მომსახურება

საწარმოო ტექნოლოგიები და სამუშაო ეფექტურობა

ფინანსებში, მიწოდების ქსელსა და IT ოპერაციებში ინვესტიციებიდან მაქსიმალური შედეგის და ღირებულების მისაღწევად საჭიროა სტრატეგიული პროცესის ძირითადი ბიზნეს ფუნქციების ჰოლისტიკური ხედვა.

დღესდღეობით ორგანიზაციები არიან იმდენად დინამიური, რამდენადაც ტექნოლოგიური სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათი ბიზნეს ფუნქციების ფუნქციონირებას. საწარმოო ტექნოლოგიებმა გაცილებით მეტი უნდა გააკეთონ ვიდრე უბრალოდ ამუშაონ საწარმო. მათ უნდა უზრუნველყონ სამუშაოს მაქსიმალური  ეფექტურობა, ინოვაციები და გრძელვადიანი ზრდის შესაძლებლობა.  

დელოიტის IT და ტექნოლოგიების სპეციალისტები კლიენტებს ეხმარებიან პროცესის სრული განხორციელების მანძილზე - სტრატეგიის შემუშავენიდან დაწყებული მისი განხორცელებით და ოპტიმიზაციით დასრულებული. ისინი ეხმარებიან კლიენტებს მიიღონ სასურველი შედეგი ინვესტიციებიდან საერთო საწარმოო სისტემებში  და სპეციფიკურ ფუნქციებში IT-დან დაწყებული, ფინანსებით და მიწოდების ქსელით დამთავრებული.

დელოიტის ტექნოლოგიური სტრატეგიისა და ტრანსფორმაციის სპეციალისტები ეხმარებიან ორგანიზაციებს  განაახლონ მათი IT სტრატეგია და განახოციელონ სისტემები და გადაწყვეტილებები, სამუშაოს ეფექტურობის ზრდისთვის მთელი საწარმოს მასშტაბით.  თუ თქვენ გჭირდებათ ახალი სისტემის შემუშავება ან კონკრეტული IT ფუნქციების განახლება, ჩვენი პროფესიონალები დაგეხმარებიან პროცესის ყველა საფეხურზე. 

ჩვენი Oracle სპეციალისტები დაგეხმარებიან გადაწყვეტილებების სრული პაკეტის დაგეგმვასა და განხორციელებაში, მათ შორის: Oracle ERP Cloud და NetSuite, შემდეგ სფეროებში: საწარმოო გარდაქმნა, ფინანსები და მიწოდების ქსელი.

დიდი გამოცდილების მქონე SAP სპეციალისტები დაგეხმარებიან თქვენი ორგანიზაციის ტრანფორმაციაში და სამუშაო ეფექტურობის ზრდაში გადაწყვეტილებების ახალი პაკეტის დახმარებით, რომელიც ფოკუსრებულია მოწინავე SAP S/4 HANA პლატფორმაზე. ჩვენ ვმუშაობთ თქვენთან ერთად რათა დაგეგმოთ და განახორციელოთ გადაწყვეტილებები ისეთ სფეროებში როგორიცაა: საწარმოო გარდაქმნა, ფინანსები, მიწოდების ქსელი.

დელოიტის განვითარებადი საწარმოს რესურსების დაგეგმვის გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების, ფინანსების და სხვა საკვანძო საოპერაციო ერთეულების ფუნქციონალურ სრულყოფას, მდგრადი ზრდისა და წარმატებისთვის. ჩვენი ERP გადაწყვეტილებები მოიცავს Workday Financials - ინსტრუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს 360 გრადუსიან დაგეგმვას და ორგანიზაციულ გაუმჯობესებას; და შესაბამისად, კოგნიტურ და ინტელექტუალურ ავტომატიზაციის გადაწყვეტილებას, მაღალი სამუშაო ეფექტურობის მისაღწევად მთელ რიგ ინდუსტრიულ დარგებში, როგორიცაა: ჯანდაცვა, საჯარო სექტორი და წარმოება.

ჩვენი ფინანსებისა და სამუშაო ეფექტურობის გადაწყვეტილებები ეხმარებიან ფინანსების სპეციალისტებს, რათა მართონ სირთულეები რაც დაკავსირებულია მათ ფუნქციებთან და უზრუნელყონ მაქსიმალური პროდუქტიულობა და ზრდა. ჩვენი გუნდი დაგეხმრებათ გადაწყვეტილებების შემუშავებასა და განხორციელებაში ფინანსური მართვის ყველა სფეროში წარმატების მისაღწევად.  

და ბოლოს, დელოტის მიწოდების ქსელისა და ქსელური ოპერაციების პროფესიონალები ეხმარებიან ორგანიზაციებს მართონ და მოახდინონ მიწოდების ქსელის ოპტიმიზაცია ციფრული შეფერხების დროს გარდაქმნის პროდუქტიულობის მიღწევის უნიკალური შესაძლებლობის პარალელურად.  ჩვენი მომსახურება და გადაწყვეტილებები ხელს უწყობს გარდაქმნას, რომელიც განაპირობებს წარმოების, ლოჯისტიკის, დისტრიბუციის, პროდუქტის სასიცცხლო ციკლის მართვის  და დაკავშირებული მომარაგების ქსელის ფუნქციების განახლებას სხვადასხვა ინდუსტრიულ სფეროში.