Tax management consulting

მომსახურება

გადასახადების მართვის კონსალტინგი

ჩვენ შეგვიძლია გავუწიოთ ბიზნეს პროცესების მრავალმხრივი მხარდაჭერა კომპანიებს, რომლებიც ოპერირებენ ან აპირებენ დანერგონ ნებისმიერი პოპულარული საწარმოო რესურსების დაგეგმარების (ERP) პროგრამები (SAP ERP, Oracle E-Business Suite, Microsoft Dynamics, JD Edwards Enterprise One, Hyperion, Scala, 1C).

  • შესაბამისობის/სიცარიელეების ანალიზს
  • საგადასახადო და საბუღალტრო მეთოდოლოგიის შემუშავებას
  • საჭირო ფორმებისა და რეპორტების ავტომატიზირებისათვის საჭირო მოთხოვნების ფორმულირებას
  • სისტემის დიზაინის/ნახაზის მომზადებას/დამტკიცებას
  • სისტემის ტესტირებაში, სკრიპტებისა და სახელმძღვანელოების მომზადებაში მხარდაჭერას
  • მომხმარებლის ტრეინინგების ჩატარებას
  • სისტემის დანერგვის შემდგომ მხარდაჭერას მომხმარებლისთვის

ჩვენი მხარდაჭერა მოიცავს

ჩვენ ასევე გავწევთ მთელ რიგ საპროექტო სამუშაოებს, რათა ვუზრუნველყოთ თქვენი პროცესებისა და სისტემების მუშაობის გამოსავლიანობა და ეფექტურობა:

  • პროგრამათაშორისი ინტერფეისების შემუშავება სხვადასახვა საწარმოო რესურსების დაგეგმარების (ERP) სისტემებისათვის, მაგალითად 1C-ს და SAP-ს შორის
  • საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეტყობინებების მომზადება და მიმოხილვა დელოიტის კუთვნილი ტექნოლოგიების გამოყენებით
  • ფინანსური საერთო მომსახურების ცენტრების განხორციელებისას საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებული მხარდაჭერა
  • 1C-ის (ადგილობრივი ERP სისტემა) დანერგვა და ხარისხის უზრუნველყოფა, მათ შორის IFRS/US GAAP-ის მოდულების/სტანდარტების დანერგვა
  • საგადასახადო მხარდაჭერა ბიზნეს ტრასნფორმაციის პროექტებში, როგორიცაა: ცენტრალიზებული გადახდის პროცესები (payment factory), პერიოდის სწრაფი დახურვა (fast close) და სხვები
  • საგადასახადო და ბუღალტრული ფუნქციების განვითარება, რაც მოიცავს: ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით საგადასახადო და ბუღალტრული პროცესების უნიფიცირებასა და დახვეწას, შიდა საგადასახადო კონტროლის გაუმჯობესებას
  • საგადასახადო ანარიცხების ტექნოლოგიისა და პროცესების დანერგვა
  • დოკუმენტირების ელექტრონული დინების დანერგვა
  • საგადასახადო პროცესებისა და ტექნოლოგიების კომპანიების შერწყმის შემდგომი ინტეგრაცია (PMI) 
  • შესაბამისობის/სიცარიელეების ანალიზი, რაც მოიცავს შემოთავაზებული მეთოდოლოგიების ოპტიმალურ დანერგვას და ამა თუ იმ ERP სისტემაში საგადასახადო კანონმდებლობასთან შეასაბამისობის კონტროლს