მომსახურება
ადამიანური რესურსების ტრანსფორმაცია
ადამიანური რესურსების ფუნქციის გამოყენებით ღირებულების მიღების ერთი უნიკალური გზა არ არსებობს - ყველა HR ინიციატივა არ არის ტრანსფორმაციული, თუმცა თითოეული HR ინვესტიცია ღირებულების მატარებელია. სწორედ ამ კუთხით გამოირჩევიან დელოიტის ადამიანური რესურსების ტრანსფორმაციის პროფესიონალები, რომლებიც გეხმარებიან ზუსტი მიმართულების ჩამოყალიბებაში მაღალი ღირებულების შედეგების მისაღებად. ადამიანური რესურსების ტრანსფორმაციის ნებისმიერი ინიციატივის წარმატება ფოკუსირებულია შესაძლებლობების და საიმედოობის შექმნაზე, ბიზნესისთვის მაღალი შედეგების მისაღწევად. ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე ჩვენი პროფესიონალები ორიენტირებულნი არიან ადამიანური რესურსების ფუნქციაზე. ჩვენ არასდროს შევწყვეტთ ინვესტირებას ადამიანური რესურსების დარგში. ჩვენ ვართ ლიდერები დღეს, რადგან ყოველთვის ვფიქრობთ მომავალზე.
პერსონალის რიცხობრივი მაჩვენებლების მოდელირება
ეფექტურობის ზრდის ინსტრუმენტიl
პუბლიკაცია მოიცავს მიდგომას, რომელიც გამოიყენება კომპანიებისთვის პერსონალის რიცხობრივი მაჩვენებლების მოდელების შემუშავების დროს სხვადასხვა სექტორში.
კომბინირებული მომსახურების ცენტრები
დელოიტი გთავაზობთ პროცესების შემუშავების, ლოკალიზაციისა და ოპტიმიზაციის ინტეგრირებულ მიდგომას თავმოყრის კომბინირებულ მომსახურების ცენტრში.
სამუშაოს შესრულების ეფექტურობის მართვა
ჩვენი კონსულტანტებს აქვთ დიდი გამოცდილება სამუშაოს შესრულების ეფექტურობის მართვის სისტემების შემუშავებისა და განხორციელების კუთხით.
სამუშაოს შესრულების მართვა
თანამედროვე, დინამიურ ბიზნეს გარემოში, თითოეულ კომპანიას სურს რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილებები ზუსტ, სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით.