სტატია

დელოიტის ვებინარი

COVID-19-ის გავლენა სამართლებრივ ურთიერთობებზე საქართველოში

5 მაისს დელოიტის საქართველოს ოფისის იურიდიულმა დეპარტამენტმა ჩაატარა ვებინარი თემაზე „COVID-19-ის გავლენა სამართლებრივ ურთიერთობებზე საქართველოში“.

ვებინარზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა:

  • შრომითი ურთიერთობები, მათ შორის მათი შეჩერება და შეწყვეტა;
  • ზოგადი სახელშეკრულებო ურთიერთობები, უპირატესად დაუძლეველ ძალასთან მიმართებით.

ვებინარმა წარმატებით და პროდუქტიულად ჩაიარა, რასაც მოწმობს დამსწრეთა რაოდენობა, მათი აქტიური ჩართულობა დისკუსიაში, აგრეთვე დადებითი უკუკავშირი. ღონისძიებას სხვადასხვა ინდუსტრიული დარგის კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?