებზე
  • საგადასახადო პოლიტიკისა და საგადასახადო ბუღალტერიის მეთოდოლოგიის  შემუშავება
  • საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის აუთსორსინგი, საგადასახადო დავთრის წარმოება, საგადასახადო ანგარიშის მომზადება და წარდგენა, რათა უზრუნველყოფილ იქნას საგადასახადო ვალდებულებების დროული შესრულება
  • საგადასახადო რისკებისადმი პროაქტიული მიდგომა, დაბალანსებული და უსაფრთხო საგადასახადო პოზიციის შემოღება
  • საგადასახადო ანგარიშგების გადახედვა თქვენი კომპანიის სპეციფიკაზე მორგებული რისკზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებით

ეს „გონივრული” მიდგომა დაცულია საგადასახადო და იურიდიული სპეციალისტებისადმი ჩვენი წვდომით, რომლებიც მუშაობენ ინდუსტრიის ყველა სექტორში. საგადასახადო დავის გადაჭრის პროფესიონალების ჩვენი გუნდი ჩართულია ყველა საგადასახადო პოზიციაში რომელსაც ვიღებთ.

საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისად დეკლარირება

ეძებთ სერვისების სრულ პაკეტს, როცა თქვენი ფინანსური გუნდი ინარჩუნებს მხოლოდ ზედამხედველობის ფუნქციას, თუ ეძებთ მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტის მომზადებისთვის დახმარებას, ჩვენი ექსპერტების გუნდი გაგიწევთ დახმარებას რომელიც გესაჭიროებათ: 

  • ბუღალტრული პოლიტიკისა და მეთოდოლოგიის შემუშავება ფასს-თან შესაბამისობაში
  • დოკუმენტების დინებისა და შიდა კონტროლის პროცედურების შემუშავება
  • ბუღალტერიისა და სხვა ყოველდღიური მხარდაჭერის (პირველადი დოკუმენტები, საგადასახადო დავალებები, ხარჯთაღრიცხვის ანგარიში და სხვა) აღმოჩენა
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შედარება
  • კანონით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგებისა და მენეჯერული ანგარიშგების მომზადება
  • ნებისმიერი ფინანსური აუდიტისას მხარდაჭერა
  • ფინანსური ანგარიშგებების გადახედვა
  • ბუღალტრული აღდგენა
  • მოკლე ან გრძელვადიანი შიდა საოფისე დახმარება დელოიტის პროფესიონალის მხრიდან
  • ჩვენს გუნდს გააჩნია დიდი გამოცდილება სხადასხვა საწარმოო რესურსების დაგეგმვის სისტემების (ERP systems) გამოყენებასა და დანერგვაში.

ბუღალტერია

ხართ თუ არა საერთაშორისო ბიზნესის შვილობილი კომპანია, რომელიც ოპერირებს საქართველოში ან ქართული საწარმო, რომელიც ეძებს უსაფრთხოებასა და სანდოობას, ჩვენ დაგეხმარებით შეადგინოთ ფინანსური ანგარიშგება, რომელიც შეესაბამება ფასს-ს (IFRS), აშშ-ს საბუღალტრო აღრიცხვის ზოგადად აღიარებულ პრინციპებს (US GAAP) ან თქვენს საკუთარ შიდა სტანდარტებს. ჩვენი მომსახურეობები მოიცავს:

  • აღრიცხვის წარმოებას ფასს (IFRS) ან აშშ-ს საბუღალტრო აღრიცხვის ზოგადად აღიარებულ პრინციპებთან (US GAAP) შესაბამისობაში, საქართველოს საბუღალტრო აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისად აღრიცხვის წარმოების პარალელურად
  • რეკომენდაციებს ტრანსფორმაციული ცვლილებების შემადგენლობაზე ინდუსტრიის სპეციფიკურ კუთხეებზე დაყრდნობით
  • ფასს-სა (IFRS) და აშშ-ს საბუღალტრო აღრიცხვის ზოგადად აღიარებულ პრინციპებთან (US GAAP) შესაბამისობაში ანგარიშგების პაკეტის მომზადების მოთხოვნების ახსნა-განმარტებას
  • საგადასახადო ბუღალტერიას ( მიმდინარე და გადავადებული საგადასახადო ვალდებულებები) ფასს-სა (IFRS) და აშშ-ს საბუღალტრო აღრიცხვის ზოგადად აღიარებულ პრინციპებთან (US GAAP) შესაბამისობაში და საგადასახადო პაკეტის მომზადებას

