Services for companies in the oil and gas sector

გადაწყვეტილება

ნავთობისა და გაზის სექტორის კომპანიების მომსახურება 

დელოიტი ლიდერია ნავთობისა და გაზის სექტორის კომპანიებისთვის მომსახურების გაწევის კუთხით. ჩვენი გამოცდილება მოიცავს ნავთობისა და გაზის სექტორის ყველა ძირითად სფეროს, მათ შორის: კვლევა, განვითარება, მოპოვება, ტრანსპორტირება, გადამუშავება და გაყიდვა; ასევე ნავთობსაბადო მომსახურებას.

ჩვენ გვაქვს კლიენტების მომსახურების გამოცდილება მართვის საკითხების ფართო სპექტრის ირგვლივ: სტრატეგიის შემუშავებით დაწყებული ნავთობსამრეწველო დონეზე საინფორმაციო სისტემების დანერგვით დამთავრებული.

ნავთობისა და გაზის სექტორის კომპანიების ოპერაციების სრულყოფილი ცოდნა საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ სპეციალიზირებული პროექტები შემდეგ სფეროებში:

  • ნახშირწყალბადის აქტივების პორტფოლიოს მოდელირება და ოპტიმიზაცია 
  • ნავთობსამრეწველო ხარჯების შემცირება და ნახშირწყალბადის საბადოების განვითარებისთვის ეკონომიკურად მომგებიანი პერიოდის გაფართოება 
  • მატერიალური ბალანსის აუდიტი და პროგნოზირება, მათ შორის სამუშაო დაკავშირებული ნავთობ-საწვავთან 
  • ნახშირწყალბადის წარმოების საბუღალტრო სისტემის შემუშავება და სადეპოზიტო მატერიალური ნაკადების ანგარიშგების მომზადება 
  • სტრატეგიები და პროცესები კომპანიებისთვის, რომლებიც ეწევიან მომსახურებას ნავთობის სექტორში და აწარმოებენ ნავთობისა და გაზის აღჭურვილობას 
  • ნავთობისა და გაზის სექტორის ბაზრის ანალიზი და მთავარი ინდიკატორების ბენჩმარკინგი 
  • ნავთობისა და გაზის სექტორის მომსახურების მოხმარების სისტემის გაუმჯობესება