Technology Vendors

გადაწყვეტილება

ტექნოლოგიური ვენდორები

იხილეთ სრულად

SAP

1989 წლიდან დელოიტის გლობალურ SAP პრაქტიკას მაღალი დონის სერვისი აქვს გაწეული გლობალური ორგანიზაციებისთვის, რათა მათ მიეღწიათ წარმატებისთვის. ჩვენ ვთავაზობთ დახმარებას ბიზნეს ქეისის შემუშავებისა და სისტემების დიზაინიდან, მათ კონფიგურაციამდე, ტესტირებამდე, გაშვებამდე და დაყენების შემდეგ მხარდაჭერამდე.

ჩვენ გვჯერა, რომ SAP-ის იმპლემენტაცია არ არის მხოლოდ ტექნოლოგიისგან გამოწვეული, ეს არ ასევე გამოწვეული იმ შესაძლებობისგან, რომელიცაა საკუთარი ბიზნესის გარდაქმნა. ეს არის შანსი რომ გაზარდო ორგანიზაციის ეფექტურობა და ეფექტიანობა. SAP-ის ბოლო ვერსია ეხმარება პირდაპირ ეთერში ინფორმაციის წვდომაში და ანალიტიკაში, რაც ცვლის პროცესებს ან სულ ახალ პროცესებს ქმნის შესაძლებელს.

ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ თქვენ რომ მიაღწიოთ მოსალოდნელ დადებით შედეგებს სხვადასხვა განხრით, რაც მოიცავს ფინანსურ ფუნქციებს, ERP-სრულ მხარდაჭერას, ზრდის მხარდაჭერას გაუმჯობესებით და სინქრონიზაციით, SAP სისტემებისა და პროცესების ჰარმონიზაციას.

Oracle

დელოიტი მუდამ ლიდერს წარმოადგენდა Oracle ბიზნეს აპლიკაციის განხორციელებასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებაში. ჩვენი გლობალური Oracle პრაქტიკა ფოკუსირებულია Oracle ბიზნეს აპლიკაციაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების განხორციელებაზე, რაც ეხმარება ორგანიზაციებს შემოსავლის გაზრდასა და საოპერაციო საზღვრების გაზრდაში. 

დელოიტის საკონსულტაციო და პრაქტიკული მომსახურება მოიცავს აპლიკაციების ანალიზს, ინტეგრაციას, განთავსებას, დიზაინს, ტესტირებასა და განხორციელებას, მათ შორის: კლიენტების გამოცდილება,  BI/EPM, ფინანსები, ადამიანური რესურსების მართვა, უსაფრთხოება და მომარაგების უწყვეტობის მართვა. 

ჩვენი 13,800 Oracle პროფესიონალის წყალობით ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ Oracle გადაწყვეტილებები სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში და ორგანიზაციებში. ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის გამოცდილება საშუალებას გვაძლევს განვათავსოთ საჭირო რესურსები საჭირო ადგილას და  დროს და შესაბამისი ფასით. 

ჩვენი პროფესიონალებს ერთად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ, რაც ხელს უწყობს ბიზნეს მიზნების უფრო ეფეტურად მიღწევას.  

Salesforce

დელოიტის ციფრული Salesforce პრაქტიკა გვთავაზობს ახალ მიდგომას კლიენტების პროექტების გარდაქმნის რთული გამოწვევების მიმართ. ჩვენ ვმუშაობთ მსოფლიოს მოწინავე კომპანიებთან რათა შევიმუშაოთ გადაწყვეტილებები კლიენტებთან დასაკავშირებლად ყველა შესაძლო საშუალებით. 

ჩვენი მომსახურება გამორჩეულია თავისი შინაარსითა და კლიენტების მიერ ნაჩვენები შედეგებით:

  • შემოქმედებითი ძალა, ინოვაციური IQ, ციფრული შესაძლებლობები და მოქნილი მიდგომა
  • სამრეწველო პერსპექტივა პრაქტიკული ხედვით, სტრატეგიული სიცხადითა და მრეწველობის დარგის განმავითარებელი მიმართულებით
  • ჯილდოებით და ანალიტიკური ანგარიშებით აღიარებული გამოცდილება 
  • ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამების განხორციელების სრულყოფილი გადაწყვეტილებები

სხვა

ჩვენი მრავალმხრივი ურთიერთობების წყალობით ჩვენ  ვაფართოებთ დაფარვის არეალს და ვაძლიერებთ ღირებულებას ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც ჩვენ ვემსახურებით და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, რომელთანაც ვთანამშრომლობთ მსოფლიოს მასშტაბით. 

ჩვენ ვთანამშღომლობთ არა მხოლოდ მსხვილ ტექნოლოგიურ პროვაიდერებთან, არამედ სხვადასხვა ვენდორებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ უნიკალურ მომსახურებას მათ დარგში.