საერთაშორისო ანგარიშგების მომზადების მომსახურეობები

ხელფასის კალკულაცია და დამუშავება არის რთული და სენსიტიური პროცესი. ბევრი კომპანია უპირატესობას ანიჭებს ამ ფუნქციის აუთსორსინგს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისთვის, რათა შეინარჩუნონ კონფიდენციალურობა, უზრუნველყონ შესაბამის კანონთან თანხვედრა და შეამსუბუქონ საგადასახადო და სამუშაო რისკები. ჩვენ მოხარული ვიქნებით გაგიწიოთ სრული სპექტრის სახელფასო მომსახურეობები:

  • თანამშრომლის ნეტო ხელფასის გამოანგარიშება ნებისმიერი ტიპის ჯამაგირთან მიმართებაში: დაწყებული ხელფასითა და ბონუსით და დამთავრებული კოეფიციენტებითა და დანამატებით, ავადმყოფობის შვებულებითა და ანაზღაურებადი შვებულებით, კვებითი, საცხოვრებელი ადგილის, სამუშაო ურთიერთობის გაწყვეტის ანაზღაურებით და ა.შ.
  • სახელფასო ანაზღაურების ამსახველი ფურცლის დარიგება თანამშრომლებისთვის
  • ხელფასთან დაკავშირებული გადასახადისა და სოციალური გადასახადის გამოანგარიშება
  • კანონით განსაზღვრული სახელფასო ანგარიშგებისა და მენეჯმენტური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა
  • სახელმწიფოს ოფიციალურ ორგანოებთან მიმართებაში, როგორიცაა ადგილობრივი საგადასახადო ინსპექციები, მხარდაჭერა
  • დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაცია
  • სამივლინებო და ხარჯების ანგარიშგების გადახედვა, რათა უზრუნველყოფილ იქნას შესაბამისობა შიდა პოლიტიკებთან და დაცული იყოს ოფიციალური მარეგულირებელი მოთხოვნები

ჩვენ ასევე შეგვიძლია სახელფასო მდგომარეობის გადახედვა: თქვენი სახელფასო ანგარიშების, პოლიტიკების, პროცედურების გადახედვა, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი შესაბამისობა საქართველოს მიმდინარე კანონმდებლობასა და ბაზრის საუკეთესო პრაქტიკასთან.

ხელფასი

ადამიანური რესურსების კანონმდებლობის დაცვა საქართველოში არის რთული და მოითხოვს ადმინისტრაციულ დროს, რაც არის მიზეზი იმისა, რომ ბევრი კომპანია ირჩევს ჩვენს მომსახურეობას მოვუგვაროთ მათ ადამიანური რესურსების კანონმდებლობის დაცვის საკითხები:

  • ადამიანური რესურსების სავალდებულო დოკუმენტების მომზადება საქართველოს შრომის კოდექსთან შესაბამისობაში, როგორიცაა სამუშაოზე აყვანა, სამუშაოს შეწყვეტა, დღესასწაულები, მივლინებები და სხვა ადამიანური რესურსების მოვლენები
  • ადამიანური რესურსების კანონმდებლობასთან შესაბამისობის რეგულარული გადახედვა, რათა უზრუნველვყოთ პროცესების მიმდინარე შრომის კოდექსთან თანხვედრა
  • შიდა პროცედურების, სახელმძღვანელო დოკუმენტებისა და პოლიტიკების შემუშავება და დანერგვა; გლობალური პოლიტიკების ადაპტაცია, რათა თანხვედრაში მოვიდეს ქართულ შრომის კოდექსთან
  • ადამიანური რესურსების დოკუმენტების დანაკლისისას, მათი აღდგენა
  • საპენსიო სერთიფიკატების აღება და ახლად აყვანილი თანამშრომლების საპენსიო ფონდში დარეგისტრირება
  • მუშაობისას უსაფრთხოების ორგანიზება
  • სამხედრო ადამიანური რესურსების კანონმდებლობის დაცვა
  • კონსულტაცია დასაქმებასთან, შრომის კოდექსთან და გადასახადებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე
  • შრომის აუდიტისას დახმარების გაწევა
  • მოკლე ან გრძელვადიანი შიდა საოფისე დახმარება დელოიტის პროფესიონალის მხრიდან

დელოიტის ექსპერტები იურიდიულ საკითხებში ყოველთვის მზად არიან მოგცეთ რჩევა შრომის კოდექსთან დაკავშირებულ რთულ საკითხებზე.

ადამიანური რესურსების მომსახურეობები