სტატია

სასარგებლო რჩევები

რჩევები ჩვენი თანამშრომლებისგან

რეზიუმე არის საშუალება წარმოადგინოთ თქვენი უნარ-ჩვევები, გამოცდილება და მიღწევები, რომლებიც შეესაბამება თქვენთვის საინტერესო ვაკანსიისა და დელოიტის ზოგად მოთხოვნებს.

იზა გელაშვილი, ოფისის მენეჯერი:

„რეზიუმე“- ეს პირველია რასაც უყურებს პოტენციური დამსაქმებელი, ის უნდა იყოს მარტივად წასაკითხი, ლოგიკური და გასაგები, არ უნდა მოიცავდეს ზედმეტ ინფორმაციას და შეცდომებს. არ არის აუცილებელი რეზიუმე იყოს სურათით, მაგრამ თუ თქვენ გსურთ რეზიუმეს ახლდეს სურათი, ის უნდა იყოს აკადემიური. 

თქვენი რეზიუმე მოწონებული თუ იქნა და მიგიწვიეს ტესტირებაზე, აუცილებელია მოცემული დრო გამოიყენოთ ეფექტურად, ყურადღებით წაიკითხოთ კითხვები და პასუხი გასცეთ პატიოსნად.

ტესტირების შემდგომი ეტაპია ინტერვიუ. აქ მთავარია იყოთ ის ვინც ხართ: ინერვიულეთ თუ სანერვიულოა, იხუმრეთ თუ შესაბამისი სიტუაციაა. რჩევა ბანალურია, მაგრამ როგორც წესი პოტენციურ დამსაქმებლებს ყოველთვის ყავთ გამოცდილი ინტერვიუერები, რომლებიც ძალიან სწრაფად მიხვდებიან ცდილობთ თუ არა წარმოაჩინოთ თავი იმად, ვინც არ ხართ. და კიდევ, არა მარტო თქვენ გირჩევენ, თქვენც ირჩევთ. დასვით კითხვები და გამოიჩინეთ ინიციატივა, თქვენთვის ნამდვილად საინტერესო უნდა იყოს გაესაუბროთ ადამიანებს რომლებიც უკვე მუშაობენ კომპანიაში, მათ შეუძლიათ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდონ, ამავე დროს თქვენ მოახდენთ კარგ შთაბეჭდილებას. 

ასევე არ უგულვებელყოთ ტიპიური რეკომენდაციები: გასაუბრებაზე მიხვიდეთ დროულად, შეესაბამებოდეთ კომპანიაში მიღებულ ჩაცმულობის სტილს, იყოთ გულახდილი. ინტერვიუერები ისევე ნერვიულობენ როგორც თქვენ, მათ არ უნდათ რომ შეცდომა დაუშვან და უარი უთხრან მისაღებ კანდიდატს. ამიტომ თუ თქვენ ის ხართ ვინც ჭირდებათ, თქვენი ამოცანაა აჩვენოთ ეს.

გიორგი ხარაიშვილი, აუდიტის მენეჯერი:

თქვენი რეზიუმე უნდა პასუხობდეს კითხვებს წამკითხავისთვის, და არ უნდა გაუჩინოს დამატებითი კითხვები. გარდა ამისა, ისეთი პირადი მახასიათებლები როგორიცაა, პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა და ა.შ. გვხვდება ყველა მეორე რეზიუმეში და არ მატებს მას ღირებულებას. რეზიუმეში თავი უნდა წარმოაჩინოთ კარგის მხრივ, თუმცა არ უნდა გადაამეტოთ თქვენი ცოდნა, უნარები და მიღწევები. მაგალითად, გასაუბრების დროს თუ არ დადასტურდა ინგლისურის თავისუფალი ფლობა, ეს ეჭვქვეშ დააყენებს თქვენს სხვა ინფორმაციას.

ინტერვიუს დროს მზად იყავით ყველაფრისთვის. გასაუბრებას წარმართავენ არა მარტო ადამიანური რესურსების, ასევე პროფესიული დეპარტამენტის წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე კითხვები იქნება მრავალფეროვანი, პროფესიულით დაწყებული, თქვენი ინტერესებით დამთავრებული. 

გიორგი თავართქილაძე, უფროსი საგადასახადო მენეჯერი:

გასაუბრების ნებისმიერ ეტაპზე მნიშვნელოვანია ნათლად გესმოდეთ სად გინდათ რომ მოხვდეთ და რატომ. ჩვენს მუშაობაში ძალიან მნიშვნელოვანია მოტივაცია, არავინ არ დახარჯავს თავის დროს ადამიანზე, რომელმაც არ იცის რა უნდა. ამასთან გასაუბრებაზე არ ღირს ისაუბროთ მხოლოდ საკუთარ თავზე და ღირსებებზე, მნიშვნელოვანია აჩვენოთ, რომ თვენთვის მნიშვნელოვანია არა მარტო თქვენი განვითარება, არამედ კომპანიის განვითარება მთლიანად და რომ მზად ხართ თქვენი წვლილი შეიტანოთ ამაში.    

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?