cookies deloitte

Cookie-ფაილები

შეტყობინება Cookie-ფაილების გამოყენების შესახებ

ბოლო რედაქტირების თარიღი: მარტი 2015

ეს ვებ-გვერდი გამოიყენებს cookie-ფაილებს იმისათვის რომ ვუზრუნველყოთ მომხმარებლებზე ორიენტირებილი მომსახურების მიწოდება.

ეს cookie-ფაილების შეტყობინება (შემდგომში "შეტყობინება cookie-ფაილების გამოყენების შესახებ" ან "შეტყობინება")  არის ჩვენი კონფიდენციალურობის დებულების ნაწილი. დამატებითი ინფორმაციისთვის, თუ როგორ ვიცავთ მომხმარებლების ინფორმაციას, გთხოვთ იხილოთ ჩვენი კონფიდენციალურობის დებულება.   

იმისათვის, რომ ვუზრუნველყოთ მომხმარებელზე ორიენტირებული და ინტერაქტიული მომსახურების მოწოდება ჩვენ გვჭირდება დავიმახსოვროთ და შევინახოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ თქვენ ამ ვებ-გვერდს. ეს კი შესაძლებელია პატარა ტექსტური ფაილების გამოყენებით სახელწოდებით  cookie. Cookie-ფაილები შეიცავენ მცირე რაოდენობით ინფორმაციას და მათი ჩაწერა ხდება თქვენს კომპიუტერში ან სხვა მოწყობილობაზე ამ ვებ-გვერდის სერვერიდან. შემდეგ თქვენი ბრაუზერი აბრუნებს ამ ინფორმაციას სერვერზე ყველა თქვენი ვიზიტის შესახებ და ამგვარად ის გიმახსოვრებთ თქვენ და მაგალითად ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა მომხმარებლის პარამეტრები. უფრო დეტალური ინფორმაცია cookie-ფაილების და მათი მუშაობის პრინციპების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.aboutcookies.org/

"როდესაც თქვენ იყენებთ ამ ვებ-გვერდს, ინფორმაციის შეგროვება შეიძლება განხორციელდეს cookie-ფაილების ასევე სხვა ტექნოლოგიების მეშვეობით. ამ ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენების წესებს, აღნიშნულს cookie-ფაილების შეტყობინებაში და ასევე მისი გამოყენების წესებს DTTL-ის სხვა წარმომადგენლობების და ოფისების ვებ-გვერდების ვიზიტისას, რომლებიც მიეკუთვნებიან deloitte.com-ს, როგორც ეს აღწერილია შესაბამის შეტყობინებაში cookie-ფაილების გამოყენების შესახებ.

რომელ cookie-ფაილებს ვიყენებთ და რატომ?

ზოგიერთი სახის cookie-ფაილები, აუცილებელია იმისათვის, რომ მოგეცეთ საშუალება დაათვალიეროთ ვებ-გვერდი და გამოიყენოთ მისი ისეთი შესაძლებლობები, როგორიცაა დაცული გვერდების ნახვა, რომელიც შეიძლება ნახონ, მხოლოდ დარეგისტრირებულმა მომხმარებლებმა.

ჩვენ ასევე ვიყენებთ ფუნქციონალური ტიპის cookie-ფაილებს, რომლებიც ინახავენ ინფორმაციას თქვენი ქმედებების შესახებ, რათა უფრო ეფექტურად მოვარგოთ ჩვენი ვებ-გვერდი მომხმარებლებს; მაგალითად დაიმახსოვროს ენა ან რეგიონი, რომელიც აირჩიეთ, ან ინფორმაცია რომ მიიღეთ მონაწილეობა ამა თუ იმ გამოკითხვაში. ეს ინფორმაცია ჩვეულებრივ არის ანონიმური და არ გამოიყენება სხვა მიზნებისთვის.

