WorldClimate

სტატია

WorldClimate

კლიმატის ცვლილებას მნიშვნელოვანი შედეგები მოყვება, თუმცა ერთად ჩვენ შეგვიძლია სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა. ჩვენ შეგვიძლია პროგრესირება ამ მიმართულებით თუ ბიზნესი და ფართო საზოგადოება ერთობლივად იმოქმედებს და ამასთანავე, სწრაფად.

იმისათვის, რომ წვლილი შეეტანა პარიზის ხელშკრულების მიზნების მიღწევაში, დელოიტმა ჩაუშვა WorldClimate სტრატეგია კლიმატთან დაკავშირებული პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად ორგანიზაციის შიგნითა და გარეთ.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ცვლილებები იწყება შიგნიდან. დელოიტი პასუხობს მაღალ მიზნებსა და სტანდარტებს და შთააგონებს თანამშრომლებს მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც ემსახურება ნაკლებ ნახშირბადიანი ეკონომიკის მხარდაჭრას.

ჩვენი კლიმატური სტრატეგია 4 ძირითად ასპექტს ეყრდნობა:

  • ნულოვანი გამონაბოლქვი 2030 წლისთვის
  • ეკოლოგიური მდგრადობა, როგორც ბიზნესის ნაწილი
  • თანამშრომლების ჩართვა კლიმატური დღის წესრიგის შემუშავებაში
  • პარტნიორებთან თანამშრომლობა

ნულოვანი გამონაბოლქვი 2030 წლისთვის

ჩვენი მიზანია 2030 წლისთვის მივაღწიოთ ნახშირბადის ნულოვან გამონაბოლქვს, პარიზის ხელშეკრულებით დადგენილ 2050 წლის ვადამდე. დელოიტის ნახშირბადის განულების სტრატეგია ემთხვევა პარიზის შეთანხმებას ტემპერატურის ზრდის 1.5 გრადუსით შემცირების შესახებ.

დსთ-ს მასშტაბით ჩვენ ვგეგმავთ ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებას განახლებადი ენერგიის მიმართულებით ინვესტირებით.

ეკოლოგიური მდგრადობა, როგორც ბიზნესის ნაწილი

ჩვენ გვესმის, რომ უნდა ვუზრუნველყოთ ბალანსი ორგანიზაციაში ჩვენს გარემოსდაცვით პოლიტიკებსა და ქმედებებს შორის. დელოიტში ჩვენ გვყავს კლიმატურ საკითხებზე პასუხისმგებელი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს კლიმატური საკითხების დღის წესრიგში დაყენებას, მათ გათვალისწინებას ოფისის ფუნქციონირებისას და ყოველწლიურ ანგარიშგებას გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისთვის.

დსთ-ს მასშტაბით ჩვნ უკვე წლებია ვმუშაობთ კლიმატურ საკითხებზე. ნარჩენების დახარისხება წარმოებს ბაქოს, კიევისა და მოსკოვის ოფისებში და ვგეგმავთ ამ ინიციატივის გაფართოებას დსთ-ს მასშტაბით.  

ჩვენ შევამცირეთ თანამშრომელთა ავტომობილების ავტოფარეხი და გადავედით ტაქსით სარგებლობაზე, რადგან პირადი ავტომობილებით სარგებლობა მეტ ბუნებრივ რესურს მოითხოვს. ასევე, კომპანიამ შეამცირა არასავალდებულო მივლინებები რეგიონის გარეთ, სათბური გაზების ემისიის შემცირების მიზნით.   

ბუნებრივი რესურსების ეფექტური მართვის მიზნით, ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს ელექტროენერგიის, წყლის და ქაღალდის გამოყენების შესახებ ჩვენს ოფისებში და ვაწარმოებთ ანგარიშგებას, როგორც გლობალური ქსელის წინაშე, ასევე ჩვენი  ყოველწლიური მდგრადი განვითარების ანგარიშებში.

თანამშრომლების ჩართვა კლიმატური დღს წესრიგის შემუშავებაში

ჩვენი თანამშრომლების ჩართვის და მათთვის ინფორმაციის მიწოდების გზით თუ რა გავლენას ახდენს მათი თითოეული გადაწყვეტილება რაიმეს მოხმარების, ყიდვის ან გამოყენების შესახებ გარემოზე, ჩვენ ვეხმარებით მათ მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები და გადასცენ ეს ინფორმაცია სხვებსაც.

დსთ-ს მასშტაბით ჩვენ ვახორციელებთ Green Days კამპანიას უკვე რამდენიმე წელია. წელს აღნიშნული კამპანია ონლაინ, აპრილის თვეში განხორციელდა. კამპანიის მიზანია თანამშრომელთა წახალისება გარემოზე ზეგავლენის შესაცირებლად.

პარტნიორებთან თანამშრომლობა

ჩვენ ვთანამშრომლობთ კლიენტებთან, პარტნიორებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ინდუსტრიულ ჯგუფებთან, მომწოდებლებთან და სხვა მხარეებთან, რათა ერთობლივად ვიმოქმედოთ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ.  

დელოიტი შეუერთდა Goal 13 Platform, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიების დახმარებას გამონაბოლქვის შემცირების კუთხით და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად. 

ჩვენ გვჯერა რომ ცვლილებები იწყება შიგნიდან. თითოეულ ჩვენგანს გააჩნია თავისი დანიშნულება დღეს, უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. ეს ჩვენგან მოითხოვს ბევრი ყოველდღიური ქმედების შეცვლას, ისევე როგორც ბიზნესისა და ეკონომიკის ფუნქციონირების ცვლილებებს. 

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?