HR and people analytics

სტატია

პერსონალის მართვა და საკადრო ანალიტიკა

სტაგნაციიდან წარმატებისკენ

მონაცემების შეგროვება და ანალიზი მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს ბიზნესისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ისეთი საკითხების გადაწყვეტისას, როგორიცაა: თანამშრომლების ჩართულობა, ლიდერობა, თანამშრომლების სწავლება და დაქირავება. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციების ძალზედ მცირე ნაწილი იყენებს საკადრო ანალიტიკის შესაძლებლობებს აღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად.

 

დელოიტის კვლევაში „ადამიანური რესურსების განვითარების ტენდენციები 2015 წელს“ განხილულ მრავალრიცხოვან პრობლემებს შორის, სწორედ საკადრო ანალიტიკა აღმოჩნდა მეორე ადგილზე ორგანიზაციის საჭიროებებსა და შესაძლებლობებს შორის შეუსაბამობის სიაში. პირველი ადგილი კი ამ კუთხით ლიდერობის კულტურის განვითარების აუცილებლობას უკავია. რატომაა ეს საკითხი ასეთი მნიშვნელოვანი?

მონაცემების შეგროვება და ანალიზი მეტად მნიშვნელოვანია ბევრი პრობლემატური საკითხის გადაწყვეტის კუთხით, მათ შორის: თანამშრომლების ჩართულობა, ლიდერობის კულტურის განვითარება, სწავლება და თანამშრომლების დაქირავება. კომპანიებს, რომლებიც საკადრო ანალიტიკას მაღალ დონეზე ახორციელებენ, წარმატებისა და კონკურენტული უპირატესობის მოპოვების უფრო მეტი შანსი აქვთ.

 

კარლ ბენეტი, საკადრო ანალიტიკის დარგში გადაწყვეტილებების შემუშავების გუნდის ხელმძღვანელი

ლორენს კოლინზი, საკადრო ანალიტიკის გუნდის დირექტორი

ავტორები

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?