სტატია

სამთო მრეწველობის დარგში საქმიანობის წარმოების ინტექლექტუალური მიდგომა 

რეალური ეფექტურობის მიღწევა

ციფრული რევოლუციის უპირატესობებით სარგებლობისთვის, სამთო სამრეწველო კომპანიებმა უნდა განახორციელონ რადიკალური ცვლილებები. ბევრი კომპანია ჯერ კიდევ ფოკუსირებულია წერტილოვან გადაწყვეტილებებზე და სათანადოდ ვერ აფასებენ შიდა ორგანიზაციულ ბარიერებსა და ბიუროკრატიას, რომელის აფერხებს მათ წინსვლასა და განვითარებას. ციფრული ტექნოლოგიების პროვაიდერები ხშირად იყენებენ "თავდაპირველად ტექნოლოგიების" მიდგომას, რომელსაც შეუძლია არაშეთანხმებულ ინიციატივებამდე მიყვანა, რასაც პოტენცალის არასრული რეალიზაცია მოყვება.

სამთო მრეწველობის დარგში საქმიანობის ინტელექტუალური მიდგომა გულისხმობს უფრო ფართო ორგანიზაციულ ტრანსფორმაციას და არა მხოლოდ "ციფრული საბადოს" შექმნას. იგი გარდაქმნის გადაწყვეტილებების მიღების გზას, საჭირო უნარ-ჩვევებს, სამუშაო ძალასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობებს, რესურსების გამოყენების ოპტიმიზაციის გზებს და სხვა. ტრანსფორმაციის ასეთი პროგრამა უნდა იყოს თვითფინანსირებადი და მისი სისწრაფე დამოკიდებული უნდა იყოს უფრო მეტად ადამიანებზე ვიდრე ტექნოლოგიებზე.

დელოიტი მომავალშიც განაგრძობს ინვესტიციების განხორციელებას ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებში სამთო მრეწველობის დარგში საქმიანობის ინტელექტუალური მოდგომის უზრუნველსაყოფად. წინასწარ შემუშავებული გადაწყვეტილებები დაფუძნებულია საუკეთესო პლატფორმებზე ჩვენი არსებულ პარტნიორთა ქსელიდან. დელოიტის წინასწარ შემუშავებული ქეისები და Digital Value Office (DVO) ტრანსფორმაციის გზის სწარაფად გავლის და ეფექტურობის მიღწევის საშუალებას იძლევა თანამშრომლობის, გამჭვირვალობისა და სწორი პარტნიორების არჩევის გზით.


download the document

View more
იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?