HR Transformation

მომსახურება

ადამიანური რესურსების ტრანსფორმაცია

მუდმივად ცვალებად დინამიურ სამყაროში ადამიანური რესურსები უნდა განიხილებოდეს, როგორც ბიზნეს საკითხი, რომელსაც შეიმუშავებს ადამიანური რესურსების მენეჯერი, მაგრამ განიხილება უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ. ადამიანური რესურსების მომავალი მოითხოვს ცვლილებებს აზროვნებაში, შესაძლებლობებსა და ფუნქციებში.

ნებისმიერი კომერციული თ საჯარო სექტორის ორგანიზაცია იმდენად წარმატებულია, რამდენადაც მისი თანამშრომლები. მენეჯმენტიდან დაწყებული და რიგითი თანამშრომლით დამთავრებული, დელოიტის ადამიანური რესურსების ტრანსფორმაციის მომსახურებები მიზნად ისახავს ადამიანური რესურსების მენეჯერის მიერ ორგანიზაციისა და თანამშრომლების გაძლიერების ხელშწყობას. 

თქვენი ორგანიზაცია ფუნქციონირებს ბიზნეს, ინდუსტრიულ, სამთავრობო თუ უმაღლესი განათლების სფეროში, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ სრულყოფილი გლობალური HR სტრატეგიების შექმნასა და განხორციელებაში ორგანიზაციისა და თანამშრომლების უკეთ მხარდაჭერის მიზნით. ეს მოიცავს HR ოპერაციებისა და სახელფასო სისტემის ტრანსფორმაციას მოწინავე HR ტექნოლოგიებით (Workday HR, SAP SuccessFactors, Oracle HR) და სხვა ანალიტიკური და მობილური გადაწვეტილებებით, რაც ზრდის მომსახურების ხარისხს, ხელს უწყობს ინოვაციას და ქმნის ადამიანების მომსახურების ახალ გამოცდილებას. 

ჩვენი ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტები უზრუნველყოფენ HR პროფესიონალებს ინსტრუმენტებით სასურველი შედეგების მისაღებად: გამარტივებული სერვისები, ხელფასების და შეღავათების უწყვეტი მიწოდება და ჩართული და მოტივირებული სამუშაო ძალა.

დელოიტის პროფესიონალები არასდროს წყვეტენ ფიქრს მომავლის უკეთეს სამუშაო ძალაზე. ჩვენ ვართ ლიდერები დღეს, რადგან ყოველთვის ვფიქრობთ ხვალინდელ დღზე. 

გაეცანით დამატებით მასალებს

პერსონალის რიცხობრივი მაჩვენებლების მოდელირება

ეფექტურობის ზრდის ინსტრუმენტი

პუბლიკაცია მოიცავს მიდგომას, რომელიც გამოიყენება კომპანიებისთვის პერსონალის რიცხობრივი მაჩვენებლების მოდელების შემუშავების დროს სხვადასხვა სექტორში.

headcount models for companies in various industries

კომბინირებული მომსახურების ცენტრები

დელოიტი გთავაზობთ პროცესების შემუშავების, ლოკალიზაციისა და ოპტიმიზაციის ინტეგრირებულ მიდგომას თავმოყრის კომბინირებულ მომსახურების ცენტრში. კომბინირებული მომსახურების ცენტრის პროექტების განხორციელების დროს ჩვენ ვითავლისწინებთ თქვენს სპეციფიკურ საბუღალტრო, საგადასახადო, იურიდიულ, ტექნოლოგიურ და პროცედურულ მოთხოვნებს.

Shared service centers

სამუშაოს შესრულების ეფექტურობის მართვა

ჩვენს კონსულტანტებს აქვთ დიდი გამოცდილება სამუშაოს შესრულების ეფექტურობის მართვის სისტემების შემუშავებისა და განხორციელების კუთხით.

Integrated performance management

სამუშაოს შესრულების მართვა

თანამედროვე, დინამიურ ბიზნეს გარემოში, თითოეულ ორგანიზაციას სურს გადაწყვეტილებების მიღება რაც შეიძლება სწრაფად ზუსტ, სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით. სამუშაოს შესრულების მართვის ინტეგრირებული სისტემა განაპირობებს ბიზნესის უფრო სრულყოფილ კონტროლს და მხოლოდ მცირე ხარჯს ინფორმაციისთვის, რომელიც საჭიროა გადაწყვეტილებების მისაღებად. დელოიტის საერთაშორისო გამოცდილება საშუალებას იძლევა წარმატებით გამოვიყენოთ ნაცადი მეთოდოლოგიები მსგავსი საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერ ბიზნეს სექტორში. 

Performance management