სტატია

გამჭვირვალობის ხარისხის გაზრდა სამშენებლო კომპანიებისთვის

პრაქტიკული სემინარი

2 ივნისს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, დელოიტის ორგანიზებით გაიმართა პრაქტიკული სემინარი სამშენებლო კომპანიებისთვის გამჭვირვალობის ხარისხის გაზრდის თემაზე.

დელოიტის სპეციალისტებმა სემინარზე განიხილეს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებასთან,  თაღლითობის ფაქტების აღმოჩენასა და პრევენციასთან დაკავშირებული ძირითადი სირთულეები სამშენებლო სექტორში.

სემინარზე ასევე განიხილეს სამშენებლო კომპანიებისთვის დამახასიათებელი თაღლითობის ძირითადი  რისკები და ტიპიური სქემები. დელოიტის პროფესიონალებმა დამსწრეებს გაუზიარეს გამოცდილება სამშენებლო სეტორისთვის ფინანსური ანგარიშგების მომზადების კუთხით და გააცნეს IFRS ინსტრუმენტი, რომელიც ამარტივებს ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესს.  

სემინარს ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი მსხვილი სამშენებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?