Private Company Service

სტატია

კერძო კლიენტების მომსახურეობები

ბიზნეს სამყაროში, საგადასახადო, კანონმდებლობის დაცვის და საინვესტიციო გადაწყვეტილებები ყურადღებით განიხილება, ექსპერტულად სტრუქტურირებულია და მართულია პროფესიონალების მიერ. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი კერძო კლიენტები უნდა მოელოდენ მზრუნველობის იგივე სტანდარტს და ჰქონდეთ წვდომა ექსპერტების მსგავს მომსახურეობაზე.

ინდივიდუალურ პირებთან და მეწარმეებთან საქმიანობის ფართო გამოცდილებასთან ერთად, ჩვენ ასევე გვაქვს მუშაობის სპეციალური ექსპერტიზა „საფონდო“ ტიპის ინდივიდუალურ პირებთან (კერძო წილის, ჰეჯირების და უძრავი ქონების ფონდი), სპორტსმენებთან, შოუმენებთან, და იურიდიული ფირმების პარტნიორებთან და ასოცირებულ პირებთან.

ჩვენი გუნდი გაუძღვება თქვენს საგადასახადო, საიმიგრაციო, შეტყობინებების და ტრანზაქციის რეპორტინგს თქვენი სახელით. სპეციალისტის მიერ თქვენი საქმეების გაძღოლით უზრუნველყოფილია, რომ თქვენი საქმეების მართვისას ის იხელმძღვანელებს თქვენი  სპეციფიკური მდგომარეობით. 

კანონმდებლობის დაცვის მომსახურეობები

ჩვენ ვწევთ კონსალტინგის მომსახურეობას საგადასახადო, საიმიგრაციო, დასაქმების, ქონების დაგეგმვის, უძრავი ქონების და აქტივების ადგილის ცვლილების, საზღვარგარეთ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში, და შეგვიძლია გამოვიყენოთ სპეციალისტების უნარები მთელი ფირმიდან და საჭიროების შემთხვევაში დელოიტის ქსელში შემავალი წევრი კომპანიებიდან, რომლებიც მდებარეობენ მსოფლიოს 150 ქვეყანაში.

კონსალტინგი

კანონმდებლობის დაცვისა და საკონსულტაციო მომსახურეობების მთელ სპექტრთან ერთად, ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ საოჯახო ოფისებს ბიზნესისა და ინდივიდუალური მომსახურეობების მთელი სპექტრი, რომელიც მორგებულია კლიენტის სპეციფიკურ მოთხოვნებს, მათ შორის მოგების გადასახადის დაგეგმვა და კანონმდებლობასთან შესაბამისად დეკლარირება, საიმიგრაციო, საოჯახო და შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებული რჩევები.

საოჯახო ოფისისთვის მომსახურეობები