სტატია

რჩევა დირექტორებს - 2014

კონტროლის გაძლიერება და ცოდნის გაღრმავება: სტრატეგიები დირექტორთა საბჭოსთვის რევოლუციური ცვლილებების ეპოქაში

კორპორატიული მართვის ცენტრის ყოველწლიური გამოცემის „რჩევა დირექტორებს“ მეხუთე ნომერში ყურადღება გამახვილებულია კორპორატიული მართვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ინოვაციები, ტექნოლოგიები, პროდუქტიულობა, სტრატეგია, ლიდერობა, რეგულირება და დივერსიფიკაცია. თითოეულ სტატიაში წარმოდგენილია კითხვები, რომლებიც დირექტორებს შეუძლიათ გამოიყენონ ამ პრობლემების შემდგომი განხილვის მიზნით თანდართულ რჩევებთან ერთად, ასევე დამატებითი რესურსები და მასალები, რომლებიც წარმოდგენილია დელოიტის ფირმების სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების მიერ.

ორგანიზაციების მთავარ ამოცანას წარმოადგენს კრიტიკული ცვლილების იდენტიფიკაცია და სწრაფი და გადამწყვეტი საპასუხო ზომების შემუშავება.

ანგარიშში განხილულია 10 ძირითადი პრობლემა, რომლის წინაშეც შესაძლოა აღმოჩნდნენ დირექტორთა საბჭოები 2014 წელს.

1.      ინოვაციები: იყენებს თუ არა თქვენი კომპანია ნოვატორულ მიდგომას ინოვაციების დანერგვის დროს?

2.      მაღალი ტექნოლოგიები: იმყოფება თუ არა თქვენი ორგანიზაცია კიბერსაფრთხეების რისკის ქვეშ?

3.      პროდუქტიულობა: ხარისხი რაოდენობაზე მნიშვნელოვანია

4.      სტრატეგია: არაეკონომიკური არასტაბილურობა სტრატეგიის შემუშავებისას

5.      ზრდის სტრატეგიები: მზადაა თუ არა თქვენი ორგანიზაცია ზრდისთვის?

6.      ხელმძღვანელობა: მომავალი ხელმძღვანელების მომზადება

7.      მარეგულირებელი გარემო:  ცვლილებები გრძელდება

8.      ინტეგრირებული ანგარიშგება: რამდენად სრულყოფილ ინფორმაციას წარმოადგენთ თქვენს კომპანიაზე?

9.      გადასახადები: წარმოადგენს თუ არა გადასახადები საფრთხეს თქვენი ბრენდისთვის?

10.  დირექტორთა საბჭოს შემადგენლობა: კულტურული მრავალფეროვნებისა და გამოცდილების ოპტიმალური თანაფარდობის უზრუნველყოფა დირექტორთა საბჭოს საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით. 

რჩევა დირექტორებს - 2014

ანგარიში მოიცავს მასალებს, რომლებიც მომზადებულია დელოიტის ექსპერტების მიერ კორპორატიული მართვის დარგში  მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებიდან: აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, ევროპა, სამხრეთ აფრიკისა და ამერიკის რეგიონი. ეს სპეციალისტები ხელმძღვანელობდნენ თავისი საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილებით დირექტორთა საბჭოს ძირითად პრიორიტეტულ საკითხებთან მიმართებაში თანამედროვე ბიზნეს გარემოს პირობებში. 

დაბრუნება - რისკები 

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?