systems engineering

მომსახურება

სისტემების ინჟინერია

ჩვენი ინდუსტრიის წამყვანი IT და ტექნოლოგიების სპეციალისტები დაგეხმარებიან თქვენი პლატფორმების განახლებასა და მოდერნიზაციაში, რათა შექმნათ ახალი შესაძლებლობები და გააძლიეროთ თქვენი ბიზნესი.

გააკეთეთ ინვესტირება თქვენი ბიზნესის მომავალზე და აღმოაჩინეთ ტრანსფორმაციის ახალი გზები თქვენი პლატფორმების მოდერნიზაციისა და თქვენი ძირითადი ბიზნეს შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.  

დელოიტის მაღალკვალიფიციური აპლიკაციების განვითარების გუნდები უხელმძღვანელებენ თქვენი ორგანიზაციის ტექნოლოგიური სისტემების ოპტიმიზაციის სრულ ციკლს. კონცეფციის შემუშავებიდან დაწყებული და განხორციელებით და შეფასებით დასრულებული, ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენი აპლიკაციების ინტეგრირებული, ოპტიმალური სტანდარტებით მუშაობას, რაც ხელს უწყობს თქვენი ბიზნესის შედგომ განვითარებას. 

შეიტანეთ სიახლე თქვენს არსებულ სისტემებში ახალი ტექნოლოგიების მხარდასაჭერად დელოიტის აპლიკაციების მოდერნიზაციის შესაძლებლობების დახმარებით, innoWake ინსტრუმენტის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს მოდერნიზაციის პროცესის ავტომატიზაციას და არასასურველი ოპერაციებისა და ახალი სისტემების ხელახალი შექმნის თავიდან აცილებას.

ფართ მასშტაბიანი ტექნოლოგიური ცვლილებების მართვა საკმაოდ რთული გამოწვევაა, მაგრამ დელოიტის მომსახურების უზრუნველყოფის ოპტიმიზაციის სპეციალისტები დაგეხმარებიან სრული პროცესის მანძილზე ისეთი მომსახურებების დახმარებით როგორიცაა: პროგრამებისა და პროექტის მართვა, ბიზნეს პროცესის შემუშავება.

ახალი პროგრამული აპლიკაციების ან ინტეგრირებული სისტემების განხორციელებისას თქვენი ბიზნესი დამოკიდებულია სწორი გადაწყვეტილების შემუშავებასა და  განხორციელებაზე, დროულად და ბიუჯეტურად. დელოიტის სისტემების შემუშავებისა და ინჟინერიის სპეციალისტები დაგეხმარებიან ამ პროცესის მანძილზე და ასევე, შემოგთავაზებენ ადმინისტრაციულ მომსახურებას ეფექტურობის გაზრდის მიზნით.

ფუნქციებს შორის თანამშრომლობის ან ბიზნეს პარტნიორების და პროცესების გაერთიანებაში დელოიტის ინტეგრაციის მომსახურებები დაგეხმარებათ.  მომსახურება მოიცავს: საწარმოს ინტეგრაციის სტრატეგიას, ინტეგრაციის გადაწყვეტილებების განხორციელებას და ბიზნეს პროცესის მართვას. 

გაეცანით დამატებით მასალებს

2019 წლის ტექნოლოგიური ტენდენციები

დიახ, გაურკვევლობა დამაბნეველია. მაგრამ დღეს მოქმედი ტექნოლოგიური შემაფერხებლები ცნობილია.

დაგვიკავშირდით

ანტონ ორლოვსკი

ანტონ ორლოვსკი

უფროსი მენეჯერი, საკონსულტაციო მომსახურება

ანტონს დელოიტ დსთ-ს სხვადასხვა ოფისებში, საკონსულტაციო და ფინანსური საკონსულტაციო მომსახურების სფეროში მუშაობის 6 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. იგი ფლობს მაგისტრის ხარისხს კორპორატიული ფინანსების, რისკ... მეტი