ანალიზი

როდესაც რისკი აღმოცენდება, საბჭო რეაგირებს

რისკების მართვის კომიტეტების გლობალური ხედვა

დირექტორთა საბჭოებს დიდ ძალისხმევად უჯდებათ რისკების მართვის ვალდებულებების შესრულება რთულ ეკონომიკურ საკანონმდებლო გარემოში. მარეგულირებელი ნორმები სწრაფად იცვლება ბევრი ინდუსტრიული დარგისთვის და ეს ცვლილებები არსებითად განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. ინვესტორები, ანალიტიკოსები და საზოგადოება, ისევე როგორც კრედიტორები, კონტრაგენტები და სხვა დაინტერესებული მხარეები მოითხოვენ რისკების მართვის პროცესის მეტ გამჭვირვალობას. სწორედ ამიტომ ხელმძღვანელობის სურვილი, ფლობდეს ინფორმაციას მარეგულირებელი ორგანოების სამომავლო გეგმებისა და რისკების მართვის რეალური მეთოდების შესახებ, სრულიად სამართლიანია.

იხილეთ სრულად

დელოიტმა დაიწყო რისკების მართვის სპეციფიკური და ძალზედ ეფექტური მექანიზმის შესწავლა: რისკებთან დაკავშირებულ საკითხებზე კომიტეტის შექმნა დირექტორთა საბჭოს დონეზე.  აღნიშნულ ანგარიშში მოცემულია რისკების მართვის კომიტეტის გავრცელების ხარისხი დირექტორთა საბჭოს დონეზე (როგორც ცალკეული კომიტეტების, რომლებიც უშუალოდ დაკავებული არიან რისკების მართვით, ასევე შერეული ტიპის კომიტეტების, მაგ.: აუდიტისა და რისკების მართვის კომიტეტი) 400 მსხვილი საჯარო კომპანიის ანალიზის საფუძველზე 8 ქვეყანაში.

ქვემოთ მოცემულია ჩვენი კვლევის შედეგები:

  • დირექტორთა საბჭოს დონეზე რისკების მართვის კომიტეტის შექმნა მტკიცედ ჩამოყალიბებული და ფართოდ გავრცელებული მოვლენაა: ამგვარი კომიტეტები შექმნილია გამოკვლეული 400 კომპანიის 38%-ში. კომპანიების მეოთხედში (22%) შექმნილია რისკების მართვის განცალკევებული კომიტეტები დირექტორთა საბჭოს დონეზე, ხოლო კომპანიების 16% რისკებს მართავს შერეული ტიპის კომიტეტების საშუალებით;
  • როგორც მოსალოდნელი იყო, რისკების მართვის კომიტეტები ძირითადად გავრცელებულია ფინანსური სექტორის საწარმოებში (88%), თუმცა მათი არსებობა მნიშვნელოვანი ხარისხით ასევე აღინიშნება სხვა სფეროებშიც (26%) და განსხვავდება ქვეყნების მიხედვით;
  • რისკების მართვის სტრუქტურაზე გავლენას ახდენს ადგილობრივი ნორმატიული მოთხოვნები. ავსტრალიაში, ბრაზილიაში, მექსიკაში, სინგაპურში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში მოქმედებს ნორმატიულ აქტები, რომლებიც ავალდებულებენ ფინანსური სექტორის კომპანიებს შექმნან რისკების მართვის კომიტეტები დირექტორთა საბჭოს დონეზე (ზოგჯერ კომპანიის ტიპისა და სიდიდიდან გამომდინარე);
  • საერთო ჯამში გამოკვლეული კომპანიების 62%-ს არ აქვთ რისკების მართვის კომიტეტი დირექტორთა საბჭოს დონეზე, რაც ცხადყოფს საკანონმდებლო მოთხოვნების არ არსებობას ასეთი კომიტეტის შექმნასთან დაკავშირებით დირექტორთა საბჭოს დონეზე, არასაფინანსო სექტორის კომპანიებში უმეტეს ქვეყნებში.

დასასრულს, უნდა აღინიშნოს, რომ დირექტორთა საბჭომ აუცილებლად უნდა განახორციელოს თავის ორგანიზაციაში რისკების მართვისა და კონტროლის საჭიროებების პერიოდული შეფასება და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. რისკების მართვის კომიტეტი დირექტორთა საბჭოს დონეზე, იქნება ეს განცალკევებული, თუ შერეული ტიპის, არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ეფექტური საშუალება რისკების მართვისა და მათი კონტროლის განხორციელებისათვის ყურადღების მოზიდვის მიზნით. დირექტორთა საბჭოებმა აუცილებლად უნდა განიხილონ მსგავსი კომიტეტის შექმნის შესაძლებლობა. კვლევის შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ანგარიშს.

დაბრუნება - რისკები 

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?