სტატია
შრომის კოდექსის არსებული რედაქციის და ინიცირებული ცვლილებების შედარებითი ანალიზი, შრომითი ურთიერთობისას მომსახურების ანაზღაურებისა და საპენსიო შენატანების დაბეგვრის საკითხები
დელოიტ აკადემიის ტრენინგი
28 სექტემბერს დელოიტ აკადემიამ ჩაატარა ონლაინ ტრენინგი სახელწოდებით: “შრომის კოდექსის არსებული რედაქციის და ინიცირებული ცვლილებების შედარებითი ანალიზი, შრომითი ურთიერთობისას მომსახურების ანაზღაურებისა და საპენსიო შენატანების დაბეგვრის საკითხები”.
ტრენინგი მოიცავდა შემდეგ მნიშვნელოვან თემებს:
- შრომის კოდექსის არსებული რედაქციის და ინიცირებული ცვლილებების შედარებითი ანალიზი;
- შრომითი ურთიერთობები და შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების წესი;
- შრომის ანაზღაურებისა და სამივლინებო ხარჯების საგადასახადო დაბეგვრა;
- დაგროვებითი საპენსიო სქემის მიმოხილვა და პრაქტიკული მაგალითები.
ვებინარმა წარმატებით და პროდუქტიულად ჩაიარა, რასაც მოწმობს დამსწრეთა რაოდენობა და მათი აქტიური ჩართულობა დისკუსიაში. ღონისძიებას სხვადასხვა ინდუსტრიული დარგის კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.