CIO & Executive Programme Services Offerings

გადაწყვეტილება

ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორის პროგრამა და ტექნოლოგიები

იხილეთ სრულად

კვლევა და შეხედულებები

ჩვენი ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორის პროგრამის ფარგლებში დელოიტი  ყოველწლიურად აწარმოებს დეტალურ კვლევასა და ანალიზს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ინდუსტრიულ დარგებსა და გეოგრაფიულ არეალს, განიხილავს თემებს, რომლებიც გავლენას ახდენენ IT ლიდერებსა და მათ ბიზნესზე და განაპირობებენ უფრო ფართო კულტურულ თუ ეკონომიკურ ცვლილებებს.


ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორების კვლევა
- მოიცავს შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, რომლის წინაშე დგანან დირექტორები თავის გუნდთან (ტექნოლოგები და ბიზნეს ლიდერები) მუშაობისას.

ტექნოლოგიური ტენდენციები - ჩვენი ტექნოლოგიური ტენდენციების ანგარიში სწავლობს  მუდმივად განვითარებადი ტექნოლოგიების ლანდშაფტს და ფოკუსირებას ახდენს განვითარებად ან დამღუპველ ტენდენციებზე, რომლებსაც გააჩნიათ ბიზნესის, მთავრობისა და საზოგადოების გარდაქმნის პოტენციალი.

ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორის (CIO) პროგრამა

ჩვენი ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორის პროგრამა ეხმარება IT ლიდერებს დღევანდელ რთულ ტექნოლოგიურ გარემოში ნავიგაციაში და ზრდის მათ ეფექტურობას.   

მომავალი თაობის CIO ტრენინგი  — აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია ტექნოლოგიური სფეროს პროფესიონალებისთვის, რომლებიც განიხილებიან მომავალი 2-3 წლის პერიოდში დირექტორის პოზიციაზე. ძირითადი თემები მოიცავს; ეფექტური ლიდერობა, ადამიანური რესურსების მართვა, ცვლილებების მართვა, ბიზნეს ინოვაციები, სპეციფიკური ტექნიკური თემების ღრმა ცოდნა (მაგ. ანალიტიკა და ციფრული ტექნოლოგიები).

CIO გარდამავალი ლაბორატორიები - ეს პერსონალური, ექსკლუზიური ერთდღიანი სემინარები განკუთვნილია ახლად დანიშნული ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორებისთვის, ან მათთვის, ვინც პრიორიტეტების გადახედვას გეგმავს. სემინარი ეხმარება პიროვნებას წარმატებული ექვსთვიანი გეგმის შემუშავებაში სამ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსზე ფოკუსირებით: დრო, ადამიანური რესურსები და დაინტერესებული მხარეებთან ურთიერთობა.

CIO ვახშამი და CIO მიღება - ეს ყოველწლიური ქსელური ღონისძიებები აკავშირებს  წამყვან ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორებსა და IT დირექტორებს სხვადასხვა ინდუსტრიული დარგებიდან. ავტორიტეტული მომხსენებლების მიერ წარმართული ღონისძიებები მიზნად ისახავს ბიზნესის და ინდუსტრიული დარგის მნიშვნელოვან საკითხებზე დებატების გამართვას და მნიშვნელოვანი იდეების  ხელშეწყობას.