ჩვენ ან ჩვენი სერვისის მომწოდებლები ასევე ვიყენებთ ანალიტიკურ სერვისებს, იმისათვის რომ გავაანალიზოთ რამდენად ეფექტურია ჩვენს ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია, ასევე მომხმარებლების ინტერესები და გავაუმჯობესოთ მისი მუშაობა. ჩვენ ასევე ვიყენებთ web beacon-ს და "ნავიგაციის კამერას", ვიზიტორების რაოდენობის დასადგენად და cookie-ს წარმადობას, რათა დავთვალოთ რამდენი ინდივიდუალური პირი შემოდის ვებ-გვერდზე და რა სიხშირით. ეს ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის და ჩვენს ინტერესში არ შედის ასეთი ინფორმაციის გამოყენება, რომელიმე მომხმარებლის პირადი იდენტიფიკაციის მიზნით. თუმცა თუ თქვენ დარეგისტრირებული და შემოსული ხართ ამ ვებ-გვერდზე, ჩვენ შეიძლება შევაჯეროთ მიღებული ინფორმაცია ჩვენს ვებ ანალიტიკური სერვისებიდან და  cookie-ფაილებიდან მიღებულ ინფორმაციასთან, რათა უფრო დეტალურად გავაანალიზოთ როგორ იყენებთ ამ ვებ-გვერდს.

ამ ვებ-გვერდზე არ გამოიყენება სარეკლამო ტიპის cookie-ფაილები, მომხმარებლებისთვის მიზნობრივი რეკლამის მისაწოდებლად.

თუ თქვენ გესაჭიროებათ უფრო დეტალური ინფორმაციია, ჩვენს ვებ-გვერდზე გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ.  გთხოვთ "დაგვიკავშირდეთ"

როგორ ვმართოთ cookie-ფაილები?

ამ ვებ-გვერდის გამოყენებით, თქვენ თანხმდებით იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია განვათავსოთ cookie-ფაილები თქვენს კომპიუტერზე ან სხვა მოწყობილობაზე, როგორც ეს ზემოთ იყო განმარტებული. თუმცა თქვენ შეგიძლიათ cookie-ფაილების მართვა სხვადასხვა გზით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ cookie-ფაილების დაბლოკვამ ან წაშლამ შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს მიერ ვებ-გვერდის მოხმარებაზე და მისი ზოგიერთი გვერდი თქვენთვის მიუწვდომელი გახდეს.

ბრაუზერის კონტროლი

ბრაუზერების უმეტესობა საშუალებას გაძლევთ ნახოთ თუ რა სახის cookie-ფაილები გაქვთ და წაშალოთ ინდივიდუალურად ან დაბლოკოთ  კონკრეტული ან ყველა ვებ-გვერდიდან. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი უპირატესობა, რომელიც გქონდათ დაიკარგება იმ შემთხვევაში თუ თქვენ წაშლით cookie-ფაილებს; მათ შორის cookie-ფაილიდან გამოსვლის პარამეტრიც, რადგან გამოსვლა cookie-ფაილის ქონას საჭიროებს.  დამატებითი ინფორმაციისთვის, ბრაუზერის მოდიფიცირებასა და cookie-ფაილების წაშლასა თუ ბლოკირებასთან დაკავშირებით, იხილეთ ბმული: http://www.aboutcookies.org/  ან http://www.cookiecentral.com/faq/.

ანალიტიკური ტიპის cookie-ფაილების მართვა

თქვენ შეგიძლიათ უარი განაცხადოთ ანალიტიკურ cookie-ფაილებში თქვენი ინტერნეტ-აქტიურობის ინფორმაციის ჩაწერაზე. ჩვენ ვიყენებთ პროვაიდერებს, დაწვრილებითი ინფორმაცია მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და cookie-ფაილებიდან გამოსვლის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

