სტატია

დელოიტის საქართველოს ოფისმა სასამართლო პროცესების დახურვისა და დაჯილდოვების ცერემონიალს უმასპინძლა 

„ვილემ ვისის (Willem C. Vis) სახელობის იმიტირებული პროცესი საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში“, რომელიც 2011 წლიდან იღებს სათავეს, საქართველოსთვის უკვე ტრადიციად იქცა. სასამართლოში მოსმენები, როგორც წესი, 2 დღე გრძელდება და მიზნად ისახავს როგორც საქართველოს, ასევე უცხოური უნივერსიტეტების გუნდების მომზადებას ვილემ ვისის საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესისთვის, რომელიც ავსტრიაში, ქ. ვენაში იმართება. წელს პროცესში მონაწილეობას იღებდა 12 გუნდი შემდეგი უნივერსიტეტებიდან: ჰამბურგი (გერმანია), ბონი (გერმანია), პასაუ (გერმანია), უტრეხტი (ჰოლანდია), ლატვია, მარმარა (თურქეთი), ქადირ ჰას (თურქეთი), ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის უმაღლესი ეკონომიკის სკოლა (რუსეთი), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (საქართველო), თავისუფალი უნივერსიტეტი (საქართველო), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი (საქართველო).

26 თებერვალს, სასამართლო პროცესების დახურვისა და დაჯილდოვების ცერემონიალს დელოიტმა უმასპინძლა. ღონისძიება გახსნა დელოიტის იურიდიული სამსახურის უფროსმა გიორგი ხუროძემ, რომელმაც მონაწილეებს სიტყვით მიმართა, შემდეგ კი "არბიტრაჟის ინიციატივა - საქართველო"-ს წარმომადგენლებმა დაასახელეს 3 გამარჯვებული გუნდი და ასევე, საუკეთესო მომხსენებელი.

გამარჯვებულ გუნდებად დასახელდნენ:

1 ადგილი: თავისუფალი უნივერსიტეტი
მე-2 ადგილი: ჰამბურგის უნივერსიტეტი
მე-3 ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საუკეთესო მომხსენებლად დასახელდა:

რიშატ ვახიდოვ (ჰამბურგის უნივერსიტეტი)

დელოიტი მოხარულია იყოს მსგავსი ინიციატივების მონაწილე და ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობის განვითარებასა და წინსვლას.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?