SAP

გადაწყვეტილება

საპი (SAP)

უფრო და უფრო მეტი კომპანია ხვდება, რომ საწარმოო აპლიკაციები ხდება გადამწყვეტი მათი ბიზნესის მართვისას. საკვანძო ბიზნეს ფუნქციების ინტეგრაცია და მონაცემები, რომელსაც ეს ინტეგრაცია იძლევა, არის მამოძრავებელი ძალა ინფორმაციაზე დაფუძლებული მართვის კულტურისა, რომელიც აუმჯობესებს არსებულ პროცესებს და აქტივობებს და რომელიც იძლევა საშუალებას, რომ მომავალი ამოცანები და მიზნები იყოს ფოკუსირებული და მივყავდეთ სტრატეგიულ შედეგებამდე.

როგორც საპის გლობალურ პარტნიორს, ჩვენ გვაქვს საუკეთესო მდებარეობა, რათა მოგაწოდოთ გადაწყვეტილება, რომელიც შეესატყვისება თქვენს საჭიროებებს და რომელსაც შეუძლია თქვენთან ერთად გაიზარდოს. თქვენ ხართ საპის ახალი, არსებული მომხმარებელი თუ გლობალური კომპანია, რომელსაც სჭირდება ადგილობრივი წამოწყება, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ მიიღოთ მაქსიმუმი საპის ინსტალაციით. ჩვენი კლიენტები არიან სხვადასხვა სიდიდის და ეკონომიკის ყველა სექტორიდან, მაგრამ ერთი რამ აქვთ საერთო, სურვილი მიიღონ საუკეთესო მართვის გადაწყვეტილებები.

ჩვენი სპეციალისტების გუნდი გთავაზობთ საპის მომსახურეობების ფართო სპექტრს, მათ შორის:

  • საპის ინსტალაცია და ყველა ძირეული საოპერაციო პროცესების დანერგვა პროექტის ყველა ეტაპზე, დაწყებული ბიზნეს ქეისის შემუშავებიდან დამთავრებული გაშვებითა და პროექტისაგან მიღებული სარგებლის ანალიზით.
  • საპის საწარმოო შედეგების მართვის გადაწყვეტილებები შემდეგ სფეროებში:
    • ბიუჯეტირება და გეგმა/არსებული-ს ანალიზის გადაწყვეტილებები საპ BPC-ით
    • ფინანსური კონსოლიდაციის გადაწყვეტილებები საპ BFC-ითა და საპ BPC-ით
    • საწარმოო ინფორმაციის მართვის გადაწყვეტილებები BW-სა და HANA-ს გამოყენებით
  • საპ შესყიდვების გადაწყვეტილებების დანერგვა საპ SRM-ის გამოყენებით
  • საპ ხარისხის კონტროლი
  • ცვლილების მართვა, როგორ საპ-ის დანერგვის ნაწილი
  • ბიზნეს ტრანსფორმაცია და პროცესის ოპტიმიზაცია როფორს საპ-ის დანერგვის ნაწილი

ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებები

დღევანდელ ბიზნეს გარემოში, ეფექტური მმართველობა და მზარდი სირთულის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში ყოფნა ბევრ დროს მოითხოვს  და მისმა შეუსრულებლობამ კი შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს ბიზნესის გადარჩენის საკითხი. ჩვენი საპის სპეციალისტები მუშაობენ სხვადასხვა ფუნქციონალური ერთეულებისაგან შემდგარ გუნდებში ჩვენს ფინანსური რჩევისა და საწარმოო რისკის ექსპერტებთან, რათა მოგაწოდოთ მართვის, კანონმდებლობის დაცვის და რისკის ინტეგრირებული მომსახურეობები შემდეგ სფეროებში:

  • წვდომის კონტროლის გადაწყვეტილებები ავტომატიზირებულს ხდის მოვალეობების სეგრეგაციის გადახედვას და კრიტიკულ წვდომას
  • პროცესის კონტროლის გადაწყვეტილებები, რომელიც პროაქტიულად მართავს პოლიტიკებსა და კონტროლის მექანიზმებს მთელი ორგანიზაციის გავლით
  • თაღლითობის მართვის გადაწყვეტილებები HANA პლატფორმის გამოყენებით, საპის მონაცემების ანალიტიკის იარაღი ნებისმიერ დროს წვდომის საშუალებით

სხვადასხვა ფუნქციონალური დეპარტამენტების ინტეგრაცია

ჩვენი საპის გადაწყვეტილებები არის შექმნილი და შემუშავებული სპეციალისტების ჯგუფის მიერ, რომლებიც ზედამხედველობას გაუწევენ მის განხორციელებას კონცეფციიდან დასრულებამდე და რომლებსაც გააჩნიათ უნიკალური შესაძლებლობა დაუკავშირდნენ დელოიტის მართვის, საგადასახადო, რისკის და კანონმდებლობის დაცვის ექსპერტებს, რათა შემოგთავაზონ კომპლექსური გადაწყვეტილება, თქვენი ბიზნესის შემდგომი წინსვლის მიზნით.

მსოფლიო დონის შედეგები

დაბრუნება - გადასახადები