Global Business Tax Services

გადაწყვეტილება

ბიზნეს გადასახადის მომსახურეობები

საერთაშორისო ბიზნესს საქართველოში აქვს მართვის, დაბეგვრისა და დეკლარირების სპეციფიკური მოთხოვნები. ჩვენს გუნდს შეუძლია შემოგთავაზოთ საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისად დეკლარირებისა და საკონსულტაციო მომსახურეობები საგადასახადო ორგანოებთან რაიმე საგადასახადო დავის წამოჭრის შემთხვევაში. დავების გადაწყვეტის ჩვენი გუნდი არის სწორუპოვარი დავების მოლაპარაკებებითა თუ სასამართლო გზით გადაჭრის კუთხით.

საერთაშორისო და ქართულ ბიზნესებს გააჩნიათ სპეციფიკური საგადასახადო პრობლემები საქართველოში. ჩვენ გუნდს შეუძლია გაგიწიოთ კვალიფიციური საგადასახადო კონსულტაციები, საგადასახადო აუდიტი და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, რაც პასუხობს კონკრეტული ბიზნესის მოთხოვნებს ნებისმიერ სექტორში. ჩვენ დაგეხმარებით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს თქვენი ოპერაციების თანხვედრა შესაბამის საგადასახადო კანონმდებლობისა და რეგულაციების მოთხოვნებთან, თქვენის მხრივ ეფექტიანი ხარჯის გაწევით, ჩვენის მხრივ არსებული ინდუსტრიული სტანდარტების მიღწევითა და გადაჭარბებით.

საქართველოს ცვალებად და რთულ საგადასახადო გარემოში, მუდმივი მონიტორინგი და წინასწარი განჭვრეტაა საჭირო, რათა უზრუნველყოფილ იქნას თქვენი ბიზნესის საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობა და საგადასახადო მდგომარეობის ოპტიმიზაცია. თქვენი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია ცოდნა იმისა, რომ თქვენ თანამშრომლობთ კარგად დამკვიდრებულ, საიმედო და პროფესიონალური მომსახურების ფირმასთან, რომელსაც მართავენ კვალიფიციური, პასუხისმგებლობის მქონე და პროაქტიული სპეციალისტები.

გლობალური ბიზნეს გადასახადის მომსახურეობები

როგორ შეგვიძლია თქვენი დახმარება:

ჩვენს პროფესიონალებს მოგების გადასახადის სფეროში აქვთ ფართო გამოცდილება მსხვილი  უცხოური და ქართული კომპანიებისათვის კონსულტაციის გაწევაში ისეთ სექტორებში, როგორიცაა: ენერგია და ბუნებრივი რესურსები, წარმოება, ტელეკომუნიკაცია, ფარმაცევტული სექტორი, ვაჭრობა და ა.შ.  ჩვენ შეგვიძლია გავუწიოთ თქვენს ბიზნესს შემდეგი პროფესიონალური საგადასახადო მომსახურეობები:

  • კონსულტაცია გარკვეულ ოპერაციებთან დაკავშირებულ საგადასახადო კანონმდებლობასა და საგადასახადო შედეგებზე
  • დახმარება საქართველოში თქვენი ბიზნესის რეგისტრაციასთან, რეორგანიზაციასთან ან ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე
  • მომსახურეობები საქართველოში უცხოური ინვესტიციების სტრუქტურირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე
  • საგადასახადო ოპტიმიზაციის მომსახურეობები, რომლებიც მიზნად ისახავენ საგადასახადო დაგეგმვის შესაძლებლობების გამოყენებას და დანახარჯების ეფექტიანობის უზრუნველყოფას, ასევე ფულადი სახსრების მოძრაობის გაუმჯობესებას საგადასახადო საკითხებთან და რისკებთან მიმართებაში
  • საქართველოში კლიენტის ბიზნეს საქმიანობის საგადასახადო მიმოხილვა, რომელიც მიზნად ისახავს პოტენციური სარისკო არეების აღმოჩენას

კორპორატიული დაბეგვრა

ჩვენ ვმუშაობთ სხადასხვა ფუნქციონალური ერთეულებისაგან შემდგარი გუნდების პრინციპით, რათა უზრუნველვყოთ რომ  სრული წარმოდგენა გვქონდეს თქვენს ბიზნეს სექტორზე, რაც საშუალებას გვაძლევს გვერდი ავუაროთ მალულ ჩავარდნებს და ფოკუსირება მოვახდინოთ კვანძოვან საგადასახადო საკითხებზე. ჩვენი სპეციალიზირებული ცოდნა ნიშნავს იმას, რომ რის წინაშეც არ უნდა ავღმოჩნდეთ, მსგავსი საკითხები ჩვეულებრივ შეგვხვედრია წარსულში და გვაქვს ინოვაციური გადაწყვეტილებების არსენალი. დამატებითი ინფორმაციისათვის, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს, დაუკავშირდით ჩვენს უფროს მენეჯერს გიორგი თავართქილაძეს.

ინდუსტრიული ჯგუფები