Automation is here to stay

სტატია

ავტომატიზაცია აქტუალური პროცესია, მაგრამ რას იტყვით სამუშაო ძალის შესახებ?

თქვენი ორგანიზაციის მომზადება ახალი სამუშაო ეკოსისტემისთვის

რობოტიკის პროცესის ავტომატიზაცია ბიზნესებს სთავაზობს დიდ პოტენციალს, რომ უფრო ეფექტურები და მოქნილები გახდნენ. წარმატებული იქნება ის ორგანიზაცია, ვინც განახორციელებს ამ ინოვაციასთან დაკავშირებულ ცვლილებებს და საკუთარი მუშახელის ფოკუსირებას მოახდენს ამ ინიციატივისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებაზე.

მიმოხილვა

დელოიტის გლობალური ანგარიში განიხილავს თუ როგორ უნდა დანერგოთ ავტომატიზაციის პროცესი ორგანიზაციაში. ჩვენი ანგარიშის მიხედვით, კომპანიები, რომლებიც არ განიხილავენ ავტომატიზაციას მათი სამუშაო გარემოს კომპონენტად, ხელიდან უშვებენ ეფექტური ფუნქციონირების, ხარისხის გაუმჯობესების, რისკების შემცირების, ინოვაციებისა და საბოლოო ზრდის შესაძლებლობას.

ძირითადი აღმოჩენები საშუალებას გვაძლევს:

  • განვსაზღვროთ რა პროცესებია იდეალურად თავსებადი ავტომატიზაციისთვის და რა გავლენას იქონიებს ავტომატიზაცია თქვენს სამუშაო ძალაზე. 
  • განვახორციელოთ შესაბამისი ცვლილებების მართვის და მმართველობის პროცესები და ვუზრუნველყოფთ დანერგვა.
  • შევიმუშაოთ ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც განსაზღვრავს თქვენი სამუშაო გარემოს უფლებებსა და მოვალეობებს და მიზნებს. 
  • ხელხლა განვსაზღვროთ სამუშაო ეფექტურობის მართვა ახალი სამუშაო ძალისთვის მუდმივი გაუმჯობესებისა და საუკეთესო შედეგების უზრუნველყოფის მიზნით.

გაეცანით ანგარიშს, რათა გაიგოთ რას გვთავაზობს ავტომატიზაცია და რა გავლენას იქონიებს ის თქვენს ბიზნესზე. დაუკავშირდით დელოიტის პროფესიონალებს რათა მიიღოთ კონსულტაცია, თუ როგორ უნდა მოამზადოთ თქვენი სამუშაო ძალა ახალი ავტომატიზაციის ინიციატივისთვის.

დელოიტის სხვა მსგავსი ანგარიშები:

სახელმძღვანელო რობოტიკის პროცესის ავტომატიზაციისთვის

ავტომატიზაციის ტრადიციული მეთოდების მიღმა

ავტომატიზაცია აქტუალური პროცესია, მაგრამ რას იტყვით სამუშაო ძალის შესახებ?
იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?