Adobe: http://www.adobe.com/privacy/opt-out.html

Google Analytics: http://www.google.com/analytics/learn/privacy.html

ერთობლივი გამოყენების ლოკალური ობიექტების ან Flash Cookie-ფაილების მართვა

ერთობლივი გამოყენების ლოკალური ობიექტი ან Flash Cookie-ფაილები გავს ყველა სხვა ბრაუზერის cookie-ფაილებს მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მას შეუძლია დამატებითი ტიპის ინფორმაციის დამახსოვრება. ასეთი cookie-ფაილები არ იმართება ზემოაღნიშნული მექანიზმებით. მოცემული ვებ-გვერდის ზოგიერთი კომპონენტი იყენებს ამ ტიპის cookie-ფაილებს იმისათვის, რომ შეინახოს მომხმარებლების პარამეტრები მედია ფლეიერის ფუნქციონირებისთვის, მათ გარეშე ზოგიერთი ვიდეო შეიძლება შესაბამისად არ ჩაიტვირთოს. ამ cookie-ფაილების მართვა შესაძლებელია ხელით Adobe საიტიდან.

http://www.macromedia.com/support/documentation/en/flashplayer/help/settings_manager07.html

სოციალური ქსელების ღილაკები

"სოციალური ქსელების ღილაკებს" ჩვენ ვიყენებთ იმისათვის, რომ მომხმარებლებს მივცეთ საშუალება გააზიარონ ან მონიშნონ  ვებ-გვერდები. აღნიშნული ღილაკები არის მესამე მხარის სოციალური მედიის ვებ-გვერდებისთვის, რომლებიც თავის მხრივ შეიძლება აფიქსირებდნენ ინფორმაციას ინტერნეტში თქვენს აქტიურობაზე, ამ ვებ-გვერდის ჩათვლით. გთხოვთ გაეცნოთ ასეთი საიტების მოხმარების წესებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკებს, რომ გაიგოთ თუ როგორ იყენებენ ისინი თქვენს ინფორმაციას და თუ როგორ შეიძლება განაცხადოთ უარი ან წაშალოთ ასეთი ინფორმაცია.

გარე ინტერნეტ მომსახურება

ჩვენ ზოგჯერ ვიყენებთ გარე ინტერნეტ მომსახურებას მოცემულ ვებ-გვერდზე, იმისათვის რომ დავდოთ გარკვეული ინფორმაცია: მაგ: სურათები ან ვიდეოები ან ვაწარმოოთ გამოკითხვა. როგორც სოციალური ქსელების ღილაკების შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც ჩვენ არ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ამ საიტების ან გარე დომეინების მიერ ინფორმაციის შენახვა, თქვენს მიერ ზემოთაღნიშნული ინფორმაციის მოხმარებასთან დაკავშირებით.

ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია

ჩვენ ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ტექნოლოგიები იმისათვის, რომ განვსაზღვროთ წაიკითხეთ, გახსენით ან გადაამისამართეთ თუ არა ჩვენს მიერ გამოგზავილი გარკვეული ელექტრონული შეტყობინება. ამ სახით ჩვენ შეგვიძლია უფრო საინტერესო და სასარგებლო გავხადოთ ჩვენი კომუნიკაცია. თუ თქვენ არ გსურთ რომ ჩვენ მივიღოთ დასტური იმის შესახებ, წაიკითხეთ, გახსენით ან გადაამისამართეთ თუ არა, მაშინ თქვენ მოგიწევთ გააუქმოთ ხელმოწერა, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია ელექტრონული შეტყობინებების გამოგზავნა აღნიშნული მექანიზმის გამოყენების გარეშე. დარეგისტრირებულ პირებს შეუძლიათ განაახლონ კომუნიკაცია ნებისმიერ დროს ჩვენთან ამ ბმულის საშუალებით . თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ გააუქმოთ ხელმოწერა იმ ინსტრუქციის მიხედვით, რომელსაც გამოგიზავნით ელექტრონული ფოსტით.

ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი შეხედულებისამებრ პერიოდულად შევიტანოთ ცვლილებები ან დამატებები შეტყობინებაში cookie-ფაილების გამოყენების შესახებ. აღნიშნული გვერდის დასაწყისში მოხდება რედაქტირების თარიღის მითითება. განახლებული cookie-ფაილების შეტყობინება ძალაში შევა ამ ცვლილებების განხორციელების თარიღიდან. გირჩევთ პერიოდულად შეამოწმოთ cookie შეტყობინება, რათა მუდმივად იყოთ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ cookie-ფაილებს.